ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
გიორგიი |
Jun 5 2007, 05:15 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 5-June 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,109 |
თუ რამე იცით აქ დაწერეთ მედავითნეობის შესახებ!
|
კანონისტი |
Jun 7 2007, 03:59 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გიორგიი
ახლავე სამოციქულოს გამორჩევისათვის უნდა ვიცოდეთ რიცხვების ძველქართული შესატყვისები სამოციქულო შედგება მოციქულთა საქმეებისაგან, კათოლიკე ეპისტოლეებისაგან და პავლე მოციქულის ეპისტოლეებისაგან მთელი სამოციქულო უწყვეტად არის გადანომრილი და ამ ნომერს ეწოდება "დასაწყისი" (შემოკლებით - დას.) გამოსარჩევად უნდა გადავფურცლოთ კალენდარი (თუმცა სამოციქულოს ბოლოშიცაა) და ვნახოთ, რა საკითხავებია ამ დღეს აი, მაგალითად დღევანდელ დღეს: ცისკ. - ლუკა 31 დას. VII, 17-30. ლიტ. - საქმ. 47 დას. XXIII, 1-11. ინ. 54 დას. XVI, 15-23. ნათლისმც: 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 40 დას. XI, 2-15. მწვანე ფერში არის ცისკრის საკითხავი სახარება (მედავითნეს არ ეხება) ლურჯ ფერში არის დღის სამოციქულო და წმიდის სამოციქულო პირველი იკითხება 47-ე დასაწყისი, ანუ ესაა მოციქულთა საქმეების 23-ე თავის 1-ლიდან 11 მუხლამდე მეორე არის 176-ე დასაწყისი, რაც იქნება კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლის მე-4 თავის მე-6-დან მე-15 მუხლამდე საკითხავი შესაბამისად, მოძღვრის ასამაღლებელზე - სიბრძნით ჩვენ ვუპასუხებთ საქმეთაგან მოციქულთა და კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლისაგან წმიდისა პავლე მოციქულისა, საკითხავნი.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი