![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
თუკი გსურს, აცხოვნო სული შენი და მარადიულ ცოვრებას ეზიარო, დაუტევე მცონარება, გამოისახე პირჯვარი და სთქვი:
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ. რწმენის შეძენა ოცნებით კი არა, შრომით ხდება. ხოლო უფლის შემეცნება სიტყვიერი მსჯელობით კი არა - გამოცდილებით. ჩვენ ვიცით, რომ ოთახის გასანიავებლად სარკმელი უნდა გამოვაღოთ, ნებისმიერი მიზანი გარკვეულ მოქმედებას მოითხოვს. წმიდა მამები ამბობენ, რომ უმოქმედო მოლოდინით ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწევ. დაე, ჩვენთვის მაგალითი იყოს უძღები შვილი, რომელიც "აღდგა და მოვიდა იგი მამისა თვისისა" (ლუკა 15, 20). როგორც არ უნდა დაეცე, როგორი ამასოფლის ხუნდებითაც არ უნდა იყო შეკრული, აღდგომა გვიან არასდროს არაა. წმიდა წერილში ვკითხულობთ, რომ აბრაამი 75 წლის იყო, როცა მოგზაურობას შეუდგა; ასევე წერია, რომ მეთერთმეტე ჟამს მისული მუშაკი იგივე ჯილდოს მიიღებს, რაც პირველ ჟამს მისული. და როგორც არასდროსაა გვიან, ასევე არ შეიძლება იყოს მეტისმეტად ადრე. უნდა ჩააქრო, საწყისშივე - ხომ არ გსურს შენი სული გაძარცვული და დანახშირებული იხილო?! ჯერ კიდევ ნათლობისას დაგეკისრა უხილავი ბრძოლის წარმართვა შენი სულის მტრებთან. ამიტომ დაუყონებლიბ შეუდექი ბრძოლას! შენ ხომ ისედაც ბევრი დააყოვნე, რადგან ჩაძირული იყავი სიზარმაცესა და უგულისხმობაში; შენ ისედაც ბევრი ძვირფასი დრო დაკარგე. ახლა თავი დამწყებად მიიჩნიე, რადგან ნათლობისას მიღებული სიწმიდე უკვე შერყვენი და განაბნიე. უნდა აღდგე და ეს ახლავე. დაუყონებლიბ გააკეთო. ნუ გადადებ შენს განზრახვას საღამომდე ან დილამდე, ანდა რაიმე წამოწყებული საქმის დასრულებამდე. გადავადება შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ამიტომ გადაწყვეტ თუ არა, საქმით დაამტკიცე შენი ძველი "მე" -ს უარყოფა; დაიწყე ახალი ცხოვრება, დაისახე ახალი მიზანი და იარე ახალი გზით. აღდეგ უშიშრად და თქვი: "უფალი, შემეწიე, დავიწყო ახალი სათნო ცხოვრება!" - რადგან, უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეწევნას საჭიროებ. მტკიცედ იდექი შენს განზრახვაზე და ნუ მიუბრუნდები წარსულ ცხოვრებას. გახსოვდეს, ბიბლიური ლოთის ცოლი უკან მოხედვის გამო მარილის სვეტად იქცა (დაბად. 19, 29): ეს ჩვენთვის გამაფთხილებელი მაგალითია. უკუაგდე შენგან ძველი "მე" და დაივიწყე იგი. რადგან აბრაამის მსგავსად შენც მოგიწოდა უფალმა: "წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ" )დაბად. 12, 1). და აი, სწორედ ამ ქვეყნისკენ უნდა მიმართო ამიერიდან შენი ყურადღება! P.S. ქრისტიანს უნდა შეეძლოს დაცემის შემდგომ წამოდგომა, რადგან ამაშია ცხონება. ისე კარგი იქნება ამ თემას ჩვენი ფორუმელი ათეისტებიც თუ წაიკითხავენ ![]() მე პირადად ძალიან დიდი სტიმული მომცა გაგახაროთ უფალმა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
iako |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
უფლის დიდი წყალობის შემეცნება საოცარ ძალას გაძლევს, რომ ყოველდღე დაცემულს მაინც წამოდგომაში გეხმარება.
მადლობა უფალს. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 04:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი