![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მინდა მეტად სჭოჭმანო საკითხს შევეხო, იმედია არავის ეწყინება
![]() ერთ-ერთ არგუმენტად, რომელიც ჩვენ - მართლმადიდებელ ქრისტეანებს, ორღანის ტრადიციის საპირისპიროდ მოგვყავს, სულიერი ხმით განდიდების შეუძლებლობაა, ანუ შიგნიდან ამოძახილის ადამიანებამდე დატანის შესაძლებლობის არ არსებობა, რამდენადაც ის უსულო საკრავია ![]() რომელი გალობაა დღეს ჩვენთვის უპირატესი - რომელიც ნოტებზე იქნება გამართული, თუ რომელიც ხელოვნებას სულიერ ხმოვანებად გარდაქმნის და შესაბამისად, მრევლს იმავე ხმით აგალობებს, რასაც ქორდეაზე ასრულებენ? ჩვენ ვიცით, რომ მრევლის სათქმელს უფლის წინაშე, იგივე 'ამინ'-ს გუნდი ამბობს, გუნდი განასახიერებს მრევლის ხმას, - თავად ჩაძახილსაც მრევლში, ასეთ მომენტში შენი ხმის ტემბრი, უნდა ჩავარდეს ადამიანის გულში და ამ გულიდან ამონასხლეტი ღმერთამდე მივიდეს და როცა თავად არ ლოცულობ, როგორ გინდა დიალოგი შედგეს ღმერთსა და მრევლს შორის, შენი ხმის ტემბრის მეშვეობით - რომელიც თავის მხრივ სულიერების მანიშნებელიცაა? ანუ, რა ხდება როცა მგალობლები მხოლოდ პირს აღებენ ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
N. R. |
![]()
პოსტი
#2
|
![]() nino razmadze ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 ![]() |
kato_Bato
ვის შესრულებებს ისმენდი? di_onise იმედია ვიმეგობრებთ და იქნებ აღმოგიჩინოთ კიდეც ხმაში ,,ნამცეცები" ![]() IZAKUNA ეს ჩემი აზრით დილეტანტური მიდგომაა! და მარტო შენ არ გეხება, ბევრი ფიქრობს ასე, ამიტომ მინდა ვთქვა შემდეგი: საერთოდ ლოცვითი პროცესი ხომ ორი სახის არსებობს, ერთია საზოგადო მსახურება, მეორე -როცა მარტო ლოცულობ; მარტო რომ ხარ მაშინ შეგიძლია როგორც გინდა ისე იგალობო, რა საგალობელიც გინდა და თუ გინდ არც ხმა გივარგოდეს და არც სმენა! მაგრამ როდესაც საზოგადო მსახურებასთან გვაქვს საქმე აქ უფრო სერიოზულადაა, მგალობელს გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა შეეძლოს! აქედან გამომდინარე მე პირადად არ მიმაჩნია გამართლებულად მგალობლებზე რომ იციან თქმა, მთავარია გულით გალობს და რა უჭირს ცოტას რომ მოიკოჭლებსო! ,,გულით" შეგიძლია წახვიდე და სახლში იგალობო, მაგრამ საზოგადო მსახურება ბევრად მეტს მოითხოვ! გალობა ხომ ხელოვნების რანგშია აყვანილი, სადაც საჭიროა პროფესიონალიზმი მნათე რაც შეეხება თემის მთავარ კითხვას, რომ მარტო ხმა თუ არის საკმარისი, რა თქმა უნდა არა!!! თუ ჩავთვლით, რომ არის წრფელი გულით გალობის მხარე, და გალობის მაღალ დონეზე შესრულების მხარე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, პირიქით!!! თუ არ ხარ სულიერებაში შესაბამის დონეზე (ნუ პირობითია ყველაფერი, მაგრამ მაინც) ვერ იქნები მაღალი პროფესიონალიზმის მქონე მგალობელი! და მგალობლის პროფესიონალიზმი მხოლოდ ,,კარგ ხმას" არ ნიშნავს, ამიტომ ნუ გავმიჯნავთ ,,გულით" ნაგალობებს, და პროფესიონალ მგალობელში მხოლოდ ,,კარგი ხმის" მქონეს ნუ მოვიაზრებთ! ვინაიდან პროფესიონალიზმი გულისხმობს საკითხის ყოველმხრივობას, გალობის ,,მხარეებში" კი პირველ რიგში მისი მთავარი დანიშნულება, ,,გულით აღვვენილი" ლოცვაა! პ.ს. იმის შესახებ, თუ რა ევალება მგალობელს, დაბეჭდილია გაზეთ - ,,ქართულ გალობაში", თუ გექნებათ სურვილი არ დავიზარებ და შემოგთავაზებთ! -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 12:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი