მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
ნათია |
Jun 2 2007, 11:43 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
გარდაცვლილი ადამიანის სულს განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროება, რადგან სხეულის დატოვების შემდეგ იგი უძლურია რაიმე შემატოს საკუთარი ცხონების საქმეს. უძველესი დროიდანვე, მიცვალებულთათვის განსაკუთრებით ლოცულობდნენ გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს. ამ კერძო დღეების გარდა, არსებობს მიცვალებულთა მოხსენიების საზოგადო დღეები: ხორციელის შაბათი, დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათები, სულთმოფენობის წინა დღე, თომას კვირის სამშაბათი. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ მიცვალებულთა მოხსენიება ყოველთვის შესაძლებელია. ყოველი კვირის შაბათი ეკლესიის მიერ მიცვალებულთა მოხსენიების დღედაა მიჩნეული. მართლმადიდებლური ნათლობა აუცილებელი პირობაა ეკლესიის მიერ გარდაცვლილთა მოხსენიებისათვის. ეკლესიის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და მას შეუძლია ადამიანის სულის ჯოჯოხეთიდან ამოყვანა. მაგრამ ეკლესია ვერ დაეხმარება ადამიანს, ვისაც არ სურდა ცხონება, ან ვისაც არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში საამისოდ. "მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლილთათვის" დავწეროთ ვინ როგორ ვზრუნავთ გარდაცვლილთა სულებზე? P.S. რამდენადაც ვიცი, არამართლმადიდებელ გარდაცვლილთა სულების მოხსენიება ლოცვებში არ შეიძლება... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
athos |
Jun 8 2007, 07:18 PM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ციტატა ეკლესიის სწავლებით წმიდა მიქაელი ამ დღეს ჩადის ჯოჯოხეთში და ფრთით ამოჰყავს ცოდვილთა სულები. ეს არ არის საეკლესიო სწავლება. ყველაფრისთვის საეკლესიო სწავლების დარქმევა არ შეიძლება. ეს არის "მართლმადიდებლური" მითოლოგიის ერთ ერთი მარგალიტი. არანაირად არ არის შეტანილი საეკლესიო კალენდარში და ვერც იქნება. მთავარანგელოზ მიქაელის ხსენება არის 21 ნოემბერს (ახ.სტ) მთავარანგელოზთა ხსენების დღეს და 19 სექტემბერს (ახ. სტ) აღინიშნება ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიერ კოლასეს შინა, რომელ არს ხონას. ეს სასწაული, რომელიც ამ დღეს იხსენება არანაირად არ არის დაკავშირებული ჯოჯოხეთში ჩასვლასთან, თუმცა შეიძლება უცოდინრობის გამო ეს ფსევდოეკლესიური სწავლება ამ დღესასწაულს დაუკავშირეს. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
თამარი |
Jun 9 2007, 12:06 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ეს არ არის საეკლესიო სწავლება. ყველაფრისთვის საეკლესიო სწავლების დარქმევა არ შეიძლება. ეს არის "მართლმადიდებლური" მითოლოგიის ერთ ერთი მარგალიტი. არანაირად არ არის შეტანილი საეკლესიო კალენდარში და ვერც იქნება. მთავარანგელოზ მიქაელის ხსენება არის 21 ნოემბერს (ახ.სტ) მთავარანგელოზთა ხსენების დღეს და 19 სექტემბერს (ახ. სტ) აღინიშნება ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიერ კოლასეს შინა, რომელ არს ხონას. ეს სასწაული, რომელიც ამ დღეს იხსენება არანაირად არ არის დაკავშირებული ჯოჯოხეთში ჩასვლასთან, თუმცა შეიძლება უცოდინრობის გამო ეს ფსევდოეკლესიური სწავლება ამ დღესასწაულს დაუკავშირეს. ნამდვილად მასეა. 19 სექტემბერს არის ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს შინა. ამ "საკვირველებას" შეცდომით უკავშირებენ მთავარანგელოზის ე.წ.ჯოჯოხეთში ჩასვლას. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი შინაარსის ბროშურები იყიდებოდა ეკლესიაში და გასაკვირი არ არის, რომ ხალხი "საკვირველებას" ამას უკავშირებდეს. სინამდვილეში 19 სექტემბერს სულ სხვა სასწაულის ხსენების დღეა: მეოთხე საუკუნეში ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში მსახურობდა კეთილმსახური კაცი, სახელად არქიპო, რომელმაც მრავალი უღმერთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. წარმართებმა ტაძრის დანგრევა და არქიპოს მოკვლა განიზრახეს. მათ მთის ორი დიდი მდინარე ერთ კალაპოტში გააერთიანეს და მათი დინება ტაძრისაკენ მიმართეს. წმიდა არქიპომ მხურვალედ შესთხოვა მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება. მისი ლოცვის პასუხად ზეციური მხედრობის წინამძღოლმა კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს მიმართულება შეუცვალა. ტაძარი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მხილველი წარმართები გაიფანტნენ. ქრისტიანები კი მადლობას სწირავდნენ მთავარანგელოზ მიქაელს და ადიდებდნენ უფალს. 21 ნოემბერს კი, როგორც ითქვა, არის კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი