![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
ხალხნო, დღესდღეობით გავრცელებულია მეტად მცდარი და არაჯანსაღი წინასწარმეტყველება საქართველოს პატრიარქზე ილია 2-ზე, რომ თითქოს ის საქართველოს ეკლესიის ბოლო პატრიარქია...ეს ფსევდო წინასწარმეტყველება ვრცელდება ფილმით, რომელიც "გადაიღო" და დაამონტაჟა ბოლო ჟამის ამბებით შეპყრობილმა ქუთაისელმა მორწმუნემ....
ამ წინასწარმეტყველებით გარკვეული ძალები ცდილობენ რომ მორწმუნეები დააჯერონ თითქოს მეორედ მოსვლამდე წლებია დარჩენილი და ილია-2 ბოლო პატრიარქია, ჩემის აზრით ეს არის დიდი სისულელე! |
![]() ![]() |
იოანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
აბა მითხარი, აბსურდები რომლებია? მთლიანად პოსტი ალოგიკური და აბსურდულია, მაგრამ მე ამ ნაწილზე გავამახვილებ ყურადრებას, რადგან აბსურდი და ტყუილია ის, რაც აქ წერია: ულტრაკონსერვატულ გჯუფებს უწმინდესი იზოლაციაში ჰყავთ, ანუ იციან რომ უწმინდესი მიმტევებელია... ბევრჯერ გაიჟღერა უკვე ამ ფორუმზე, რომ უწმინდესი რაღაც ძალებს იზოლაციაში ყავთ, რომ მისი მართვა მისივე ლმობიერებით შეიძლება, რაც დიდი ტყული, პატრიარქის შეურაცხყოფა და ცილისწამებაა. თუ რამეს თმობს უწმინდესი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი მართვა შესაძლებელია. ღრმად მწამს, მჯერა და ვხედავ ჩემი თვალებით, რომ პატრიარქი ღვთის ნების შემსრულებელია და არანაირ სხვა ძალას არ შეუძლია მისი მართვა თუ იზოლაციაში მოქცევა. ძალიან კარგად ვიცი ამ ჭორების და განწყობის წარმომავლობა... ორივე ჯგუფისთვის (როგორც ფორუმზე გამოიკვეთა მათი სახელები ულტრაკონსერვატორები და ულტრამოდერნისტები) პატრიარქის საწინააღმდეგო მოსაზრებები მიწოდებული აქვთ სატანისტებს, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ორივე ჯგუფი დღეს მართულია და ძალიან დიდი გავლენა აქვთ მათზე ჩემს ნაცნობ სატანისტებს, რაც ამ დღეებში ფორუმზე აშკარად გამოიკვეთა სხვა საკითხებთან მიმართებაშიც... აქაც და სხვაგანაც ბევრია ბრმა იარაღად ქცეული სატანისტების ხელში და უნებლიედ მათ გევრდით და მათ სასარგებლოდ იბრძვიან... მე კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც გულწრფელად განიცდიან იმას, რომ პატრიაქრი ვიღაცის გავლენის ქვეშ არის ან იმას, რომ ჩვენი პატრიარქი სუსტია. ეს მდგომარეობა მეც გამოვლილი მაქვს იგივე სატანისტების "წყალობით". თუმცა მათი რამდენიმე წლიანი დაუზარებელი მუშაობის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში იყო: 1. 2005 წლის შემოდგომა; 2. 2006 წლის 9 აპრილი; 3. 2006 წლის სექტემბერი - სამივე თარიღის უკან იმალება მოვლენა, რომელმაც განაპირობა (1), მკვეთრად ჩამოაყალიბა (2) და კიდევ ერთხელ განამტკიცა (3) ჩემი დამოკიდებულება უწმინდესის მიმართ. ჯერ ადრეა ამ სამ მოვლენაზე საუბარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ და დაგარწმუნოთ, რომ სატანისტებმა ასევე დიდი გაწეული სამუშაოს მიუხედავად პატრიარქი ვერც მოატყუეს და შესაბამისად ვერც მართეს, რისი მომსწრეც მე გახლდით. და მომავალშიც ვერ მართავენ ვერც შედარებით პირდაპირი გზებით და მითუმეტეს ვერც ულტრაკონსერვატორებისა და ულტრამოდერნისტების ზურგს ამოფარებულნი. ამდენად სანამ ამ ჭორებს აყოლილხართ და მკვეთრად დაგიჭერიათ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მხარე, კარგად დაფიქრდით და სხვა თვალით შეხედეთ ამ ყველაფერს, ღმერთს თხოვეთ გულისხმისყოფა. ამ ინტრიგებში ბევრს ავიწყდება, რომ არსებობს ღვთის ნება, რომლის გარეშეც არაფერი მოხდება და რომლის მორჩილიც და შემსრულებელიც არის ჩვენი პატრიარქი. ყურადღებით და ხშირად უსმინეთ მას და მშვიდ ნაპირზე გახვალთ... საუკეთესო სურვილებით ანა -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
1. 2005 წლის შემოდგომა; 2. 2006 წლის 9 აპრილი; 3. 2006 წლის სექტემბერი - სამივე თარიღის უკან იმალება მოვლენა, რომელმაც განაპირობა (1), მკვეთრად ჩამოაყალიბა (2) და კიდევ ერთხელ განამტკიცა (3) ჩემი დამოკიდებულება უწმინდესის მიმართ. მაინც რა ხდებოდა ამ დროს? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 11:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი