ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Jun 8 2007, 11:32 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ჯვრისწერისა და მასში მირონით (ანუ ნათლისღებით) ნათესაობას ეთმობა მათე ბლასტარის ანბანური სინტაგმის ასო B, თავი 8 "საქორწინო ხარისხებისა და აკრძალვის თაობაზე"
VI მსოფლიო კრების 53- კანონი ამბობს, რომ "რამდენადაც სული აღმატებულია ხორცზე, იმდენად სულიერი ნათესაობა აღსრულებული წმინდა და გამომსყიდველი ნათლისღებით აღმატებულია ხორციელზე". წმ. კრება აღნიშნავს, რომ გავრცელებულია ნათლისღებით დანათესავებულთა (არ მიუთითებს ხარისხებს) შორის ჯვრისწერა, ადგენს რომ კატეგორიულად აიკრძალოს მსგავსი რამ, და ასეთი ჯვარდაწერილნი გაიყარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაედებათ მრუშებისათვის დადგენილი ეპიტიმია რაც შეეხება ეპისკოპოს ნიკოდიმოს მილაშის კომენტარს ამ კანონზე, იგი აღნიშნავს, რომ თავიდან იმპერატორ იუსტინიანეს 530 წლის 1 ოქტომბრის ნოველით მიმრქმელს აეკრძალა ქორწინება მხოლოდ თავის ნათლულთან. თუმცა შემდგომ პერიოდში, მალევე გაჩნდა აკრძალვა ნათლულის შვილებთან დაკავშირებითაც. ნიკოდიმოსი უთითებს, რომ ტრულის კრების ამ კანონის საფუძველზე, რომელმაც სულიერი ნათესაობა ხორციელზე აღმატებულად ცნო, ბიზანტიაში შემდგომ პერიოდში უფრო გამკაცრდა მოთხოვნები ჯვრისწერასთან დაკავშირებით და მიაღწია მე-7 თაობამდე (ციტატა: Χριστοδούλου Πρоχειρον νομικоν. Κωνσταντινούπολις, 1889, გვ. 198-201) რუსეთის იმპერიაში, იმპერატორის უმაღლესად ბოძებული 1810 წლის 19 იანვრის ბრძანებულებით სამოქალაქო ურთიერთობებში აკრძალული იყო ქორწინება მხოლოდ მეორე თაობის ჩათვლით. საგულისხმოა "თაობის" გამოთვლის წესი. გავრცელებულია, რომ ეს არის პირდაპირ შტოზე "ზეაღსვლა", რათა ორი ადამიანი მივიდეს "საერთო წინაპრამდე". რეალურად კი, კანონიკურ ურთიერთობებში, ანბანური სინტაგმის მიხედვით გამოიყენება თავებზე გადათვლა, ანუ არა საერთო წინაპრამდე მისვლა, არამედ ორ ნათესავს შორის საგვარეულო "ხე"-ში ერთმანეთამდე მისვლა ანუ, რომ განვმარტოთ. მერამდენე თაობა (თავია) ჩემთვის ბიძაშვილი? მე --> მამაჩემი (1) --> ბაბუაჩემი (2) --> ბიძაჩემი (3) --> ბიძაშვილი (4) აი, სწორედ ამ წესით გამოითვლება მე-7 თაობა (და არა ასე, რომ ბაბუაჩემის (2) ბაბუის (2) ბაბუის (2) მამის (1, სულ 7) შთამომავლები ვინც არიან, ყველა ჩემი ნათესავია) კიდევ მოვძებნი საინტერესოს და დავდებ KAIROS ციტატა იქ ნახავთ, რომ არც არსებობს რაიმენაირი ნათესაობა მირონის ხაზით!!! ???? რას გულისხმობ? VI მსოფლიო კრება აღიარებს.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი