მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
A L U B A L A |
Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი
#541
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში. 1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!). მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან. თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა? |
სოფი |
Jun 11 2007, 05:27 PM
პოსტი
#542
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა ჩვენს ქვეყანაზე დამტყდარი ასეთი რისხვის შემდეგ უიმედობაში ჩავარდნილმა ვკითხე: მამა გაბრიელ, საქართველო იღუპება-მეთქი?! მან გაბრწყინებული სახით მიპასუხა: "იღუპება კი არა, ახლა იწყება მისი გადარჩენა". მამა გაბრიელი ხშირად ამბობდა:საქართველო გადარჩებაო. ახლა დავწერ დედა პარასკევას ინტერვიუს მამა გაბრიელის შესახებ;მისი ცხოვრების ეპიზოდებს. ოღონდ ცოტა არ იყოს დიდია,და ამიტომ,ნელ-ნელა შემოგთავაზებთ. _დედა პარასკევა,როგორ ხვდებოდა მამა გაბრიელი აღდგომას? _მამა გაბრიელი ძალიან განიცდიდა ქრისტეს ვნებებს და უხაროდა ქრისტეს აღდგომა.ყველას გვეუბნებოდა:გიხაროდეთ, ქრისტე აღსდგა! ის გვიხსნიდა,რომ ქრისტე ნამდვილად აღდგა,რომ ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება,რომ ქრისტეს აღდგომით გადარჩა კაცობრიობა,მისმა აღდგომამ იხსნა ყველა ცოდვისაგან.მამა გაბრიელი გვეუბნებოდა:გახსოვდეთ,რომ ცოდვილნი ხართ,გიხაროდეთ,რომ უფალმა გამოხსნის საშუალება მოგცათ,მაგრამ ცოდვებს კი მოერიდეთო. _მამა გაბრიელი დედათა მონასტერში მოღვაწეობდა,იქ,სადაც წმიდა ნინოს მაყვლოვანია,აქ განსაკუთრებული მადლი და წყალობაა ღვთისა... _მამა გაბრიელი დაყუდებული მოღვაწე იყო და თავიდან შიომღვიმეში,რათა განმარტოებით ეცხოვრა.შემდეგ თვითონ გვითხრა,უფალმა მომიწოდა,წადი,ხალხს ემსახურეო.ამიტომ ჩამოვიდა სამთავროში და აქ მოღვაწეობდა.ნათქვამია,რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში უფალი უშვებდა,რომ დიდ წმიდა მამებს ემოღვაწევათ დედათა მონასტრებში,რათა ეს მონასტრები დაცული ყოფილიყო რაიმე განსაცდელისაგან,ბოროტის მანქანებისაგან.მამა გაბრიელიც აქ მოიყვანა უფალმა,რათა ჩვენი მონასტერიც გადარჩენილიყო.მართლაც,რომ არა მამა გაბრიელი,იმ პერიოდში,კომუნისტური რეჟიმის დროს,ჩვენი მონასტერი სხვაგვარად ამდენ ბრძოლასა და შევიწროებას ვერ გაუძლებდა.მამა გაბრიელს ძალიან უყვარდა პატრიარქი,როცა სამთავროში ჩამოდიოდა,მოდიოდა ხოლმე მამა გაბრიელთან და სიყვარულით საუბრობდნენ. _მამა გაბრიელის შესახებ ამბობენ,რომ ის ყველას სულიერ დონეთა შემცნობი იყო.ერთხელ სასოწარკვეთილებაში მყოფი მივედი მასთან,მან კი მითხრა:"შენ რა,ჭაბუკო,ქრისტეს იმედი დაკარგეო?" "არა,ღმერთმა დამიფაროს-მეთქი". "ჰოდა,მაშინ წამოხტი და ცუნცულით გაიქეცი ახლა სახლშიო".თითქოს რაღაც უზარმაზრი ლოდი მომეხსნა გულიდან,ისეთი ძალა ჰქონდა მამა გაბრიელის სიტყვებს. _მახსოვს,მოვიდა მამა გაბრიელთან ერთი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი კაცი,რომელიც თავისი აზრების გამო არ ეზიარებოდა.მან შეხედა და ჰკითხა:განა შენთვისაც არ ეცვა ქრისტე ჯვარსო?წადი,ახლავე და ეზიარეო.ის ადამიანი მაშინვე ეზიარა და გამოკეთდა.მამ გაბრიელი,მართლაც,ამოიცნობდა ხოლმე ადამიანის სულიერ დონეს.ხან გააბრაზებდა,ხან თავის თავზე იტყოდა რამეს,მაგრამ ისე,რომ ამ კაცის სულის დაფარული მხარე გამოჩენილიყო.ხოლო როგორც კი ამ დონეს ამოიცნობდა,აქედან იწყებდა მისი სულის მკურნალობას.მამა გაბრიელს ღვთისაგან მიმადლებული ჰქონდა ისეთი ძალა და მადლი,რომელიც გონებას უხსნიდა ადამიანის სიკეთის,ღვთის მადლის მისაღებად.ერთხელ ვკითხე:მამა გაბრიელ,ვხედავ,რომ თქვენს სენაკში ადამიანები იცვლებიან,გადასხვაფერდებიან და ეს როგორ ხდება-მეთქი.მან მითხრა:უფალმა მომცა,შვილო,რომ რაც ადამიანის გონებაში ცუდია,ის გამოვიტანო,რაც კეთილია ის შევიტანო. მამა გაბრიელთან უამრავი ადამიანი მოდიოდა,სხვადასხვანაირები,გო ნებით უძლურნი,რომლებიც დღეს იხსენებენ მამა გაბრიელის სიტყვებს და ამბობენ:მამა გაბრიელმა ესა და ეს მითხრაო.თითქოს მის აზრებს გამოიცნობენ,მაგრამ მამა გაბრიელი ისეთი გამოუცნობი პიროვნება იყო,რომ მის შესახებ ლაპარაკი ცოტა საფრთხილოა.ზოგიერთმა ერისკაცმა მამა გაბრიელზე რაღაცეებიც დაწერა.შემიძლია,ყველა გავაფრთხილო,რომ ეს არ მიიღონ მამა გაბრიელის სწავლებად.ჩვენს მონასტერში მზადდება და გამოიცემა მამა გაბრიელის ჭეშმარიტი სწავლებები,რომელიც პირადად მამა გაბრიელის სიტყვებზე იქნება დამყარებული. -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 02:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი