მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
ნათია |
Jun 2 2007, 11:43 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
გარდაცვლილი ადამიანის სულს განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროება, რადგან სხეულის დატოვების შემდეგ იგი უძლურია რაიმე შემატოს საკუთარი ცხონების საქმეს. უძველესი დროიდანვე, მიცვალებულთათვის განსაკუთრებით ლოცულობდნენ გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს. ამ კერძო დღეების გარდა, არსებობს მიცვალებულთა მოხსენიების საზოგადო დღეები: ხორციელის შაბათი, დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათები, სულთმოფენობის წინა დღე, თომას კვირის სამშაბათი. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ მიცვალებულთა მოხსენიება ყოველთვის შესაძლებელია. ყოველი კვირის შაბათი ეკლესიის მიერ მიცვალებულთა მოხსენიების დღედაა მიჩნეული. მართლმადიდებლური ნათლობა აუცილებელი პირობაა ეკლესიის მიერ გარდაცვლილთა მოხსენიებისათვის. ეკლესიის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და მას შეუძლია ადამიანის სულის ჯოჯოხეთიდან ამოყვანა. მაგრამ ეკლესია ვერ დაეხმარება ადამიანს, ვისაც არ სურდა ცხონება, ან ვისაც არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში საამისოდ. "მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლილთათვის" დავწეროთ ვინ როგორ ვზრუნავთ გარდაცვლილთა სულებზე? P.S. რამდენადაც ვიცი, არამართლმადიდებელ გარდაცვლილთა სულების მოხსენიება ლოცვებში არ შეიძლება... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 8 2007, 09:20 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ციტატა ისევ სხეული, და თანაც ჯოჯოხეთში გაბრწყინდა ციური ნათელით? თან გაუგებარია, ცეცხლის გავარვარებული ღუმლიდან როგორ "ადვილად ცხონდა" ადამიანი, როცა საეკლესიო სწავლებით ვიცით რომ ასეთ სატანჯველებში მოხვედრილ სულს ლოცვის შედეგად ტანჯვა შედარებით უმსუბუქდება, და ასე იოლად არ ხდება ცხონება გავარვარებული ღუმლებიდან თუ ქვაბებიდან... გუჯა ღვთისგან რამე არის შეუძლებელი? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ზებედე |
Jun 8 2007, 04:24 PM
პოსტი
#3
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
გუჯა ღვთისგან რამე არის შეუძლებელი? არაფერია უფლისათვის შეუძლებელი, მაგრამ რატომ "ასაღებენ" ასეთ ფსევდო-გადმოცემებს მართლმადიდებლობის სახელით ვერ ვხვდები.... შენ გჯერა რომ ჯოჯოხეთში სულს სხეული აქვს? ან ისიც გჯერა რომ ჯოჯოხეთში კეთილი ანგელოზები ჩადიან? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
marine |
Jun 8 2007, 04:27 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ან ისიც გჯერა რომ ჯოჯოხეთში კეთილი ანგელოზები ჩადიან? მთავარანგელოზი მიქაელი ხომ ჩადის ჯოჯოხეთში წელიწადში ერთხელ და სულები ამოჰყავს.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ზებედე |
Jun 8 2007, 04:36 PM
პოსტი
#5
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მთავარანგელოზი მიქაელი ხომ ჩადის ჯოჯოხეთში წელიწადში ერთხელ და სულები ამოჰყავს.. და ამისიც გჯერათ? ღვთისმეტყველება ამაზე არაფერს ამბობს, ეს "ვიღაცის" გადმოცემაა, მიქაელ მთავარანგელოზს კალენდარი არ უკიდია იქ რომ წელიწადის და თვეების, ან დღეების მიხედვით ასრულებდეს ღვთის ნებას.... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
marine |
Jun 8 2007, 04:37 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
და ამისიც გჯერათ? ღვთისმეტყველება ამაზე არაფერს ამბობს, ეს "ვიღაცის" გადმოცემაა, მიქაელ მთავარანგელოზს კალენდარი არ უკიდია იქ რომ წელიწადის და თვეების, ან დღეების მიხედვით ასრულებდეს ღვთის ნებას.... ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს და რათქმაუნდა მჯერა.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ზებედე |
Jun 8 2007, 04:40 PM
პოსტი
#7
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს და რათქმაუნდა მჯერა.. მგონი საბერძნეთის და ანტიოქიის ეკლესია არ აღნიშნავს.... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
marine |
Jun 8 2007, 04:42 PM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მგონი საბერძნეთის და ანტიოქიის ეკლესია არ აღნიშნავს.... მე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი ვარ და მწამს იმ დღის, რომელსაც ჩვენი ეკლესია აღნიშნავს.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
კანუდოსელი |
Jun 8 2007, 04:44 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
marine |
Jun 8 2007, 04:46 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ღმერთის რწმენა აჯობებს დღის რწმენას რაკი იმ დღესასწაულს მეც ვზეიმობ, რომელსაც ჩემი ეკლესია აღნიშნავს, ამით ჩემს ღვთისადმი რწმენას გამოვხატავ.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ზებედე |
Jun 8 2007, 05:09 PM
პოსტი
#11
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
რაკი იმ დღესასწაულს მეც ვზეიმობ, რომელსაც ჩემი ეკლესია აღნიშნავს, ამით ჩემს ღვთისადმი რწმენას გამოვხატავ.. ჩვენ ვდღესასწაულობთ მიქაელ მთავარანგელოზის ხსენების დღეს, და არა მიქაელის მიერ ჯოჯოხეთიდან ამოყვანის სულების დღეს. როდესაც ცოდვილ სულზე ვლოცულობთ, იმ იმედით უნდა ვილოცოთ რომ მიქაელი წელიწადში ერთხელ ჩავა და მის სულს ჯოჯოხეთიდან ამოიყვანს? უფლის ნებაა როდის აცხოვნებს ცოდვილ სულს ჯოჯოხეთიდან, და არა წელიწადში ერთხელ... უფლის რწმენისთვის ესეც საკმარისია ჩემის აზრით - „ანგელოზნი“ ზეციურ ძალთა საერთო სახელია და „მაცნეს“, „მოამბეს“ ნიშნავს. უფალი თავის ნებას უცხადებს უმაღლეს ანგელოზებს, ისინი კი, თავის მხრივ, სხვებს ანათლებენ. ანგელოზთა ყველა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“) - ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე, ზეციდან გადმოყარა ისინი, სხვა ანგელოზებს კი მოუწოდა: „გულისხმავყოთ! ვიქმნეთ კეთილნი წინაშე შემოქმედისა ჩვენისა და ნუ განვიზრახავთ მისი ნების წინააღმდგომს“. მთავარანგელოზ მიქაელის მსახურებაში დადასტურებული საეკლესიო გადმოცემის თანახმად, იგი ძველი აღთქმის მრავალ მოვლენაში იღებდა მონაწილეობას. ეგვიპტიდან გამოსვლის ჟამს სწორედ მთავარანგელოზი მიქაელი წინამძღვრობდა ებრალებს: დღისით - ღრუბლის სვეტის, ღამით კი - ცეცხლოვანი სვეტის სახით; მისი მეშვეობით გაცხადდა ღვთაებრივი ძალა, რომელმაც ებრაელთა მდევნელი ეგვიპტელები მოწყვიტა; მთავარანგელოზი ისრაელს ყოველგვარ უბედურებაში შეეწეოდა. ღვთის დიდი მხედართმთავარი გამოეცხადა ისუ ნავეს და უფლის სახელით უბრძანა, იერიქონისათვის ბრძოლა დაწყოთ (ისონავე 5, 13-16). მან ერთ ღამეში გაანადგურა ასურეთის მეფის, სენაქირიმის 185 ათასი მეომარი (4 მეფ. 19, 35); მანვე დაამარცხა ანტიოქიელთა უსჯულო მთავარი, ილიადორი. მთავარანგელოზმა მიქაელმა დაიცვა სამი წმიდა ყრმა: ანანია, აზარია და მისაელი, რომლებიც კერპთაყვანისცემაზე უარის თქმისთვის გახურებულ ღუმელში ცოცხლად შეყარეს (დან. 3, 12-25). ღვთის ნებით მთავარანგელოზმა წინასწარმეტყველი ამბაკუმი იუდეიდან წარიტაცა და ბაბილონში გადაიყვანა, რომ ლომებთან ერთად მღვიმეში გამომწყვდეული დანიელისათვის მისი ხელით მიეცა საზრდელი (დაუჯდომლის კონდაკი, 8). მთავარანგელოზ მიქაელს - მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი