მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
ნათია |
Jun 2 2007, 11:43 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
გარდაცვლილი ადამიანის სულს განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროება, რადგან სხეულის დატოვების შემდეგ იგი უძლურია რაიმე შემატოს საკუთარი ცხონების საქმეს. უძველესი დროიდანვე, მიცვალებულთათვის განსაკუთრებით ლოცულობდნენ გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს. ამ კერძო დღეების გარდა, არსებობს მიცვალებულთა მოხსენიების საზოგადო დღეები: ხორციელის შაბათი, დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათები, სულთმოფენობის წინა დღე, თომას კვირის სამშაბათი. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ მიცვალებულთა მოხსენიება ყოველთვის შესაძლებელია. ყოველი კვირის შაბათი ეკლესიის მიერ მიცვალებულთა მოხსენიების დღედაა მიჩნეული. მართლმადიდებლური ნათლობა აუცილებელი პირობაა ეკლესიის მიერ გარდაცვლილთა მოხსენიებისათვის. ეკლესიის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და მას შეუძლია ადამიანის სულის ჯოჯოხეთიდან ამოყვანა. მაგრამ ეკლესია ვერ დაეხმარება ადამიანს, ვისაც არ სურდა ცხონება, ან ვისაც არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში საამისოდ. "მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლილთათვის" დავწეროთ ვინ როგორ ვზრუნავთ გარდაცვლილთა სულებზე? P.S. რამდენადაც ვიცი, არამართლმადიდებელ გარდაცვლილთა სულების მოხსენიება ლოცვებში არ შეიძლება... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 7 2007, 08:28 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ადამიანის გარდაცვალების შემდეგ აუცილებელია ახლობლებმა მასზე 40 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ილოცონ. ამ ხნის მანძილზე ყოველთვის უნდა გადაუხადონ პანაშვიდი, მოიხსენიონ ფსალმუნებში, გასცენ მის სახელზე მოწყალება, რომ მოწყალების მიმღებმაც შეაწიოს მას ლოცვა.
მიცვალებულს ხომ არ შეუძლია თავის თავზე ლოცვა. ისინი სასოებით ელიან ჩვენგან ამას. განაკუთრებით ჩვენი ლოცვები მათ ეხმარებათ გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში. როგორც ვიცით, ამ პერიოდში გაივლის მისი სული საზვერეებს, სადაც ხდება მისი ცოდვების განხილვა. თუ ამ ხნის მანძილზე მისი სულისათვის ვილოცებთ, ეს დიდად შეუწყობს ხელს მისი სულის ჯოჯოხეთიდან დახსნას. ერთხელ წმინდა სერაფიმეს ათონელმა ბერმა ასეთი რამ უამბო: - ადრე ცუდ ცხოვრებას ვეწეოდი. ერთხელაც გამომეცხადა ანგელოზი და ჯოჯოხეთში წამიყვანა. იქ მან ნახა ყველა ის საშინელება, რაც ჯოჯოხეთში ხდება. განსაკუთრებით შეაძრწუნა უზარმაზარი გახურებული ღუმელის დანახვამ, საიდანაც აუტანელი ყვირილი ისმოდა. სწორედ ამ ღუმელიდან გამოიყვანა ანგელოზმა ალმოდებული ადამიანი. იგი დანახშირებული და ჯაჭვებით შეკრული იყო. ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და მის გვამს. ჯაჭვი მაშინვე გაქრა, სხეულზე კი დამწვრობის ნასახიც არ დარჩა. ანგელოზმა თეთრი სამოსი ჩააცვა მას და სხეული გაბრწყინდა. - როგორ მოხდა ეს ფერისცვალება? - ჰკითხა კაცმა ანგელოზს. - ეს კაცი წელიწადში ორჯერ შედიოდა ტაძარში, სანთელბაც ანთებდა, არხვებს იცავდა, მაგრამ ყოველთვის არა, ჯვარს არ ატარებდა, არც ლოცვებს კითხულობდა, აღსარებისას ყველა ცოდვას არ ინანიებდა, მისი სიტყვა, საქმე და სურვილები ძალიან შორს იდგა ერთმანეთისაგან. აღსარების დროსაც სხვას განიკითხავდა. ისე მოკვდა, ცოდვები ვერ მოინანია. როგორც ხედავ, მძიმე სასჯელი დაედო. მაგრამ ნათესავების ლოცვით, რომლებიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან და ყოველთვის გადასცემენ საღმრთო ლიტურგიისას მის სახელზე სეფისკვერს, უტარებენ პანაშვიდებს, კითხულობენ ფსალმუნებს, გასცემენ მოწყალებას, და ასე საეკლესიო ლოცვების მეშვეობით, ღმერთმა მე გამგზავნა ჯოჯოხეთში მისი სულის დასახსნელად. შენც ასეთი ტანჯვა გელის, თუ ასე გააგრძელებ ცხოვრებას. იმ დღიდან იწამა ღმერთი კაცმა და შემდეგ ბერადაც აღიკვეცა. ჩვენ, მიწის მკვიდრთ, გამუდმებით უნდა გვახსოვდეს ჯოჯოხეთი, სანამ დრო გვაქვს, შევეცადოთ სულის განწმენდას. შესაძლოა ისეც მოხდეს, ჩვენთვის ვერავინ შეძლოს ლოცვა. ამიტომ ჩვენი თავი თვითონ უნდა ვიხსნათ ჯოჯოხეთისაგან. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ეკუმენისტი |
Jun 8 2007, 01:40 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 |
ღვთისმეტყველების განყოფილებაში ამაზე გავაკეთე კომენტარი, აქაც გავიმეორებ:
მიცვალებულს ხომ არ შეუძლია თავის თავზე ლოცვა. ისინი სასოებით ელიან ჩვენგან ამას. განაკუთრებით ჩვენი ლოცვები მათ ეხმარებათ გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში. როგორც ვიცით, ამ პერიოდში გაივლის მისი სული საზვერეებს, სადაც ხდება მისი ცოდვების განხილვა. თუ ამ ხნის მანძილზე მისი სულისათვის ვილოცებთ, ეს დიდად შეუწყობს ხელს მისი სულის ჯოჯოხეთიდან დახსნას. იმ ქვეყნად არ არსებობს დრო-საათი, დღები, თვეები და წლები, იქ მარადიულია ყველაფერი... 40 დღე სიმბოლურად არის დაკავშირებული მაცხოვრის ამაღლებასთან, ხოლო სულს რამდენი "დრო" სჭირდება სამსჯავროსთვის ეს იცის ვინმემ? ერთხელ წმინდა სერაფიმეს ათონელმა ბერმა ასეთი რამ უამბო: - ადრე ცუდ ცხოვრებას ვეწეოდი. ერთხელაც გამომეცხადა ანგელოზი და ჯოჯოხეთში წამიყვანა. რატომ არ არის დაზუსტებული, ანგელოზი კეთილი იყო თუ ბოროტი? და საინტერესოა, როგორ ჩაიყვანა ანგელოზმა ადამიანი ჯოჯოხეთში, სულით თუ ხორციელად? ხორციელად ვერ ჩაიყვანდა, და თუ სულით, ესეიგი მომკვდარა და გაცოცხლებულა იქ მან ნახა ყველა ის საშინელება, რაც ჯოჯოხეთში ხდება. განსაკუთრებით შეაძრწუნა უზარმაზარი გახურებული ღუმელის დანახვამ, საიდანაც აუტანელი ყვირილი ისმოდა. სწორედ ამ ღუმელიდან გამოიყვანა ანგელოზმა ალმოდებული ადამიანი. იგი დანახშირებული და ჯაჭვებით შეკრული იყო. ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და მის გვამს. ჯაჭვი მაშინვე გაქრა, სხეულზე კი დამწვრობის ნასახიც არ დარჩა. ანგელოზმა თეთრი სამოსი ჩააცვა მას და სხეული გაბრწყინდა. როგორც ჩანს ეს ანგელოზი "კეთილია", მაგრამ ეკლესია სად გვასწავლის რომ კეთილი ანგელოზები ჩადიან ჯოჯოხეთში სულების გადასარჩენად? ვერ გავიგე, სხეულს რა უნდა ჯოჯოხეთში? როგორ მოსცილდა ადამიანის სხეულს დამწვრობა, როცა იმ ქვეყნად მხოლოდ სულია და არა სხეული? - როგორ მოხდა ეს ფერისცვალება? - ჰკითხა კაცმა ანგელოზს. - ეს კაცი წელიწადში ორჯერ შედიოდა ტაძარში, სანთელბაც ანთებდა, არხვებს იცავდა, მაგრამ ყოველთვის არა, ჯვარს არ ატარებდა, არც ლოცვებს კითხულობდა, აღსარებისას ყველა ცოდვას არ ინანიებდა, მისი სიტყვა, საქმე და სურვილები ძალიან შორს იდგა ერთმანეთისაგან. აღსარების დროსაც სხვას განიკითხავდა. ისე მოკვდა, ცოდვები ვერ მოინანია. როგორც ხედავ, მძიმე სასჯელი დაედო. მაგრამ ნათესავების ლოცვით, რომლებიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან და ყოველთვის გადასცემენ საღმრთო ლიტურგიისას მის სახელზე სეფისკვერს, უტარებენ პანაშვიდებს, კითხულობენ ფსალმუნებს, გასცემენ მოწყალებას, და ასე საეკლესიო ლოცვების მეშვეობით, ღმერთმა მე გამგზავნა ჯოჯოხეთში მისი სულის დასახსნელად. შენც ასეთი ტანჯვა გელის, თუ ასე გააგრძელებ ცხოვრებას. ისევ სხეული, და თანაც ჯოჯოხეთში გაბრწყინდა ციური ნათელით? თან გაუგებარია, ცეცხლის გავარვარებული ღუმლიდან როგორ "ადვილად ცხონდა" ადამიანი, როცა საეკლესიო სწავლებით ვიცით რომ ასეთ სატანჯველებში მოხვედრილ სულს ლოცვის შედეგად ტანჯვა შედარებით უმსუბუქდება, და ასე იოლად არ ხდება ცხონება გავარვარებული ღუმლებიდან თუ ქვაბებიდან... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი