IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> უმოქმედო მოლოდინით ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწევ, გამოისახე პირჯვარი და სთქვი:
ნათია
პოსტი Jun 1 2007, 07:18 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



თუკი გსურს, აცხოვნო სული შენი და მარადიულ ცოვრებას ეზიარო, დაუტევე მცონარება, გამოისახე პირჯვარი და სთქვი:

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

რწმენის შეძენა ოცნებით კი არა, შრომით ხდება. ხოლო უფლის შემეცნება სიტყვიერი მსჯელობით კი არა - გამოცდილებით.

ჩვენ ვიცით, რომ ოთახის გასანიავებლად სარკმელი უნდა გამოვაღოთ, ნებისმიერი მიზანი გარკვეულ მოქმედებას მოითხოვს. წმიდა მამები ამბობენ, რომ უმოქმედო მოლოდინით ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწევ. დაე, ჩვენთვის მაგალითი იყოს უძღები შვილი, რომელიც "აღდგა და მოვიდა იგი მამისა თვისისა" (ლუკა 15, 20).

როგორც არ უნდა დაეცე, როგორი ამასოფლის ხუნდებითაც არ უნდა იყო შეკრული, აღდგომა გვიან არასდროს არაა. წმიდა წერილში ვკითხულობთ, რომ აბრაამი 75 წლის იყო, როცა მოგზაურობას შეუდგა; ასევე წერია, რომ მეთერთმეტე ჟამს მისული მუშაკი იგივე ჯილდოს მიიღებს, რაც პირველ ჟამს მისული.

და როგორც არასდროსაა გვიან, ასევე არ შეიძლება იყოს მეტისმეტად ადრე. უნდა ჩააქრო, საწყისშივე - ხომ არ გსურს შენი სული გაძარცვული და დანახშირებული იხილო?! ჯერ კიდევ ნათლობისას დაგეკისრა უხილავი ბრძოლის წარმართვა შენი სულის მტრებთან. ამიტომ დაუყონებლიბ შეუდექი ბრძოლას! შენ ხომ ისედაც ბევრი დააყოვნე, რადგან ჩაძირული იყავი სიზარმაცესა და უგულისხმობაში; შენ ისედაც ბევრი ძვირფასი დრო დაკარგე.

ახლა თავი დამწყებად მიიჩნიე, რადგან ნათლობისას მიღებული სიწმიდე უკვე შერყვენი და განაბნიე. უნდა აღდგე და ეს ახლავე. დაუყონებლიბ გააკეთო. ნუ გადადებ შენს განზრახვას საღამომდე ან დილამდე, ანდა რაიმე წამოწყებული საქმის დასრულებამდე. გადავადება შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

ამიტომ გადაწყვეტ თუ არა, საქმით დაამტკიცე შენი ძველი "მე" -ს უარყოფა; დაიწყე ახალი ცხოვრება, დაისახე ახალი მიზანი და იარე ახალი გზით.

აღდეგ უშიშრად და თქვი: "უფალი, შემეწიე, დავიწყო ახალი სათნო ცხოვრება!" - რადგან, უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეწევნას საჭიროებ.

მტკიცედ იდექი შენს განზრახვაზე და ნუ მიუბრუნდები წარსულ ცხოვრებას. გახსოვდეს, ბიბლიური ლოთის ცოლი უკან მოხედვის გამო მარილის სვეტად იქცა (დაბად. 19, 29): ეს ჩვენთვის გამაფთხილებელი მაგალითია. უკუაგდე შენგან ძველი "მე" და დაივიწყე იგი. რადგან აბრაამის მსგავსად შენც მოგიწოდა უფალმა: "წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ" )დაბად. 12, 1). და აი, სწორედ ამ ქვეყნისკენ უნდა მიმართო ამიერიდან შენი ყურადღება!


P.S. ქრისტიანს უნდა შეეძლოს დაცემის შემდგომ წამოდგომა, რადგან ამაშია ცხონება.

ისე კარგი იქნება ამ თემას ჩვენი ფორუმელი ათეისტებიც თუ წაიკითხავენ smile.gif



მე პირადად ძალიან დიდი სტიმული მომცა

გაგახაროთ უფალმა


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
მამფალი
პოსტი Jun 8 2007, 05:59 PM
პოსტი #2


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა
მთავარია უნდა სცადო და უფალიც შეგეწევა


აჰა..... მართალი ხარ.
ერთგვარი აზარტიცაა რომ არ ეშვები და დგები.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 04:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი