ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
გიორგიი |
Jun 5 2007, 05:15 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 5-June 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,109 |
თუ რამე იცით აქ დაწერეთ მედავითნეობის შესახებ!
|
კანონისტი |
Jun 7 2007, 11:24 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გიორგიი
ციტატა კანონისტი შენ დიდიხანია რაც მედავითნე ხარ? 3 წელზე მეტია, რაც უშუალოდ ვმსახურობ. ისე 5 წელია რაც მეტ-ნაკლებად ვიცი ტიპიკონი დათიკო ციტატა კვირიაკეებად დაყოფაზე თქვი რა რამე კანონისტ მოდი ჯერ საღვთისმსახურო წიგნებზე ვთქვათ საღვთისმსახურო წიგნები იყოფა სამ ჯგუფად: ა) წლის ციკლის ბ) კვირის ციკლის გ) დღის ციკლის ა) წლის ციკლის წიგნებია: თვენი - წმინდანთა საკითხავების წიგნი. ყოველ კალენდარულ დღეს უწევს შესაბამისი წმინდანის საკითხავი. თვენი ამჟამად ხელნაწერის სახით არსებობს მხოლოდ, გამოცემულია რამდენიმე თვე და ფართოდ არ არის ჩვენში მსახურებებისას გამოყენებული საზოგადო თვენი - წმინდანთა საზოგადო საკითხავების წიგნი. იყოფა მართლმადიდებელ ეკლესიაში ცნობილ წმინდანთა დასებად და მოცემულია მათი საზოგადო (ანუ ყველასთვის საერთო) საკითხავები: მოციქულთა, წინასწარმეტყველთა, მოწამეთა, ღირსთა დ ა.შ. დღევანდელ დღეს საზოგადო თვენი ცვლის ჩვეულებრივ თვენს სადღესასწაულო - გამოკრებილი თვენი, ანუ წლის განმავლობაში ეკლესიის დიდი დღესასწაულების საკითხავთა წიგნი. აქ მოცემულია აგრეთვე მაღალი რანგის წმინდანთა მსახურებებიც ბ) კვირის ციკლის წიგნებია: პარაკლიტონი (ანუ რვახმათა) - მწუხრისა და ცისკრის გალობების წიგნი. პარაკლიტონი იყოფა რვა ხმად, ხოლო თითო ხმა - შვიდ დღედ. პარაკლიტონის კითხვა იწყება ყოველთა წმინდათა კვირიდან და სრულდება მეზვერისა და ფარისევლის კვირას მარხვანი (ანუ ტრიოდიონი) - დიდმარხვის საკითხავი წიგნი. იწყება მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან და სრულდება დიდი შაბათის შუაღამიანით ზატიკი - ერგასის (ანუ აღდგომის სადღესასწაულო დღეების) საკითხავი წიგნი გ) დღის ციკლის წიგნია: ჟამნი - ჟამნში მოცემულია დღის 9 ჟამის განმავლობაში წასაკითხი ლოცვები და მსახურების ტექსტები. აგრეთვე წმინდანთა ტროპრები და კონდაკები სამივე ციკლის წიგნები მსახურებისას გამოიყენება ერთდროულად. მედავითნის მთავარი ფუნქციაა დააზუსტოს მსახურების დაწყების წინ, რა როდის და როგორ იკითხება და ისე შეასრულოს მსახურება, მოძღვრის კურთხევით და განწესის შესაბამისად ამათ გარდა მსახურებისას გამოიყენება საღვთისმსახურო სახარება (ე.წ. ტრაპეზის სახარება) და სამოციქულო. ისინი იყოფა ე.წ. დასაწყისებად -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი