ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
გიორგიი |
Jun 5 2007, 05:15 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 5-June 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,109 |
თუ რამე იცით აქ დაწერეთ მედავითნეობის შესახებ!
|
კანონისტი |
Jun 12 2007, 10:36 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Sotiris
გასაგებია, მაგრამ ციტატა ხოლო იტყჳს ღმერთი უფალსაცა... ამას გინახავს სადმე რომ მედავითნე ამბობდეს? კი, მიდის ტენდენცია იქითკენ, რომ მედავითნე თქვას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ასე არ არის. მერე კიდევ, არ დაგავიწყდეს, რომ საქართველოში არცერთი წიგნის მკითხველი ხელდებული არ არის, შეიძლება ესეცაა მაგის მიზეზი. ციტატა შენ სიტყვა კლირი გაგიგია? გამიგია, მაგრამ წიგნის მკითხველი სასულიერო პირი არ არის მეთქი ეგ ვთქვი და შენ რა გინდა თქვა, რომ არის? მსახურთა დასში ცხადია შედის და ამ გაგებით კლიროსში (ანუ დასში) შეგვიძლია მოვიაზროთ.... ციტატა სამოციქულოს მარჯვენა ანალოგიასთან კითხულობს მგალობელი, სტილიანოს ვერვერისი ვიდეოს მე ვერ დაგიდებ, იმიტომ რომ არა ინტერნეტში, არამედ ტელევიზორში მაქვს ნანახი, სამოციქულოს დიაკონი რომ კითხულობს ბერძნული ღვთისმსახურებისას. მეორეც, გადახედე წინა პოსტებს: კითხვა იყო, რომ თუკი ქალია მედავითნე, სამოციქულოს როგორ წაიკითხავსო, მე კი ვუპასუხე, რომ წაიკითხავს, თუკი კურთხევა აქვს, მაგრამ წესით დიაკონი უნდა კითხულობდეს-მეთქი. ჰოდა რა გინდა ვერ გამიგია... ძალიან კარგია, რომ ბერძნები ასე აღასრულებენ ღვთისმსახურებას, მაგრამ ჩვენში განსხვავებული წესია, ყოველ შემთხვევაში დღეს. და აქ ხალხს ძირითადად დღეს მოქმედი წესი აინტერესებს და არა ლიტურგიკის ისტორიის წიაღსვლები (რომელიც თავისთავად ძალიან საინტერესოა). ახალ გამოცემულ კონდაკში (რომელიც მამა ზაქარიას მიერ არის შედგენილი) წერია, რომ არც სულიწმიდის მოწვევის ლოცვები უნდა იქნეს წაკითხული, არც მცირე სეფისკვერები უნდა იკვეთოს და საცისკრო წარდგომაც მედავითნემ უნდა ბრძანოს (რაშიც სამივეში ვეთანხმები), მაგრამ მართებული იქნება დღეს ვინმემ ეგრე რომ აღასრულოს ღვთისმსახურება? არა, იმიტომ რომ არ არის ჯერ-ჯერობით მაგაზე კურთხევა ისევ გიმეორებ, მე არ მითქვამს, რომ უძველეს ხელნაწერებში დიაკონი წერია მკითხევლად მეთქი. მე ვთქვი რომ ასეა წესით (ვიგულისხმე დღეს) და თუკი ვინმე შეცვლის (ან როგორც შენ ამბობ: აღადგენს) ამ წესს, კეთილი და პატიოსანი. დავემორჩილებით ისე, ძალიან მიხარია შენი პოსტები, გულწრფელად გითხრა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი