ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:17 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ხშირად არის შემთხვევები, რომ წამოიჭრება ესა თუ ის საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებოა, თუმცა მას თავისი წესი აქვს განსაზღვრული საეკლესიო კანონებით
აქ ასეთები განვიხილოთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Jun 5 2007, 10:38 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
[quote] თუ კაიროსმა და კანუდოსელმა დოკუმენტირებულად არ დაამტკიცეს თავისივე განცხადებები, რაც თავის მხრივ სოტირისმა დოკუმენტურად უარყო და გააცამტვერა, მართლაც ეჭვი შემეპარება ამ ფორუმის ლიდერთა პროფესიონალურ თავდაჯერებულ ტონში, რაც ყოველ მათ პოსტში ძალუმად იგრძნობა [/quote]
ლეონტი, საერთოდ არა მაქვს სურვილი შენ გეკამათო, მაგრამ აქ უბრალოდ გკითხავ, რა გაგიხარდა? ის რომ სოტირისმა რაღაცეები დააზუსტა? ან ის რომ შეიძლება (ვიმეორებ შეიძლება, რადგან პასუხს ქვემოთ დავწერ) მე შევცდი? ჯერ ერთი ფორუმის ლიდერი აქ არავინაა, უბრალოდ ქრისტიანები ვართ და ქრისტიანობას ვსწავლობთ ერთად და ყველას მადლობა თუკი რაიმე სიახლეს დაწერს ( სოტირისსაც რათქმაუნდა) და შენ კი შუღლის გაღვივებას და შეპირისპირებას, და მერე აღფრთოვანებული სიცილაკების ხატვას სჯობს თავადაც იზრუნო საღვთისმეტყველო განათლების ამაღლებაზე, სულ სოტირისის იმედზე ხომ არ უნდა იყო?! ახლა სოტირისს! უპირველესად, უნდა გითხრა, რომ მძიმედ ცდები ჩემი პიროვნების შეფასებაში, მე არა ვარ ის ცუდი გაგებით "ჰუმანისტი", როგორც შენ გგონია, და კრებებიც წაკითხული მაქვს და მისი დადგენილებებიც, ასე რომ შეცვალე დამოკიდებულება, შემდეგ კი რათქმაუნდა სათქმელია და აქ არაფერია მოსარიდებელი, რომ ბევრ რამეს შენგანაც ვსწავლობ, აბა ფორუმი მეტი რაა? და თუკი რაიმე გამომრჩა ან არ დავწერე ( იქნებ არ და არა ვერ) შენ უნდა შემივსო, უნდა დამიზუსტო და არა გახარებულმა შეცდომად ჩამითვალო, ზოგადად კი თემაზე მსჯელობა სჯობს კამათს, კამათს შფოთი მოაქვს, წყნარ მსჯელობას კი ჭეშმარიტებისაკენ მივყავართ... ესეც ხომ ის თემა არაა სადაც ჩვენი აზრები უკიდურესად არ ემთხვევა ერთმანეთს? ჰოდა, აქ მაინც ვისაუბროთ ყოველგვარი ქვემინიშნებების და ირონიის გარეშე... ახლა პასუხი ( მანამ ისევდაისევ მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის) ჩემი უპირველესი პასუხი, ნინომ დაწერა: [quote]სოტირისი: ციტატა ყველაზე საფუძვლიანი საღმრთისმეტყველო და ისტორიული გამოკვლევა ხატის კურთხევის წესისა ეკუთვნის ცნობილ ბერძენ ლიტურგისტს, შვედეთის მიტროპოლიტ პავლე მენევისოღლუს (მსოფლიო საპატრიარქო), რომელიც იმ უცილობელ დასკვნამდე მიდის, რომ ხატის კურთხევის წესის არსებობა შეუსაბამობაშია მეშვიდე მსოფლიო კრების სწავლებასთან ხატთა თაყვანისცემის შესახებ. მხევალი ნინო: ამისგან გასხვავებული რაიმე ითქვა აქ? [/quote] მაშ რაზე მეკამათები? მეც ეგ არ ვთქვი? [quote]რათ უნდა ხატს ( თუ ხატია) "კურთხევა" ან ჯვარს? როცა კურთხევას და მადლს აქეთ იძლევიან?[/quote] ეტყობა, კამათის სიყვარულმა და ჩემი "ჩაძირვის" დიდმა სურვილმა დაგაწერინა იმხელა პასუხი, არადა დასკვნა იგივე გააკეთე! შენ წერ: [quote]1) ხატი მართლაც არ საჭიროებს კურთხევას მეშვიდე მსოფლიო კრების სწავლების თანახმად[/quote] ეს საერთოდ არ იყო ჩემი პოსტის საწინააღმდეგო არგუმენტი, რადგან ჩემი პოსტის დედააზრს არ ეწინააღმდეგება, პირიქით ამყარებს... რაც შეეხება კრება ვიცი თუ არა, არ ვთვლი საჭიროდ ეს შენ გიმტკიცო, რაც არ დავწერე არ ნიშნავს რომ არ ვიცი ან არ მსმენია მაინც... წინასწარი განწყობილებით დაწერე და ისევ შეცდი... შენ პუნქტებში ბერი საინტერესო შენიშნვნა იყო და მადლობა ინფორმაციისათვის, იდეაში მაინც იგივეს ამბობ 1) ხატი კურთხევა არაა აუცილებელი 2) ბერძნები ( შეიძლება აქვთ მაგრამ ) არ აკურთხებენ ხატებს 3) ხატების კურთხევოს არათუ "დაბადება" ( სწორი შენიშნვნა იყო ვასწორებ) არამედ საეკლესიო პრაქტიკაში ფართო გავრცელება პოვა სწორედ რუმინეთში პოვა... ვფიქრობ აქ მაინც არ შემეკამათები. ასე რომ აშკარად გამოჩნდა, რომ არათუ იდეის სიმცდარემ, რამეთუ იდეაში შენც დამეთანხმე, არამედ კამათის და ალბათ ჩაძირვის ( რამეთუ კანუდოსელსაც გამოკარი კბილი) სურვილმა დაგაწერინა ეს ყველაფერი, ბევრი ილაპარაკე და შინაარსი იგივე, ენაც იგივე და რამოდენიმე უადგილო და ვიტყოდი თავხედური განცხადება: [quote]კაიროსმა ლიტურგიკა არ იციან რას წერენ მაშინ ნეტა საერთოდ[/quote] [quote]14 წელი საკმარისი არ ყოფილა [/quote] და ირონიაც... [quote]არ შეგვჭამეს ამ სჯულისკანონებით? ღმერთი ხომ სიყვარულია [/quote] [quote](რად გვინდა კრებები, ღმერთი ხომ სიყვარულია ).[/quote] [quote]ახლა რა არის მთელი ამ ჩემი პოსტინგის მორალი: ფორუმზე არის ხალხი, რომელიც სიცილ-ხარხარით წერს ზღაპრებს საკმაოდ სერიოზულ საკითხებზე, თუმცა ამისთვის სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნია. ერთი ის ეხერხებათ, პატივცემულ არქიმანდრიტებს ბნელები, ფანატიკოსები და მწვალებლები უძახონ. ამას არც მეცნიერებასთან აქვს საერთო რამე და არც მართლმადიდებლობასთან.[/quote] ძალიან უცნაური მორალი გქონიათ სოტირისს, დიდი სიხარულით შევხვდებით შენს პოსტებს სადაც რაიმეს დაგვიმტკიცებ და მეცნიერულად არგუმენტებით გაამყარებ და ინფორმაციებს მოგვაწოდებ, მაგრამ ის შენი "პატივცემული" სასულიერო პირების ზოგიერთ სწავლებას რომ არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან? არ ვუწოდოთ კახაბერს კახაბერი? ზოგიერთი რომ სიბნელეს და ფანატიზმს ასწავლის არ ვუწოდოთ ფანატიზმი? [quote]პ.პ.ს. ჩემი თავი ექსპერტად არ მიმაჩნია, უბრალოდ თუ ვინმემ დმიტრიევსკიზე, კეკელიძეზე და მენევისოღლუზე უკეთ იცის ლიტურგიკა, თქვას პირდაპირ[/quote] და ვინ თქვა ეგ? რატომ მწამებ ცილს, პირიქით დიდი სიხარულით მოვუსმენდი ლიტურგიკის სპეციალისტს! სოტირის შენ თუ არ დაბრუნდები, ეგ შენი არჩევანია ისევე როგორც კანუდოსელის არჩევანი იყო დაბრუნდებოდა თუ არა, და ბოლოს კანონისტმა სწორი შენიშვნა გააკეთა და ვეთანხმები: [quote]ჩვენ შორის ქრისტესმიერი სიყვარული უნდა იყოს და არა შუღლი და დაპირისპირება[/quote] იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Sotiris |
Jun 11 2007, 03:48 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ახლა პასუხი ( მანამ ისევდაისევ მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის) ჩემი უპირველესი პასუხი, ნინომ დაწერა: მაშ რაზე მეკამათები? მეც ეგ არ ვთქვი? გააჩნია სათქმელი როგორ ითქმის. მასე ლათინებს მონოფიზიტობა დავაბრალოთ, მაინც მწვალებლები არიან და რა მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ შენი აზრი მეშვიდე მსოფლიო კრების აზრს დაემთხვა. სხვა შემთხვევაში ამის გარანტია საიდან გვაქვს? ციტატა ეტყობა, კამათის სიყვარულმა და ჩემი "ჩაძირვის" დიდმა სურვილმა დაგაწერინა იმხელა პასუხი, არადა დასკვნა იგივე გააკეთე! გემზე არ ცხოვრობ მგონი, და როგორ უნდა ჩაგძირო? ციტატა რაც შეეხება კრება ვიცი თუ არა, არ ვთვლი საჭიროდ ეს შენ გიმტკიცო, რაც არ დავწერე არ ნიშნავს რომ არ ვიცი ან არ მსმენია მაინც... წინასწარი განწყობილებით დაწერე და ისევ შეცდი... მეშვიდე მსოფლიო კრების არხსენებას ლოგიკური ახსნა არა აქვს, გარდა იმისა, რომ შეიძლება კაცმა არ იცოდეს რას ამბობს იგი. რა ვიცი, მე ასე მგონია. ციტატა 1) ხატი კურთხევა არაა აუცილებელი კი. ციტატა 2) ბერძნები ( შეიძლება აქვთ მაგრამ ) არ აკურთხებენ ხატებს კურთხევანში წესი ახლაც უწერიათ, მაგრამ თითქმის არავინ აკურთხებს. ამერიკელი ბერძნები მგონი აკურთხებენ (ყოველ შემთხვევაში სამთავარეპისკოპოსოს საიტზე ჰქონდათ ხატის კურთხევის წესის ინგლისური თარგმანი დადებული), მაგრამ ამერიკა სხვა კონტინენტია ციტატა 3) ხატების კურთხევოს არათუ "დაბადება" ( სწორი შენიშნვნა იყო ვასწორებ) არამედ საეკლესიო პრაქტიკაში ფართო გავრცელება პოვა სწორედ რუმინეთში პოვა... ვფიქრობ აქ მაინც არ შემეკამათები. რითია უფრო ფართო საქართველოს ეკლესიაში ან რუსეთის ეკლესიაში ამ წესის გავრცელებაზე, ვერ ვხვდები. რუმინეთში სლავური გავლენით უნდა იყოს შესული (ხატის კურთხევა რომ წყლის პკურებით ხდება და ლოცვებიც ბერძნულისგან განსხვავებული რომ აქვთ, ეგ ჩემმა რუმინელმა მეგობრმა მითხრა, და ისე ჯერ არ მინახავს ტექსტები). ციტატა ძალიან უცნაური მორალი გქონიათ სოტირისს, დიდი სიხარულით შევხვდებით შენს პოსტებს სადაც რაიმეს დაგვიმტკიცებ და მეცნიერულად არგუმენტებით გაამყარებ და ინფორმაციებს მოგვაწოდებ, მაგრამ ის შენი "პატივცემული" სასულიერო პირების ზოგიერთ სწავლებას რომ არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან? ჯერ-ჯერობით რასაც წერ, ეგ პატივცემული ოსიპოვის და მისი ფანების შესახებაა სწორი. მაგალითად გარდაარსების საკითხი ავიღოთ. ამ სიტყვას ნამდვილად იყენებდა ეკლესიის მრავალი მამა, ბერძენთა შორის: 1) ნიკოდიმოს მთაწმიდელი (თავის სარწმუნოების აღსარებაში). 2) ათანასე პაროსელი და მაკარი კორინთელი (აგერ შესაბამისი ნაწყვეტი). 3) ნექტარიოს პენტაპოლელი (თავის ნაშრომში ნაშრომი ევქარისტიის საიდუმლოს შესახებ. ცოტა დიდია, მაგრამ თუ გინდა, დაგისკანერებ). რუსი მამებიდან შეიძლება ვახსენოთ იგივე ფილარეტ მოსკოველი (ევქარისტიის საიდუმლოს შესახებ მართლმადიდებლური სწავლების მტრებს პირდაპირ უწოდებს "გარდაარსების მტრებს", სიტყვა "გარდაარსებას" იყენებს თავის კატეხიზმოში, ნათარგმნი აქვს აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე, რომელშიც გარდაარსების შესახებაა საუბარი და ა.შ.), იოანე კრონშტადტელი და სხვა მრავალი. რაც შეეხება კანონიკურ მხარეს, ამ მხრივ საკითხი ჯერ-ჯერობით დახურული აქვს კონსტანტინეპოლში 1691 წ. გამართულ კრებას, რომელიც გარდაარსების მაძაგებლებს ანათემას გადასცემს (შენ სადაც ცხოვრობ, იქ კარგი ბიბლიოთეკები აქვთ, მაგრამ თუ გინდა შემიძლია კრების ტომოსი დაგისკანერო კარმირისის გამოცემის მიხედვით). რუსეთის ეკლესია გარდაარსების საკითხი იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ მღვდელმთავრის ფიცში შეიტანა. ამრიგად გვაქვს როგორც წმიდა მამების აზრი, ასევე ეკლესიის კანონიკური დადგენილება. ჰოდა ოსიპოვის "მცდელობები" ცოტა არადამაჯერებლად გამოიყურება. ციტატა არ ვუწოდოთ კახაბერს კახაბერი? ნამდვილად. სწორედ ამიტომ მივუთითე შენს, კანუდოსელის და ცქნაფოს მიერ დაშვებულ უხეშ ფაქტობრივ შეცდომებზე. ამით დაგეწყო რაა კარელინი მაგარი პატივცემულია, ჰოდა გყავდეს, მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა "სქიზმატი როუზი" დაგავიწყდა, ბერდები მგონი ციტატა პ.ს. ლიტურგიკა ვიცი თუ არა ეს ცალკე თემაა, მაგრამ შენ ქართული და რუსული რომ არ იცი ეს ცალსახაა....(გაიხსენე კამათი ნათლობაზე)... სიმართლე ითქვას ვერ ვიხსენებ. გეოგრაფიული დაბრკოლებები რომ არ მიშლიდეს ხელს, მოსწავლედ მოგებარებოდი რუსულშიც, ქართულშიც, ლიტურგიკაშიც და კიდევ სხვა რამე თუ იცი, იმაშიც ციტატა ამიტომ არ გინდა ახლა ახტომა, დაწყნარდი და დაისვენე, შეტევები ნუ დაგეწყო ლეონტ, არ გინდა კაცო ადამიანები ვართ მაინც იმხელა პოსტინგი რომ დავწერე, შინაარსიანი კომენტარის დაწერა ვერ შესძელი? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
კანუდოსელი |
Jun 11 2007, 11:40 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
იმხელა პოსტინგი რომ დავწერე, შინაარსიანი კომენტარის დაწერა ვერ შესძელი? ვერა, დებილი ვარ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 12:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი