ეშმაკის სახე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეშმაკის სახე |
ბექა |
Jun 9 2007, 01:31 AM
პოსტი
#301
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
მაინტერესებს ძალიან სადმე რომელიმე თეოლოგიურ წიგნში თუ აღწერენ ეშმაკს ანუ როგორია იგი? იქნებ ვინმემ იცოდეთ
|
KAIROS |
Jun 9 2007, 11:14 AM
პოსტი
#302
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეშმაკის სახეზე ლაპარაკი იმდენად არა თეოლოგიური და არა სერიოზულია, რამდენადაც იგი სულია, ანუ რაღაც ფორმა მართალია გააჩნია, მაგრამ ამ ფორმის გამომჟღავნებას ან თავად ახდენს ან ღვთის ნებით ხდება (თუმცა ის რომ ხანდახან თავად გამოაჩენს თავისავე სახეს სხვადასხვაგვარი სახით, ესეც ღვთის დაშვებით ხდება).
1) თუკი თავად გამოაჩენს, ან შეშინება ან დაშინების მიზნით ღებულობს უზარმაზარი ძალის და ზეგავლენის მომხდენ არსების სახეს ან კი პირიქით საცდუნებლად შეიძლება მიიღოს ნებისმიერი წმიდანის და თავად უფლის სახეც კი ( მამების გადმოცემით დედაღვთისმშობლისა და ჯვრის გარდა) 2) უფლის ნებით ეშმაკის გამოჩინებაც არ უნდა გავიგოთ პირდაპირ ისე როგორც ვხედავთ ანუ ის რომ ბანჯგვლები აქვს ან ეშვები, არამედ მისი შინაგანი გახრწნილი და საზიზღარი მდგომარეობა შეიძლება უფალმა აჩვენოს ადამიანს გარეგნული სახის სიმახინჯის გზით. ფაქტობრივად ეს ეხება ყველა სულიერ არსებას, დემონებსაც და ანგელოზებსაც, რადგან ანგელოზის ხატი მთლიანად სიმბოლოა, კერძოდ ფრთათა ქონა მის სულიერ აღმატებულებაზე და უფალთან "ფრთოვანებაში" მეტყველებს, ასევე იმას რომ ის დროს და მანძილს არ ექვემდებარება და ე.ი. "დაფრინავს," მისი სხეულიც და სახეც სიმბოლოა, კერძოდ ანგელოზების ხატი გამოიხატება ქალის სახით ( ანუ არ არსებობს წვერებიანი ანგელოზი) და კაცის სხეულით ( ანუ არ არსებობს ქალის მკერდიანი ანგელოზი); რაც მათ უსქესობაზე მიანიშნებს და ა.შ. ასევე სიმბოლურად უნდა გავიგოთ ეშმაკის კუდი, ეშვები, სისხლიანი თვალები და ა.შ. იხარეთ, კაიროსი! ციტატა მოგცლიათ რა... წადით სახარება წაიკითხეთ, პატერიკი, ფსალმუნები.... რას არ გაგიგებს კაცი... აჰა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი