![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
mariamiiiiiiiiiiiiiiiii |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 5-June 07 წევრი № 2,105 ![]() |
დამლოცეთ მამაო.
მამაო, წირვაზე ყოფნის დროს, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ლოცვას ვუსმინო, და შეძლებისდაგვარად გამომდის კიდეც, მაგრამ .. როდესაც იწყება გალობა, მეფანტება გონება, (მგალობლები ბიჭები არიან) და ვფიქრობ ერთ-ერთ მათგანზე. როროგ შეიძლება დავძლიო ეს გონებაგაფანტულობა და ცუდი საქციელი? :( |
![]() ![]() |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
ერთი სიტყვით გიპასუხებდით: ლოცვით. მხოლოდ ლოცვის სიტყვებზე ყურადღების გადატანით, მათში გონების ჩაკეტვით შეიძლება სძლიო გაფანტულობას. ვერავინ აგიკრძალავთ გქონდეთ სიმპათიები ადმიანის მიმართ, არცაა დასაძრახი გამორჩეულად გიყვარდეს ადამიანი (თუ, რათქმაუნდა დაოჯახებული არ ხარ). მაგრამ ტაძარი ის ადგილია, სადაც უნდა ვეცადოთ თუნდაც ცოტა ხნით მოვწყდეთ მიწას, ვიურთიერთობოთ ღმერთთან, მარადისობასთან, ჭეშმარიტ ცხოვრებასთან. ადამიანური გრძნობები იქცევიან იმ იარაღებად, რომლითაც ბოროტი გვითესავს თავის ზრახვებს. აქაც ასეა: თავად გრძნობაში მიუღებელი არაფერია, მაგრამ მას ეშმაკი იყენებს. ამით ჯერ ერთი ლოცვას მოგვწყვეტს, მეორეს მხრივ კი თავად ამ გრძნობას გამოაჩენს შეცოდების მიზეზად. სულიერი ცხოვრება – მუდმივი ჭიდილია საკუთარ თავთან, ბრძოლა საკუთარ ნაკლოვანებებთან. ეკლესია, ლოცვა (სახლში ლოცვაც) ის გარემოებებია, რომლებიც ყველაზე მეტად წარმოაჩენენ ბოროტის მძლავრობას ჩვენზე, ჩვენს ნაკლოვანებებს. არ შესუსტდეთ, შეუტიეთ. დაეცემით, კვლავ გაიფანტებით, მაგრამ ისევ და ისევ შეუტიეთ გონებაში გამფანტველ ზრახვებს. იხილავს უფალი მონდომებას, შეგეწევათ, თავის მადლს მოგივლენთ. ლოცვის დრო ლოცვისთვის იყოს და ცხოვრებაც იკურთევა. მერე კი მშვიდობაც მოგვეცემა.
-------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 04:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი