კანონისტისა და ალექსანდრეს ოფიციალური ვიზიტი :)), ბათუმსა და გონიოში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კანონისტისა და ალექსანდრეს ოფიციალური ვიზიტი :)), ბათუმსა და გონიოში |
კანონისტი |
Jun 11 2007, 12:36 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მაშ ასე მეგობრებო....
წელსა 2007-სა ქრისტეს შობითგან თთუესა ივნისისასა, რიცხუსა მეცხრესა, დღესა შაბათსა, ჟამსა აღმატებულისა საქართველოის პრეზიდენტისა მიხეილისა და სუფევისა უწმიდესისა მამამთავრისა ილია მეორისასა მე და ალექსანდრე მივედით თბილისის რკინიგზის ცენტრალურ ვაგზალში...... ნუ მანამდე უნდა ითქვას, რომ სანდრომ ტრადიციულად 20 წუთით დააგვიანა... თუმცა არა არა, პირიქით, არატრადიციულად, იმიტომ რომ საათით ხომ მაინც უნდა დაეგვიანა! ბილეთების სალაროში გაირკვა, რომ თურმე კუპირებული ორგვარი ბილეთი არსებობს - ჩვეულებრივი და მოდერნიზებული. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მოდერნიზებულს ტელევიზორი აქვსო, განგვიმარტეს. ნუ, ახლა ასეთ დიდ მომლოცველ ხალხს ტელევიზორი რაღად გვინდოდა და შევიძინეთ ჩვეულებრივი.... (რეალურად კი ფული დაგვენანა) მატარებლის გასვლას ნახევარი საათი უკლდა, რომ კვლავ შევიკრიბეთ მე და სანდრო იგივე ადგილას, იოლად მოვძენბეთ N622 მატარებელი და კუპეში მოვთავსდით ჩვენი მატარებელი (ოღონდ უკვე მახინაჯურში) ცოტა ხნის შემდეგ ფრიად "სასიამოვნო" სიურპრიზი გველოდა - მუსიკა ჩაირთო ისეთი, ერევნის გაჭირვებული კვარტლის ბოლო კორპუსის სარდაფში გახსნილ რესტორანშიც შერცხვებოდათ.... კინაღამ შალახოს ილეთებით შევედით კუპეში მე და სანდრო.... როცაღა იყო და ჩაწყნარდა ეს რუწუნი, მე და სანდრომ ლოცვების კითხვა დავიწყეთ... ალექსანდრეს ჰქონდა ბედნიერება მოესმინა კანონისტის სამენოვანი ლოცვა (მერე იტყვიან მართლმადიდებლებმა ენებზე ლოცვა არ იციანო??!!) და ნეტარებასაც მისცემოდა ქართლის მინდვრების ცქერისას.... დაძინების დრომ რომ მოაწია, თეთრეულისთვის გამცილებელს მივაკითხეთ.... კუპეში კი ტომარში უაზროდ გაბნეული ბამბის გროვა გველოდა, რომელსაც რატომღაც ბალიში ერქვა.... რატომღაც ასეთი ფრაზა მომივიდა თავში - "რას გვიშვრება ეს ეზუგბაია!" ე.წ. "ბალიში" ბოლოს როგორც იქნა ზემოთ მოვთავსდით... ნუ ქვემოთ არავინ იყო მაშინ და ჩვენც რაჭველები ხომ ვართ და შესაბამისად ვერავის გავუცვალეთ (თუმცა არ იდარდოთ, ის ადგილი მალევე შეივსო). მატარებელმაც სვლა განაგრძო როცა დაბნელდა და კაციშვილმა არ იცოდა სად ვიყავით (სხვათაშორის კანონისტს 1 ლარი პრიზი ჰქონდა დაწესებული, ვინც ამას დაადგენდა მაგრამ სამწუხაროდ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა), ამ დროს კანონისტის მობილურზე სიგნალი გაისმა - შეტყობინენა ubralod_gio-საგან იყო.... მესიჯი მოკლე იყო, მაგრამ მრავლის მთქმელი - გიო დილით მახინჯაურში დახვედრას გვპირდებოდა. გულში სასიამოვნო გრძნობა შემოვიდა - ბათუმი გველოდა.... გამთენიისას კვლავ შემოვიდა გიოს მესიჯი - მახინჯაურიდან ფეხი არ გაადგათ, არ დამეკარგოთო. შავი ზღვაც უცნაურად შავი მოეჩვენა კანონისტს, მგონი ზღვა თავის სახელს იფერებდა კანონისტი მეორედ ხედავს ზღვას (ჰო, სინათლე გამოცხადება არ გეგონოთ, ფოტოაპარატის ნათებაა) მატარებელი გაჩერდა და მეგობრებმა ორ წუთში ვიპოვეთ ერთმანეთი. რამდენიმე წუთიც კიდევ და უკვე ბათუმის გზაზე ვიყავით. გეგმის მიხედვით ჯერ გიოს ვესტუმრეთ სახლში, გავიცანით დედა და ძმა გიო გემრიელად გაგვიმასპინძლდა - როგორც გაირკვა აქაც მზაკვრული გეგმა იყო: სეფისკვერი რომ არ გვეჭამა ისტორიული შეხვედრა - კანონისტი და უბრალოდ გიო კანონისტი, უბრალოდ გიო, ალექსანდრე ჰოოო, სხვათა შორის გიოს სახლში მე და სანდრომ მნიშვნელოვანი კომპრომატი ვნახეთ, რომელიც კანონისტის უდიდესი კაცთმოყვარებისა და შემწყნარებლობის გამო არ იქნა დაფიქსირებული... თუმცააა..... გიოს სახლიდან პირდაპირ გოთიკური ხუროთმოძღვრების კათედრალში გავემართეთ. იქ გვირილა მარი და თინკა გველოდნენ ბათუმის საკათედრო ტაძარი ბათუმის საკათედრო ტაძრის კონქი არ დამავიწყდეს აღნიშვნა, რომ გიოს საშუალება ჰქონდა სხალთაში უწმიდესის გვერდით ემსახურა (ეს კი ვიცით ყველა სტიქაროსნის ოცნებაა) და იგი ჩვენს გამო დარჩა ბათუმში, რისთვისაც დიდ მადლობას უკვე საჯაროდ ვუხდი ჩემ ძამიკოს წირვის დასრულების შემდეგ უკვეთი სეფისკვერით გაგვიმასპინძლედნენ, ხოლო მგალობლებმა ჩვენს საპატივცემლოდ რამდენიმე გალობა შეასრულეს ბათუმელი მგალობლები ბათუმელ ფორუმელებთან და მგალობლებთან ერთად წინ საოცარი ბედნიერება გველოდა - მოლოცვა წმ. ნიკოლოზის მირონმდინარე ხატისა, რომელსაც მირონი სულ რამდენიმე დღის წინ დასდინდა. მას უწმიდესმა თავისი პანაღია შესწირა.... ეს ხატი იმ ტაძარშია დაბრძანებული, სადაც პირველად აღავლენდა ღვთისმსახურებას ახლად ხელდასხმული მღვდელმონაზონი ილია (ჩვენი პატრიარქი) წმ. ნიკოლოზის ეკლესია -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jun 11 2007, 01:29 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ალექსანდრე
ციტატა დავით რა არის ფოტოები არ იხსნება გაიხსნება marine ციტატა გაიხარეთ ძალიან მომეწონა სურათებიც, კომენტარებიც და ყველაზე მეტად ჩვენი ბათუმელი ფორუმელები გაიხარე ძალიან კარგები არიან ყველანი, მადლობა უფალს რომ გავიცანი (თოდრიას და მარის ვიცნობდი) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი