ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:17 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ხშირად არის შემთხვევები, რომ წამოიჭრება ესა თუ ის საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებოა, თუმცა მას თავისი წესი აქვს განსაზღვრული საეკლესიო კანონებით
აქ ასეთები განვიხილოთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Jun 5 2007, 10:38 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
[quote] თუ კაიროსმა და კანუდოსელმა დოკუმენტირებულად არ დაამტკიცეს თავისივე განცხადებები, რაც თავის მხრივ სოტირისმა დოკუმენტურად უარყო და გააცამტვერა, მართლაც ეჭვი შემეპარება ამ ფორუმის ლიდერთა პროფესიონალურ თავდაჯერებულ ტონში, რაც ყოველ მათ პოსტში ძალუმად იგრძნობა [/quote]
ლეონტი, საერთოდ არა მაქვს სურვილი შენ გეკამათო, მაგრამ აქ უბრალოდ გკითხავ, რა გაგიხარდა? ის რომ სოტირისმა რაღაცეები დააზუსტა? ან ის რომ შეიძლება (ვიმეორებ შეიძლება, რადგან პასუხს ქვემოთ დავწერ) მე შევცდი? ჯერ ერთი ფორუმის ლიდერი აქ არავინაა, უბრალოდ ქრისტიანები ვართ და ქრისტიანობას ვსწავლობთ ერთად და ყველას მადლობა თუკი რაიმე სიახლეს დაწერს ( სოტირისსაც რათქმაუნდა) და შენ კი შუღლის გაღვივებას და შეპირისპირებას, და მერე აღფრთოვანებული სიცილაკების ხატვას სჯობს თავადაც იზრუნო საღვთისმეტყველო განათლების ამაღლებაზე, სულ სოტირისის იმედზე ხომ არ უნდა იყო?! ახლა სოტირისს! უპირველესად, უნდა გითხრა, რომ მძიმედ ცდები ჩემი პიროვნების შეფასებაში, მე არა ვარ ის ცუდი გაგებით "ჰუმანისტი", როგორც შენ გგონია, და კრებებიც წაკითხული მაქვს და მისი დადგენილებებიც, ასე რომ შეცვალე დამოკიდებულება, შემდეგ კი რათქმაუნდა სათქმელია და აქ არაფერია მოსარიდებელი, რომ ბევრ რამეს შენგანაც ვსწავლობ, აბა ფორუმი მეტი რაა? და თუკი რაიმე გამომრჩა ან არ დავწერე ( იქნებ არ და არა ვერ) შენ უნდა შემივსო, უნდა დამიზუსტო და არა გახარებულმა შეცდომად ჩამითვალო, ზოგადად კი თემაზე მსჯელობა სჯობს კამათს, კამათს შფოთი მოაქვს, წყნარ მსჯელობას კი ჭეშმარიტებისაკენ მივყავართ... ესეც ხომ ის თემა არაა სადაც ჩვენი აზრები უკიდურესად არ ემთხვევა ერთმანეთს? ჰოდა, აქ მაინც ვისაუბროთ ყოველგვარი ქვემინიშნებების და ირონიის გარეშე... ახლა პასუხი ( მანამ ისევდაისევ მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის) ჩემი უპირველესი პასუხი, ნინომ დაწერა: [quote]სოტირისი: ციტატა ყველაზე საფუძვლიანი საღმრთისმეტყველო და ისტორიული გამოკვლევა ხატის კურთხევის წესისა ეკუთვნის ცნობილ ბერძენ ლიტურგისტს, შვედეთის მიტროპოლიტ პავლე მენევისოღლუს (მსოფლიო საპატრიარქო), რომელიც იმ უცილობელ დასკვნამდე მიდის, რომ ხატის კურთხევის წესის არსებობა შეუსაბამობაშია მეშვიდე მსოფლიო კრების სწავლებასთან ხატთა თაყვანისცემის შესახებ. მხევალი ნინო: ამისგან გასხვავებული რაიმე ითქვა აქ? [/quote] მაშ რაზე მეკამათები? მეც ეგ არ ვთქვი? [quote]რათ უნდა ხატს ( თუ ხატია) "კურთხევა" ან ჯვარს? როცა კურთხევას და მადლს აქეთ იძლევიან?[/quote] ეტყობა, კამათის სიყვარულმა და ჩემი "ჩაძირვის" დიდმა სურვილმა დაგაწერინა იმხელა პასუხი, არადა დასკვნა იგივე გააკეთე! შენ წერ: [quote]1) ხატი მართლაც არ საჭიროებს კურთხევას მეშვიდე მსოფლიო კრების სწავლების თანახმად[/quote] ეს საერთოდ არ იყო ჩემი პოსტის საწინააღმდეგო არგუმენტი, რადგან ჩემი პოსტის დედააზრს არ ეწინააღმდეგება, პირიქით ამყარებს... რაც შეეხება კრება ვიცი თუ არა, არ ვთვლი საჭიროდ ეს შენ გიმტკიცო, რაც არ დავწერე არ ნიშნავს რომ არ ვიცი ან არ მსმენია მაინც... წინასწარი განწყობილებით დაწერე და ისევ შეცდი... შენ პუნქტებში ბერი საინტერესო შენიშნვნა იყო და მადლობა ინფორმაციისათვის, იდეაში მაინც იგივეს ამბობ 1) ხატი კურთხევა არაა აუცილებელი 2) ბერძნები ( შეიძლება აქვთ მაგრამ ) არ აკურთხებენ ხატებს 3) ხატების კურთხევოს არათუ "დაბადება" ( სწორი შენიშნვნა იყო ვასწორებ) არამედ საეკლესიო პრაქტიკაში ფართო გავრცელება პოვა სწორედ რუმინეთში პოვა... ვფიქრობ აქ მაინც არ შემეკამათები. ასე რომ აშკარად გამოჩნდა, რომ არათუ იდეის სიმცდარემ, რამეთუ იდეაში შენც დამეთანხმე, არამედ კამათის და ალბათ ჩაძირვის ( რამეთუ კანუდოსელსაც გამოკარი კბილი) სურვილმა დაგაწერინა ეს ყველაფერი, ბევრი ილაპარაკე და შინაარსი იგივე, ენაც იგივე და რამოდენიმე უადგილო და ვიტყოდი თავხედური განცხადება: [quote]კაიროსმა ლიტურგიკა არ იციან რას წერენ მაშინ ნეტა საერთოდ[/quote] [quote]14 წელი საკმარისი არ ყოფილა [/quote] და ირონიაც... [quote]არ შეგვჭამეს ამ სჯულისკანონებით? ღმერთი ხომ სიყვარულია [/quote] [quote](რად გვინდა კრებები, ღმერთი ხომ სიყვარულია ).[/quote] [quote]ახლა რა არის მთელი ამ ჩემი პოსტინგის მორალი: ფორუმზე არის ხალხი, რომელიც სიცილ-ხარხარით წერს ზღაპრებს საკმაოდ სერიოზულ საკითხებზე, თუმცა ამისთვის სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნია. ერთი ის ეხერხებათ, პატივცემულ არქიმანდრიტებს ბნელები, ფანატიკოსები და მწვალებლები უძახონ. ამას არც მეცნიერებასთან აქვს საერთო რამე და არც მართლმადიდებლობასთან.[/quote] ძალიან უცნაური მორალი გქონიათ სოტირისს, დიდი სიხარულით შევხვდებით შენს პოსტებს სადაც რაიმეს დაგვიმტკიცებ და მეცნიერულად არგუმენტებით გაამყარებ და ინფორმაციებს მოგვაწოდებ, მაგრამ ის შენი "პატივცემული" სასულიერო პირების ზოგიერთ სწავლებას რომ არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან? არ ვუწოდოთ კახაბერს კახაბერი? ზოგიერთი რომ სიბნელეს და ფანატიზმს ასწავლის არ ვუწოდოთ ფანატიზმი? [quote]პ.პ.ს. ჩემი თავი ექსპერტად არ მიმაჩნია, უბრალოდ თუ ვინმემ დმიტრიევსკიზე, კეკელიძეზე და მენევისოღლუზე უკეთ იცის ლიტურგიკა, თქვას პირდაპირ[/quote] და ვინ თქვა ეგ? რატომ მწამებ ცილს, პირიქით დიდი სიხარულით მოვუსმენდი ლიტურგიკის სპეციალისტს! სოტირის შენ თუ არ დაბრუნდები, ეგ შენი არჩევანია ისევე როგორც კანუდოსელის არჩევანი იყო დაბრუნდებოდა თუ არა, და ბოლოს კანონისტმა სწორი შენიშვნა გააკეთა და ვეთანხმები: [quote]ჩვენ შორის ქრისტესმიერი სიყვარული უნდა იყოს და არა შუღლი და დაპირისპირება[/quote] იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ლეონტი |
Jun 6 2007, 12:51 PM
პოსტი
#3
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ლეონტი, საერთოდ არა მაქვს სურვილი შენ გეკამათო, მაგრამ აქ უბრალოდ გკითხავ, რა გაგიხარდა? არა , გემეცინა უბრალოდ... -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი