![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზურა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
მშვიდობა თქვენდა!
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებსა და მაცხოვარის შობის მოახლოებას! მსურს აზრი გამოვხატოთ, იმ ღვთისმეტყველურ საკითხზე, რომელიც მემგონი კვლავინდებურად გადაუჭრელად რჩება თანამედროვე მართლმადიდებლური სულიერი განათლების სისტემაში. ... და რაც საკმაო ხანია საფიქრებელს მაძლევს, რადგან მოგეხსენებათ საკითხი მნიშვნელოვანია. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ სწორედ აქ გაეცემა ამ კითხვას საბოლოო პასუხი ![]() თუმცა ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ აზრთა გაცვლას გარკვეული შედეგი მაინც მოყვება. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: - ლაპარაკია არა ცოდვაზე, არამედ ცოდვით დაზიანებულ ბუნებაზე უფალო დაგვლოცე! p.s. ... დროში შეზღუდვის გამო მიჭირს იმის თქმა, თუ რა სიხშირით მოვახერხებ გამოხმაურებას, მაგრამ აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას ყოველ ძირითად საკითხზე. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ოსიპოვი ამბობს პირველქმნილი ცოდვისგან გაწმენდა მოხდება საყოველთაო აღდგომაზეო და არა ნ ა თ ლ ო ბ ი თ ო!!! შეცდომას წერ ისევ ( რატომ ამახნიჯებ ასე თარგმანს), ის კაცი წერს შ ე დ ე გ ე ბ ზ ე , ანუ დაზიანებული ბუნების შედებისაგან განკურნებაზე, რაც მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება! იქ კი ციტატა ცოდვანი შენნი იყო და არა ცოდვანი ადამისნი , ამაზე ხომ შევთანხმდით? ციტატა პირველქმნილი ცოდვისგან განკურნება ხდება ნ ა თ ლ ო ბ ი თ!! და სად წერია ეგ მეგობარო? რას ქვია განკურნება? გიმეორებ თუ საუბრებ პირველქმნილი ცოდვის შედეგებზე, მისი შედეგები არის სიკვდილი და ავადმყოფობა, რომელიც არ იკურნება ნათლობით, რადგან არ წარმოადგენს ნათლობის დანიშნულებას, ის საყოველთაო აღდგომისას უნდა მოხდეს, მგონი ურევ ახლა ორ დოგმატს ერთმანეთში და შეცდომით უპირისპირებ! ციტატა რას ქვია გაწმენდა? თუკი აღიარებ რომ ჩვენ რაიმეზე კი არ ვაგებთ პასუხს, ანუ ამაზე ადრევე შევთანხმდით, რომ ადამის ცოდვაზე ადამიანი დღეს პასუხს არ აგებს, და შესაბამისად არანაირი გასაწმედელიც არ გვაქვს იმ ადამის გამო, თუკი ნათლობის დროს "განწმედას" დავუშვებთ,ლოგიკურია, რომ ნათლობის შემდეგ ბუნება დაზიანებული არ უნდა იყოს, ეს აბსურდია, რადგან ბუნება ნათლობის შემდეგაც ინარჩუნებს დაზიანებას რაც მას გააჩნდა, ანუ ავადდება და კვდება, ამიტომ ს ა ბ ო ლ ო ო განკურნება ამ დაზიანებისაგან წესით და ლოგიკით მეორედ მოსვლისას უნდა მოხდეს, როდესაც სიკვდილი მოკვდება და სიცოცხლე იმეფებს! იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 12:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი