![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზურა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
მშვიდობა თქვენდა!
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებსა და მაცხოვარის შობის მოახლოებას! მსურს აზრი გამოვხატოთ, იმ ღვთისმეტყველურ საკითხზე, რომელიც მემგონი კვლავინდებურად გადაუჭრელად რჩება თანამედროვე მართლმადიდებლური სულიერი განათლების სისტემაში. ... და რაც საკმაო ხანია საფიქრებელს მაძლევს, რადგან მოგეხსენებათ საკითხი მნიშვნელოვანია. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ სწორედ აქ გაეცემა ამ კითხვას საბოლოო პასუხი ![]() თუმცა ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ აზრთა გაცვლას გარკვეული შედეგი მაინც მოყვება. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: - ლაპარაკია არა ცოდვაზე, არამედ ცოდვით დაზიანებულ ბუნებაზე უფალო დაგვლოცე! p.s. ... დროში შეზღუდვის გამო მიჭირს იმის თქმა, თუ რა სიხშირით მოვახერხებ გამოხმაურებას, მაგრამ აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას ყოველ ძირითად საკითხზე. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ნათლობით ხდება ადამი ბაბუსგან ჩვენთვის დატოვებული საჩუქრისგან გაწმენდა. ანუ ნათლობით ხდება დაზიანებული ბუნებისგან გაწმენდა! "ბუნებისაგან განწმედა" რაა კაცო ![]() ![]() ოსიპოვი ნათლობაზე არ ამბობს " ციტატა не нужно " ეს არის ტექსტის საოცარი დამახინჯება, არამედ იმაზე, რაც დავწერე:"ციტატა რას არ უნდა დოგმატიკაო? ბავშვის ნათლობასო? არა, ეს შენ გინდა მას რომ მიაწერო, მაგრამ ეს კაცი ამბობს ცხადზე ცხადია და არ ჭირდება დოგმატიკის წიგნებში ქექვა იმას, რომ მონათლული, თუ გინდ ბავშვი " კვდება და ექვემდებარება სიკვდილს, ციტატა То есть с крещением смертность и боль при этом не исчезают. თუგინდ მონათლულიც! ,ანუ ნამდვილად არაა აქ საუბარი ნათლობაზე, არამედ იმაზე რომ პირველქმნილი ცოდვის მიერ დაზიანებული ბუნების შედეგები საბოლოოდ განიკურნება საყოველთაო აღდგომისას, სანამ არის სიკვდილი და ავადმყოფობა, მანამ ადამიანის ბუნება დაზიანებულია! აბა დაუკვირდი არ ხარ ალოგიზმში? ( დაივიწყე ოსიპოვი, ახლა კაიროსთან გაქვს საქმე!) ციტატა რას ქვია გაწმენდა? თუკი აღიარებ რომ ჩვენ რაიმეზე კი არ ვაგებთ პასუხს, ანუ ამაზე ადრევე შევთანხმდით, რომ ადამის ცოდვაზე ადამიანი დღეს პასუხს არ აგებს, და შესაბამისად არანაირი გასაწმედელიც არ გვაქვს იმ ადამის გამო, თუკი ნათლობის დროს "განწმედას" დავუშვებთ,ლოგიკურია, რომ ნათლობის შემდეგ ბუნება დაზიანებული არ უნდა იყოს, ეს აბსურდია, რადგან ბუნება ნათლობის შემდეგაც ინარჩუნებს დაზიანებას რაც მას გააჩნდა, ანუ ავადდება და კვდება, ამიტომ ს ა ბ ო ლ ო ო განკურნება ამ დაზიანებისაგან წესით და ლოგიკით მეორედ მოსვლისას უნდა მოხდეს, როდესაც სიკვდილი მოკვდება და სიცოცხლე იმეფებს! ციტატა ისე ამაზე რამდენადაც მახსოვს მე და შენ უკვე მეოთხედ ვკამათობთ ხო? მდააა, ნაბიჯი წინ და ორი ნაბიჯი უკან ![]() იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 11:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი