სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ninucia |
Aug 29 2006, 07:19 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 123 |
ტაო-კლარჯეთი არის ერთ-ერთი ის ულამაზესი მხარე რომელიც ჩვენ დღეს აღარ გვეკუთვნის. იმედი მაქვს რომ ოდესმე დავიბრუნებთ და იმ ტაძრებში რომლებიც დიდი მნიშვნელობის იყო ქართველობისთვის და ქრისტიანობისთვის, ისევ გაიჟღერებს ქართული საგალობლები .
![]() არტანუჯი -------------------- ღმერთს ებარებოდეთ!
|
![]() ![]() |
| თავაძე |
Jun 8 2007, 06:54 PM
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 8-June 07 წევრი № 2,136 |
გამარჯობა. მე თქვენი ფორუმის ახალი წევრი ვარ - ეს ჩემი პირველი პოსტია. ბედნიერი იყოს ჩემი ფეხი (ხელი, თითი, კლავიატურა - რა ვიცი, რაც უფრო მიესადაგება)
შარშან ვიყავი ტაო-კლარჯეთში და დღემდე იმ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ... ზღაპარი - მოკლედ მხოლოდ ასე თუ დაახასიათებ იქაურობას. როცა გრიგოლ ხანძთელის, აშოტ კურაპალატის, მთაწმიდელების, საბა იშხნელის და სხვა ასეთ ბუმბერაზთა ნაკვალევზე დადიხარ, ფიქრით საუკუნეთა მიღმა, იმ დიდებულ ეპოქაში ინაცვლებ, როცა წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო ვიყავით; როცა იმ ზღაპრულ ბუნებაში ამ ზღაპრულ ძეგლებს ვაგებდით... ეს ფიქრი გამაღლებს, გაძლიერებს, გამშვიდებს და წამით დღევანდელობასაც გავიწყებს. მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ წამით, რადგან იქვე ამ ტაძრების დღევანდელი საცოდაობა წარმოგიდგება; გახსენდება, როგორ გართმევს ვიღაც თურქი მოლა შენი წინაპრების აშენებულ იშხანში, ხახულში თუ პარხალში შესასვლელად ფულს; რომ შენ იქ სტუმარი ხარ და ლამის ქურდულად უნდა მიხვიდე, და ეს ყველაფერი გულს გიკლავს... ტაოდან ორგვარი გრძნობით დავბრუნდი - სულიერად კმაყოფილი ამ ბავშვობისდროინდელი სიწმინდეების მონახულებით და მორალურად დათრუნული იმის შეგრძნებით, "რანი ვიყავით და რანი ვართ ახლა"; რისთვის უწვალიათ ჩვენს წინაპრებს ამდენი, რომ იმის თავიც არ შეგვრჩენია, ისეთს თუ ვერ ვაშენებთ, იმათ შექმნილს მაინც მოვუაროთ, რომ ვიღაცებმა შიგ ბოსლები, ტუალეტები, შეშისა თუ ათასგვარი ხარახურის საწყობები, მედრესე-მეჩეთები და მათი თანამდევი ფეხსაბანები არ მოაწყონ, არ გაანაგურონ... იქ იმდენად დიდ ემოციას იღებ, ნანახის გადახარშვა-გააზრება ისე უცებ ჭირს. ამის დრო მერე დგება, როცა იქაურობას გამოცილდები, აქ ჩამოხვალ და იქ ნანახს გონების თვალს გადაავლებ... მე პირადად სრული ორი დღე იმის განცდა მქონდა, რომ ეს სიზმარში ვნახე... შთაბეჭდილება, ემოცია კი მართლა დიდია... დღემდე არ მავიწყდება ბანა - საცოდავი, მოწყენილი, უპატრონოდ მიგდებული, რომელიც თავისი ნაღვლიანი თვალებით თითქოს ხსნას გვთხოვდა; თითქოს გვეხვეწებოდა,მიხსენით ამათ ხელიდანო... იშხანში მისული მომხიბლა ტაძრის შედარებით კარგად შემონახულმა გარე ფასადმა, თუთებით დაჩრდილულმა ვრცელმა ეზომ. გადასახადმა ცოტა კი მომიშხამა გუნება - ისევ უმწეობის შეგრძნება, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან სედარებით, რაც შიგნით შესულს დამემართა. იქაც ხარბად ვათვალიერებდი აქა-იქ შემორჩენილი ფრესკების, ორნამენტების კვალს და ვტკბებოდი იმ სილამაზით, მაგრამ გავედი ცენტრში, ავხედე სანახევროდ გადმონგრეულ გუმბათს და... ცრემლები ძლივს შევიკავე... საოცარი, მართლაც სამარისებური მდუმარებით შეგვხვდა ხანძთა, რომლის გუმბათი იმდენად საცოდავ დღეშია, ქვები ცვივა და მის ქვეშ გავლა საშიშია... სადიაკვნეში ბოსელია გამართული, მეორე მხარეს - დაჭრილი შეშა მიეწყოთ... ოთხტაგან ერთი სვეტი ჩამონგრეულა, მაგრამ ვიღაც მადლაინთ, სავარაუდოდ - ისევ აქედან ჩასულ მომლოცველთ ისევ შეუყენებიათ. ცხადია, ყოველგვარი ბეტონის გარესე, ცარიელი ხელებით როგორც შეიძლებოდა. დღე დღეზე კიდევ ერთი სვეტი ჩამოინგრევა, რაც სანახევროდ ჩამოქცეულმა კედლებმა და გუმბათმა, ვინძლო, ვერც გადაიტანონ... დიდხანს ვიიბორიალე იქვე მოჩუხჩუხე წყაროსთან, სადაც ძველი ნაგებობები ისევაა შემორჩენილი, და ვცადე წარმომედგინა, საღამოს სიწყნარეში როგორ იკრიბებოდა იმ მყუდრო სავანეში ბერთა კრებული თეთრწვერა გოლიათის - გრიგოლ ხანძთელის მეთაურობით... მზად ვიყავი, შუაზე გამეგლიჯა იმ ოჯახის ჩვილბავშვიანი ქალი, რომლის გულისთვისაც თურქეთის მთავრობამ ოპიზის ტაძარი ააფეთქა და სანახავად ერთადერთი ობლად შემორჩენილი კედელი დაგვიტოვა... არტანუჯის ციხეზე, როცა გიდმა ერთ კუთხეში ნანგრევებზე მიგვითითა და გვითხრა, ეგ პეტრე-პავლეს ეკლესიის ნაშთებიაო, მყისვე მივაშურე აშოტ კურაპალატის საფლავის თუნდაც ნაშთების სანახავად. ამაოდ - დღეს იქ რაიმეს გარკვევა შეუძლებელია. იმავე საღამოს, არტანუჯიდან მომავლმა კიდევ ერთხელ ვიგრძენი სიამაყე. გზად ჯოჯოხეთის კანიონში შევჩერდით და ჯგუფის წევრებმა ჯერ ჰიმნი, მერე ხალხური სიმღერები და საგალობლები დააგუგუნეს... ის ფანტასტიური ადგილია, ეს ქართული შტრიხები კი იმდენად მოუხდა, ლამის ცაში დავფრინავდით სიამაყისგან... სალაპარაკო მართლაც ბევრია, მაგრამ ისედაც ბევრი ვისაუბრე... უბრალოდ, შთაბეჭდილებები დღემდე გაუნელებელია. იქ 5-დღიანში ვიყავით და ვნახეთ ხახული, ოთხთა, კავკასიძეების ციხე (კალანდიას ფილმიდან თუ გახსოვთ, ალპინისტების დახმარებით რომ აფოფხდნენ), პარხალი, იშხანი, ოშკი, არტანუჯის ციხე, ჯოჯოხეთის კანიონი, დოლისყანა, ოპიზა, ხანძთა, შატბერდი... თავიდან 170 ლარი ავკრიფეთ, მაგრამ ადგილზე დაახლოებით 50 ლარი დავამატეთ. თან, ჩვენ ცოტა ხარჯები იმან გაგვიზარდა, რომ აქედან ავტობუსით წავედით, ასეთი დიდი მანქანა კი მაგ ეკლესიების უმეტესობასთან ვერ მიდის. ამიტომ იქ მარშუტკებს ვქირაობდით, რაც დამატებითი ხარჯი იყო. ვფიქრობ, თავიდანვე 250 ლარი რომ აგვეკრიბა, თავზე გადაგვივიდოდა... თქვენი არ ვიცი, მე კი ძაან მინდა ბურსა-ინეგოლისკენ წასვლა, სოფელ ჰაირიეში, ახმედ მელაშვილის საფლავზე ასვლა და ამ დიდი მამულიშვილის ხსოვნისთვის პატივის მიგება. იმედია, გაისად ამ სურვილსაც ავისრულებ. -------------------- ბატონი არ ჰყავდათ ერთგულებს მეფეთა,
ნეტავი, მედროშედ ვინ უდგათ თავში, სამასნი არიან და სამას ლეგენდას თავი ანგელოზი მიუძღვის ცაში. გელა დაიაური **************************************** მზემ აიწია თითის წვერებზე, მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა. იდგა თბილისი, როგორც ერეკლე ხმალშემართული ნარის ციხესთან. ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში და მიაშურეს ლილისფერ მთათა. ასეთი დარი თუ იყო მაშინ, ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა... ანა კალანდაძე |
ninucia ტაო-კლარჯეთი Aug 29 2006, 07:19 PM
ninucia ართვინი
[url=http://imageshack.us][... Aug 29 2006, 07:46 PM
salome შენ ეს სურათები და... Aug 30 2006, 11:31 PM
tekla ხანძთა
http://image.700up.com/uploads/... Aug 31 2006, 12:05 AM
salome
ხანძთა
[url=http://image.700up.com][i... Aug 31 2006, 12:10 AM
tekla
მერე წახვედიი?? :)
წ... Aug 31 2006, 01:18 PM
salome ოო, თეკლა, წინ დიდი ... Aug 31 2006, 03:46 PM
მარიამი მე გაისად მაქვს და... Aug 31 2006, 03:49 PM
liliana
მე გაისად მაქვს და... Aug 31 2006, 04:46 PM
salome ოქტომბერში, წმ.გრი... Aug 31 2006, 04:49 PM
ninucia მე წელს მივდიოდი მ... Sep 16 2006, 10:56 AM
qazqaz თუ ინმემ რა მე იცით ... Oct 5 2006, 10:38 AM
მარიამი
თუ ინმემ რა მე იცით... Oct 5 2006, 04:11 PM
qazqaz დიდი მადლობა მარია... Oct 5 2006, 04:24 PM
მარიამი
დიდი მადლობა მარი... Oct 5 2006, 04:29 PM
თამარი
სანამ ვიზა იყო საჭ... Dec 4 2006, 07:12 PM
ალექსანდრე qazqaz
საპატრიარქოდან... Oct 5 2006, 04:50 PM
qazqaz აუ მგონი მშობლები ... Oct 6 2006, 08:42 AM
liliana
აუ მგონი მშობლები ... Oct 6 2006, 04:28 PM
ალექსანდრე qazqaz
აუ ნეტა მეც მყავ... Oct 6 2006, 02:48 PM
AnDaIn ეჰ ამ ადგილებში ყვ... Oct 15 2006, 03:01 PM
ninore http://images.caucasus.net/img/db28cff9c5611bee39d... Nov 15 2006, 07:38 AM
ninore http://images.caucasus.net/img/daef4d2cf86b9c84c3c... Nov 15 2006, 08:16 AM
ninore ოშკი http://images.caucasus.net/img/9b4471... Nov 15 2006, 08:30 AM
marine "1590 წელს ირანსა და ... Nov 30 2006, 12:04 PM
კანონისტი ძალიან შორს არ არი... Dec 4 2006, 04:44 PM
მნათე
უტოპიურად მესახე... Dec 4 2006, 05:04 PM
კანონისტი მნათე
ასეთია ნება ... Dec 4 2006, 05:11 PM
მნათე
რავიცი................... Dec 4 2006, 05:16 PM
_MATASI_ დიდი ხანია ჩემი ოც... Dec 21 2006, 09:25 PM
მხევალი ნინო ტაო -კლარჯეთი და წმ... Jan 3 2007, 11:12 AM
კანონისტი მე შარშან ვაკის წმ. ... Jan 11 2007, 08:42 PM
მხევალი ნინო რა გულსატკნია ასე, ... Jan 15 2007, 05:53 PM
_MATASI_
რა ოპტიმისტი ხარ...
... Jan 15 2007, 08:22 PM
ulvashi დაბრუნდება, აბა რა
... Jan 25 2007, 05:17 PM
ლეონტი როცა ქვეყნებს შორი... Jan 25 2007, 05:33 PM
ulvashi
არავითარი მსოფლიო... Jan 25 2007, 05:43 PM
ლეონტი
არავითარი მსოფლიო... Jan 25 2007, 05:46 PM
მხევალი ნინო ლეონტი
ის რაც სეუ... Jan 25 2007, 07:26 PM
beqa.shuxoshvili მე ამ ზაფხულს მემგ... Jan 25 2007, 08:21 PM
ulvashi ძალიან მარტივად
დრ... Jan 26 2007, 03:27 PM
salome_tur გამარჯობათ, მე ფორ... Feb 20 2007, 02:59 PM
Zeskvi_ucha
აუ შენი კეთილი შურ... Feb 21 2007, 01:27 AM
salome_tur აუცილებლად, იმედია... Feb 21 2007, 07:07 PM
Zeskvi_ucha
გაიხარეეე :) Feb 23 2007, 05:28 AM
მხევალი ნინო ulvashi
http://pinky.caucasus.net/PIC/01/3D/bl... Feb 23 2007, 12:13 PM
Karo
??????? Feb 23 2007, 12:14 PM
Gio 1992 მაგრად მიხარია რომ... Mar 12 2007, 09:27 PM
ალექსანდრე თავაძე
გაიხარე, ის... Jun 8 2007, 07:02 PM
თავაძე ალექსანდრე
ოოო, გა... Jun 8 2007, 07:33 PM
ალექსანდრე
ალექსანდრე
ოოო, გა... Jun 8 2007, 08:46 PM
თავაძე ალექსანდრე - ჩემს ს... Jun 8 2007, 09:04 PM
Lile ხალხნო, ვისაც გსურ... Jun 9 2007, 01:12 AM
ალექსანდრე Lile
რა დაჯდება ეგ სია... Jun 9 2007, 01:24 AM
თავაძე ბათუმიდან რომელიღ... Jun 10 2007, 05:54 PM
Lile იცით, ფასი ბევრ პირ... Jun 11 2007, 02:46 PM
pawawuna xo unda icodnen shedzleben tu ara wamosvlas? mgoni... Jun 11 2007, 06:01 PM
mariami-k გორიდან ხშირად დად... Jun 12 2007, 11:13 AM
თავაძე ტაო-კლარჯეთში წამს... Jun 14 2007, 02:43 PM
stch ჰაი დედასა იქ თუ ჩა... Jul 3 2007, 10:57 PM
Natali_a ჩემი და ჩამოვიდა 2 დ... Jul 8 2007, 02:25 AM
liz007 მოგესალმებით ახალ... Sep 11 2007, 04:58 PM
liz007 ხო და კიდევ ახალი ვ... Sep 11 2007, 05:17 PM
უჩა
აუ ამას რო ვწერდი ... Sep 16 2007, 09:39 PM
abo დიდება უფალს, რომ მ... Sep 16 2007, 10:29 PM
ალექსანდრე კიდე წავიდეთ რა :) Sep 16 2007, 10:34 PM
უჩა ტაოში ყოფნის დროს ... Sep 21 2007, 05:29 AM
dudii http://bin.ge/file/76643/DSC09724.jpg.htm
მე ... Sep 28 2007, 05:13 AM
khatia ღმერთო ნეტავ ყველა... Sep 29 2007, 10:52 PM
ekabekeko რა ბედნიერებაა,ტაო... Sep 30 2007, 03:10 PM
megobari ძალიან მაგარია ტაო... Oct 2 2007, 12:02 PM
მარიამი
ძალიან მაგარია ტა... Oct 2 2007, 05:11 PM
rtyfghvbn456 ტაო-კლარჯეთში მინდ... Oct 2 2007, 03:35 PM
mariami-k megobari
rtyfghvbn456
17 ოქტომბერ... Oct 3 2007, 09:47 AM
უჩა ekabekeko
არ იდარდო უფლი... Oct 5 2007, 02:27 AM
Davit Giorgadze gamarjobat,
esaa tao klarjetshii gadagebuli surate... Oct 12 2007, 11:22 AM
cibira თეკლა
შეგიდზლია გრ... Oct 25 2007, 12:12 PM
gurulo ს ა ლ ა მ ი ყველას მე ... Nov 27 2007, 11:59 AM
თავაძე gurulo
ჯიგარო, არ გირჩე... Nov 30 2007, 07:02 PM
Nataliaaa http://img384.imageshack.us/img384/905/dsc00092ke9... Apr 13 2008, 08:24 PM
maricuna http://i008.radikal.ru/0806/85/c8c0258b2ddf.jpg
... Jun 12 2008, 12:40 AM
ალექსანდრე
მერე არ გადეირივნ... Jun 12 2008, 12:42 AM
maricuna ალექსანდრე
არავინ... Jun 12 2008, 06:14 PM
sara
ალექსანდრე
არავი... Jun 13 2008, 06:52 PM
miranda.d მეც იქ ვიყავიიიიიი... Jun 24 2008, 12:06 PM
miranda.d http://i039.radikal.ru/0806/e9/81ed6d8343c7.jpg[
... Jun 24 2008, 12:39 PM
sara http://i053.radikal.ru/0806/71/f7ee3e9d9e3b.jpgე... Jun 24 2008, 05:32 PM
ilarionis shtamomavali უფალმა დაგლოცოთ და... Jun 24 2008, 08:24 PM
sara
უფალმა დაგლოცოთ დ... Jun 24 2008, 08:44 PM
tatiusi http://s52.radikal.ru/i137/0807/61/82362b0c1c1b.jp... Jul 26 2008, 09:12 PM
MR Geo®ge ძალიან ლამაზი მხარ... Jul 28 2008, 09:15 PM
MARI-MARIKO ეეეეჰ! აგხდენოდე... Oct 24 2008, 12:47 AM
simpleketi ლილიანა
ლილიანა გვ... Nov 16 2008, 11:56 PM
diletanti იხარეთ! იმედი კი ა... Jan 12 2009, 02:36 AM
toronji http://i046.radikal.ru/0901/1c/2625780ff53f.jpg ... Jan 22 2009, 07:22 PM
უჩა აუ როგორ მომენატრა... Jan 26 2009, 02:04 PM
ეკატო
აუ როგორ მომენატრ... Jan 26 2009, 08:01 PM
Tarzana ეკატო
ეეეე :( ხომ მ... Jan 26 2009, 08:04 PM
ეკატო
ეკატო
ეეეე :( ხომ მო... Jan 26 2009, 08:43 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 06:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი