მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
ნათია |
Jun 2 2007, 11:43 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
გარდაცვლილი ადამიანის სულს განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროება, რადგან სხეულის დატოვების შემდეგ იგი უძლურია რაიმე შემატოს საკუთარი ცხონების საქმეს. უძველესი დროიდანვე, მიცვალებულთათვის განსაკუთრებით ლოცულობდნენ გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს. ამ კერძო დღეების გარდა, არსებობს მიცვალებულთა მოხსენიების საზოგადო დღეები: ხორციელის შაბათი, დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათები, სულთმოფენობის წინა დღე, თომას კვირის სამშაბათი. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ მიცვალებულთა მოხსენიება ყოველთვის შესაძლებელია. ყოველი კვირის შაბათი ეკლესიის მიერ მიცვალებულთა მოხსენიების დღედაა მიჩნეული. მართლმადიდებლური ნათლობა აუცილებელი პირობაა ეკლესიის მიერ გარდაცვლილთა მოხსენიებისათვის. ეკლესიის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და მას შეუძლია ადამიანის სულის ჯოჯოხეთიდან ამოყვანა. მაგრამ ეკლესია ვერ დაეხმარება ადამიანს, ვისაც არ სურდა ცხონება, ან ვისაც არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში საამისოდ. "მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლილთათვის" დავწეროთ ვინ როგორ ვზრუნავთ გარდაცვლილთა სულებზე? P.S. რამდენადაც ვიცი, არამართლმადიდებელ გარდაცვლილთა სულების მოხსენიება ლოცვებში არ შეიძლება... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მაგდალინა |
Jun 4 2007, 05:32 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
ალექსანდრე
ციტატა მაგას ვკითხულობ მეც, ჩემთვისაც ეგრეა ცნობილი თორე პირად ლოცვებში მოხსენიებას ვინ კრძალავს. პირად ლოცვებში როდესაც მოუნათლავს ვიხსენიებთ, გამიგია, მისი ცოდვები მოგეკითხებაო და... ანუ შენს თავზე იღებ, ასე ვთქვათ იმ ადამიანის განვლილ ცხოვრებას.. არ ვიცი, სადღაც გამიგია ასეთი რამ -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
ალექსანდრე |
Jun 4 2007, 05:35 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ალექსანდრე პირად ლოცვებში როდესაც მოუნათლავს ვიხსენიებთ, გამიგია, მისი ცოდვები მოგეკითხებაო და... ანუ შენს თავზე იღებ, ასე ვთქვათ იმ ადამიანის განვლილ ცხოვრებას.. არ ვიცი, სადღაც გამიგია ასეთი რამ პირად ლოცვებში მოხსენიებას არავინ გვიშლის, ლოცვა ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა, მაგრამ აი კვეთაში მოხსენება არ შეიძლებაო ეგრე გამიგია. მოუნათლავი არ წარმოადგენს რა ეკლესიის წევრს მსახურებაში მისი მოხსენება არამგონია შეიძლებოდეს -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
Pianist |
Jun 9 2007, 09:41 AM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 14-April 07 წევრი № 1,652 |
პირად ლოცვებში მოხსენიებას არავინ გვიშლის, ლოცვა ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა, მაგრამ აი კვეთაში მოხსენება არ შეიძლებაო ეგრე გამიგია. მოუნათლავი არ წარმოადგენს რა ეკლესიის წევრს მსახურებაში მისი მოხსენება არამგონია შეიძლებოდეს პირადი ლოცვა დაბალი პირის ლიტურგიაა, კვეთა - მოძღვრის; ნათლისღების საიდუმლო რაში მდგომარეობს ?, იოანე ნადლისმცემელი რას ეუბნება იესო ქრისტეს წარდგომისას ? "შენ თვით მეუფე ხარ, რაით გავკადნიერდე და გცხო შენ ეგე წყალი?, შენ უნდა მნათლავდე მე და არა მე შენ" უფალი თვით ინათლება...და გაიხსენეთ რას ქადაგებს იოანე ნათლისმცემელი როდესაც იგი მოუხმობს ჩვეულებრივ ხალხს ნათლობისაკენ..."მოედით, და ჰქმენით დროზე შუელა სულისა თქუენისათვის, რათა იქნება გვიან როდესაც მოვა მეფე და განგვკითხავს ყველას"... წარმოიდგინე მოუნათლავის ხსენება არის უმირონცხებულო სულის შეცოდებაზე და ცხონებაზე ლოცვა, ხოლო მირონის ცხება არის უდიდესი საიდუმლო რაზეც გვასწავლიან წმიდა მამები, რომ ევქარისტია არ არის დაშვებული მოუნათლავზე, აქედან გამოიტანეთ აზრი, ადამიანი რომელიც არასოდეს ზიარებულა, გარნა შეიძლება ჩვენ ვილოცოთ მასზე ?...რავიცი...პრინციპში - "არ შეიძლება" <- ეს ძალიან ცუდი კრიტერიაა, მაგრამ მოუნათლავი არ იხსენიება არც ლოცვაში, არც კვეთაში და არანაირ მართლმადიდებლურ ლიტურგიაში. შეიძლება - "არ შეიძლება" <-ამ უხეში და მწარე ფრაზით არავინ დაგვმოძღვრა, მაგრამ ჩემის აზრით.... ლოცვის აღვლინებისას, ხორციელ ცხოვრებაშიც კი არის დრო როდესაც იწყება მართალთა ლოცვის აღვლინება, ამ დროს მოუნათლავს არ აქვს ტაძარში დგომის და გაჩერების უფლება....და წარმოიდგინეთ ჩვენ ვლოცულობთ მოუნათლავის არამცთუ ტაძარში ყოფნაზე, ანუ ხორციელი ცხოვრების ნაწილში უფლის სასახლეში ყოფნაზე..არამედ ჩვენ მოუნათლავთა მოხსენიებისას ვლოცულობთ და ვითხოვთ მათ შენდობას და ცხოვნებას... ხოლო ის არ დაგვავიწყდეს არავის რომ ეკლესია ცოცხალია...ეკლესია არ არის რაღაც შენობა და ე.წ მხოლოდ სახელად აღებული უფლის სახლი...იგი ცოცხალია...ცოცხალი! .... ჩვენ იმასაც ვიტყვით რომ ..."არაა კაცო.,, არ ვლოცულობ ცხონებისთვის...უბრალდო ცოტა შეიწყალოს უფალმა"... არ არსებობს ცოტა და მეტი.. რას ამბობს წმიდა ბასილი დიდი ? "ის ვინც ცხონების ღირსი არაა, მხოლოდ ჯოჯოხეთშია მისი ადგილი" .......... აუ არ ვიციიიიიიიიიიიიიიიიიი შეიძლება (კი არადა ალბათ) ძალიან ბევრი სისულელეეეეეები ვწერე...... უფალმა შემინდოს, და შემიწყალოს !!!!!!!!!!!!! მაპატიეთ თუ წინააღმდეგობებში მოვედით, შეგვიწყალოს ღმერთმა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 05:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი