ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
გიორგიი |
Jun 5 2007, 05:15 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 5-June 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,109 |
თუ რამე იცით აქ დაწერეთ მედავითნეობის შესახებ!
|
კანონისტი |
Jun 11 2007, 09:25 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Sotiris
ციტატა მგალობელი და წიგნისმკითხველი ორივე სასულიერო დასს ეკუთვნის შენა კაცო კითხვა არ იცი? გიწერ, წიგნის მკითხველი სასულიერო პირი არ არის მეთქი და მპასუხობ სასულიერო დასს ეკუთვნისო და მერე? აღმოჩენისთვის ჯილდო გინდა? მედავითნე სასულიერო პირი არ არის წირვას რაც შეეხება, დიაკონის მიერ წაკითხულიც მაქვს ნანახი და ისეც. მე პირადად ვკითხულობ ხოლმე სამოციქულოს და როგორმე არ არის კანონიკის დარღვევა ესე იგი. და არც იმის მტკიცება დამიწყია, რომ აუცილებელია წესია-მეთქი. მე ვთქვი - წესით უნდა კითხულობდეს-მეთქი ეს კი სხვადასხვაა. ციტატა ქართულად კი საერთოდ ერთი ტერმინით გადმოიცემა. ამაშია საქმე ზუსტად. ერთი ტერმინი სხვაა და არსი სხვა. დღევანდელ დღეს ხელდებას ვიყენებთ და თუკი ისტორიულ მიმოხილვას აკეთებდი, მაშინ წინდაწინ უნდა გეთქვა. დღეს მედავითნედ ხელდასხმა არ გამოითქმის გიორგიი ციტატა სასულიერო დასს ეკუთვნიან ასევე დიაკვნებიც და მღვდლებიც? მაგაზე სოტირისმა გიპასუხოს სამღვდელო დასი გამიგია, სასულიერო პირი გამიგია, მაგრამ ეს სასულიერო დასი რაღაც სიახლეა და მაგდენი არ ვიცი ჯერ.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Sotiris |
Jun 12 2007, 01:36 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
Sotiris შენა კაცო კითხვა არ იცი? ვიცი, თუმცა სკოლა რომ დავამთავრე, იმ დროს "კაკ რაზ" მედლები გააუქმეს ციტატა გიწერ, წიგნის მკითხველი სასულიერო პირი არ არის მეთქი და მპასუხობ სასულიერო დასს ეკუთვნისო და მერე? აღმოჩენისთვის ჯილდო გინდა? აბა რა არის შენი განმარტებით "სასულიერო"? ციტატა წირვას რაც შეეხება, დიაკონის მიერ წაკითხულიც მაქვს ნანახი და ისეც. მაშინ მოდი შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონით დავიწყოთ (ტიპიკონი შიომღვიმის მონასტრისა, თბ., 2003, გვ. 21-22): ცნობაჲ საჴმარ არს, ვითარმედ მონაზონსა, რომელსა ეკლესიარქისა მიერ ეწჳოს თქუმაჲ ფსალმუნისაჲ, შემდგომად სრულყოფისა თაყუანის-სცემს წინაშე წმიდათა კართა. ... ხოლო უკუეთუ დაემთხჳნენ საწინაჲსწარმეტყუელონი, იგივე წარიკითხავს მათცა. ეგრეთვე საქმესა მოციქულთასა ღამისთევასა. ხოლო იტყჳს ღმერთი უფალსაცა... იგივე იტყჳს ყოველი სულსა, და თუ იყოს, კონდაკსა მეექუსესა ზედა გალობასა... და პირველმოჴსენებულივე იგი მონაზონი იტყჳს ჟამისწირვასაცა შინა ფსალმუნსა და იგივე წარიკითხავს სამოციქულოსა, და თუ იცოდის, იტყჳს ალელუია-ფსალმუნსაცა... ჰოდა აი ახლა გეკითხები, შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონით ვინ კითხულობს სამოციქულოს, დიაკონი? კიდევ გინდა ქართული ხელნაწერები? ბერძნულს რაც შეეხება, აგერ მიდევს სიმონპეტრას მონასტრის და ელადის ეკლესიის სამისიონერო მსახურების (საბერძნეთის ეკლესიის ოფიციალური გამომცემლობაა) გამომცემლობის კონდაკები, თუ გინდა დაგისკანერებ (სახარბიელო არ წერია შენთვის არაფერი), მანამდე კი კონსტანტინეპოლში საპატრიარქო სტამბის მიერ 1803 წ. გამოცემული ევხოლოგიონი ნახე. ვინ კითხულობს სამოციქულოს, დიაკონი? რატომ იცი ხოლმე გაჯიუტება დაუსაბუთებელ დებულებებზე? ციტატა ამაშია საქმე ზუსტად. ერთი ტერმინი სხვაა და არსი სხვა. დღევანდელ დღეს ხელდებას ვიყენებთ და თუკი ისტორიულ მიმოხილვას აკეთებდი, მაშინ წინდაწინ უნდა გეთქვა. დღეს მედავითნედ ხელდასხმა არ გამოითქმის სამღვდელმთავრო კონდაკში როგორ წერია? თან გითხარი, ბერძნული ევხოლოგიონი არ განასხვავებს მკვეთრად ქიროტონიას და ქიროტესიას-მეთქი, მაგრამ შენ ან ვერ გამიგე, ან არ გამიგე. შენი იდეა, რომ წიგნისმკითხველი სასულიერო დასს არ ეკუთვნის, არის მთელი ცდომილების სათავე. ციტატა სამღვდელო დასი გამიგია, სასულიერო პირი გამიგია, მაგრამ ეს სასულიერო დასი რაღაც სიახლეა და მაგდენი არ ვიცი ჯერ.... შენ სიტყვა კლირი გაგიგია? დიდი სჯულისკანონიდან ციტატა ტყუილად დავდე? არ არსებობს დიაკონის მიერ საბერძნეთში სამოციქულოს კითხვა, ერთი თუ მგალობლები და წიგნისმკითხველები ამოწყდნენ, მარტო იმ შემთხვევაში ალბათ აგერ ვიდეო ყოვლადუწმიდესი ბართლომეს წირვიდან, სამოციქულოს მარჯვენა ანალოგიასთან კითხულობს მგალობელი, სტილიანოს ვერვერისი (დასაწყისი ცოტა პრობლემურია, ერთი-ორი წამით წინ წაწიე კურსორი). ახლა არ მითხრა დიაკვნების დეფიციტი არის პატრიარქის წირვაზეო -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი