მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
ნათია |
Jun 2 2007, 11:43 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
გარდაცვლილი ადამიანის სულს განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროება, რადგან სხეულის დატოვების შემდეგ იგი უძლურია რაიმე შემატოს საკუთარი ცხონების საქმეს. უძველესი დროიდანვე, მიცვალებულთათვის განსაკუთრებით ლოცულობდნენ გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს. ამ კერძო დღეების გარდა, არსებობს მიცვალებულთა მოხსენიების საზოგადო დღეები: ხორციელის შაბათი, დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათები, სულთმოფენობის წინა დღე, თომას კვირის სამშაბათი. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ მიცვალებულთა მოხსენიება ყოველთვის შესაძლებელია. ყოველი კვირის შაბათი ეკლესიის მიერ მიცვალებულთა მოხსენიების დღედაა მიჩნეული. მართლმადიდებლური ნათლობა აუცილებელი პირობაა ეკლესიის მიერ გარდაცვლილთა მოხსენიებისათვის. ეკლესიის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და მას შეუძლია ადამიანის სულის ჯოჯოხეთიდან ამოყვანა. მაგრამ ეკლესია ვერ დაეხმარება ადამიანს, ვისაც არ სურდა ცხონება, ან ვისაც არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში საამისოდ. "მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლილთათვის" დავწეროთ ვინ როგორ ვზრუნავთ გარდაცვლილთა სულებზე? P.S. რამდენადაც ვიცი, არამართლმადიდებელ გარდაცვლილთა სულების მოხსენიება ლოცვებში არ შეიძლება... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 8 2007, 09:20 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ციტატა ისევ სხეული, და თანაც ჯოჯოხეთში გაბრწყინდა ციური ნათელით? თან გაუგებარია, ცეცხლის გავარვარებული ღუმლიდან როგორ "ადვილად ცხონდა" ადამიანი, როცა საეკლესიო სწავლებით ვიცით რომ ასეთ სატანჯველებში მოხვედრილ სულს ლოცვის შედეგად ტანჯვა შედარებით უმსუბუქდება, და ასე იოლად არ ხდება ცხონება გავარვარებული ღუმლებიდან თუ ქვაბებიდან... გუჯა ღვთისგან რამე არის შეუძლებელი? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ზებედე |
Jun 8 2007, 04:24 PM
პოსტი
#3
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
გუჯა ღვთისგან რამე არის შეუძლებელი? არაფერია უფლისათვის შეუძლებელი, მაგრამ რატომ "ასაღებენ" ასეთ ფსევდო-გადმოცემებს მართლმადიდებლობის სახელით ვერ ვხვდები.... შენ გჯერა რომ ჯოჯოხეთში სულს სხეული აქვს? ან ისიც გჯერა რომ ჯოჯოხეთში კეთილი ანგელოზები ჩადიან? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი