რა არის ჯოჯოხეთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ჯოჯოხეთი |
ილია |
May 2 2007, 10:45 PM
პოსტი
#381
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი? ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
სოფი |
Jun 9 2007, 08:15 PM
პოსტი
#382
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა ჯერ ერთი საინტერესოა მაგ "მართლმადიდებლურ წიგნს" რა ქვია, წიგნს ჰქვია "ჩევნთან არს ღმერთი". ისე არამგონია "ფსევდო სასწაულ-ზღაპრებით" გატენილი წიგნი გაეყიდათ ეკლესიის მაღაზიებში...ციტატა ვერ ვხვდები რატომ არ უნდა მოვიხსენოთ მიცვალებულები სასმელით? სუფრაზე სასმელით მიცვალებულთა მოხსენიება დიდი ხნის ტრადიციაა და ამაში არაქრისტიანული არაფერია, მით უმეტეს ამას არც პატრიარქი გვიკრძალავს, და მღვდლებიც ამბობენ სუფრაზე მიცვალებულთა ხსოვნას.... გუჯა, ამ შემთხვევაში, სხვა მოხსენიება იგულისხმება.მართალი ხარ, მღვდლებიც ამბობენ სუფრაზე მათ ხსოვნას,მაგრამ დაფიქრდი,ამით შევეწევით სულებს,თუ ლოცვით?ეს, უბრალოდ, მოხსენიება და პატივისცემაა მათი,მაგრამ ხვედრის შემსუბუქება ლოცვებით რომ ხდება,ეს შენც კარგად უნდა იცოდე. ციტატა იმ ქვეყნად არ არსებობს დრო-საათი, დღები, თვეები და წლები, იქ მარადიულია ყველაფერი... 40 დღე სიმბოლურად არის დაკავშირებული მაცხოვრის ამაღლებასთან, ხოლო სულს რამდენი "დრო" სჭირდება სამსჯავროსთვის ეს იცის ვინმემ? რა თქმა უნდა, ეგ არ ვიცით,ღმერთი ყველგანაა ყოველთვის,არ შემოისაზღვრება არც ადგილით,არც დროით,არც სივრცით,უბრალოდ 40 დღე ჩვენთვისაა დადგენილი,აქედან გამომდინარე, ჩვენ ასე განსაზვღვრავთ და ვამბობთ,რომ 40 დღეში ხდება მათი განსჯა,ამიტომაც ამ პერიოდში ვლოცულობთ გაძლიერებულად.რა იყო გუჯა,გეგონება პირველად გაიგე... ციტატა რატომ არ არის დაზუსტებული, ანგელოზი კეთილი იყო თუ ბოროტი? და საინტერესოა, როგორ ჩაიყვანა ანგელოზმა ადამიანი ჯოჯოხეთში, სულით თუ ხორციელად? ხორციელად ვერ ჩაიყვანდა, და თუ სულით, ესეიგი მომკვდარა და გაცოცხლებულა ეგეთი კარგი "ბოროტი ანგელოზები"რო გვყავდეს, რაღა გვიჭირს ეს ამბავი დაწვრილებით არ წერია,შეიძლება მას ხილვა ჰქონდა. ციტატა ვერ გავიგე, სხეულს რა უნდა ჯოჯოხეთში? როგორ მოსცილდა ადამიანის სხეულს დამწვრობა, როცა იმ ქვეყნად მხოლოდ სულია და არა სხეული? ყველამ კარგად ვიცით,რომ იმ ქვეყნად მხოლოდ ჩვენი სულებით ვართ,ამიტომ, მგონია, ეს პირობითადაა ნათქვამი,უბრალოდ, ბერმა შეიძლება ამის კარგად გადმოსაცემად თქვა ასე. -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი