ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
გიორგიი |
Jun 5 2007, 05:15 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 5-June 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,109 |
თუ რამე იცით აქ დაწერეთ მედავითნეობის შესახებ!
|
კანონისტი |
Jun 12 2007, 10:36 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Sotiris
გასაგებია, მაგრამ ციტატა ხოლო იტყჳს ღმერთი უფალსაცა... ამას გინახავს სადმე რომ მედავითნე ამბობდეს? კი, მიდის ტენდენცია იქითკენ, რომ მედავითნე თქვას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ასე არ არის. მერე კიდევ, არ დაგავიწყდეს, რომ საქართველოში არცერთი წიგნის მკითხველი ხელდებული არ არის, შეიძლება ესეცაა მაგის მიზეზი. ციტატა შენ სიტყვა კლირი გაგიგია? გამიგია, მაგრამ წიგნის მკითხველი სასულიერო პირი არ არის მეთქი ეგ ვთქვი და შენ რა გინდა თქვა, რომ არის? მსახურთა დასში ცხადია შედის და ამ გაგებით კლიროსში (ანუ დასში) შეგვიძლია მოვიაზროთ.... ციტატა სამოციქულოს მარჯვენა ანალოგიასთან კითხულობს მგალობელი, სტილიანოს ვერვერისი ვიდეოს მე ვერ დაგიდებ, იმიტომ რომ არა ინტერნეტში, არამედ ტელევიზორში მაქვს ნანახი, სამოციქულოს დიაკონი რომ კითხულობს ბერძნული ღვთისმსახურებისას. მეორეც, გადახედე წინა პოსტებს: კითხვა იყო, რომ თუკი ქალია მედავითნე, სამოციქულოს როგორ წაიკითხავსო, მე კი ვუპასუხე, რომ წაიკითხავს, თუკი კურთხევა აქვს, მაგრამ წესით დიაკონი უნდა კითხულობდეს-მეთქი. ჰოდა რა გინდა ვერ გამიგია... ძალიან კარგია, რომ ბერძნები ასე აღასრულებენ ღვთისმსახურებას, მაგრამ ჩვენში განსხვავებული წესია, ყოველ შემთხვევაში დღეს. და აქ ხალხს ძირითადად დღეს მოქმედი წესი აინტერესებს და არა ლიტურგიკის ისტორიის წიაღსვლები (რომელიც თავისთავად ძალიან საინტერესოა). ახალ გამოცემულ კონდაკში (რომელიც მამა ზაქარიას მიერ არის შედგენილი) წერია, რომ არც სულიწმიდის მოწვევის ლოცვები უნდა იქნეს წაკითხული, არც მცირე სეფისკვერები უნდა იკვეთოს და საცისკრო წარდგომაც მედავითნემ უნდა ბრძანოს (რაშიც სამივეში ვეთანხმები), მაგრამ მართებული იქნება დღეს ვინმემ ეგრე რომ აღასრულოს ღვთისმსახურება? არა, იმიტომ რომ არ არის ჯერ-ჯერობით მაგაზე კურთხევა ისევ გიმეორებ, მე არ მითქვამს, რომ უძველეს ხელნაწერებში დიაკონი წერია მკითხევლად მეთქი. მე ვთქვი რომ ასეა წესით (ვიგულისხმე დღეს) და თუკი ვინმე შეცვლის (ან როგორც შენ ამბობ: აღადგენს) ამ წესს, კეთილი და პატიოსანი. დავემორჩილებით ისე, ძალიან მიხარია შენი პოსტები, გულწრფელად გითხრა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Sotiris |
Jun 12 2007, 12:42 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
Sotiris გასაგებია, მაგრამ ამას გინახავს სადმე რომ მედავითნე ამბობდეს? კი, ბერძნებთან მგალობელი ან წიგნისმკითხველი ამბობს მუხლებს. ციტატა კი, მიდის ტენდენცია იქითკენ, რომ მედავითნე თქვას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ასე არ არის. მერე კიდევ, არ დაგავიწყდეს, რომ საქართველოში არცერთი წიგნის მკითხველი ხელდებული არ არის, შეიძლება ესეცაა მაგის მიზეზი. რისი მიზეზი? დიაკონის წაკითხული სამოციქულო ჯერ არ მინახავს ჩვენთან. ციტატა გამიგია, მაგრამ წიგნის მკითხველი სასულიერო პირი არ არის მეთქი ეგ ვთქვი და შენ რა გინდა თქვა, რომ არის? კლირიკოსია (დაბალი რანგის, ვთქვათ მღვდლებისგან განსხვავებით). კლირი სასულიერო დასია და კლირიკოსი ამიტომ სასულიერო პირი, შენ კიდევ რატომღაც მარტო დიაკონებს, მღვდლებს და ეპისკოპოსებს უპატენტებ ამას. რუსულ სამღვდელმთავრო კონდაკში რომ ჩაიხედო, იქ ხელდასხმის მერე მღვდელმთავარი პირდაპირ ეუბნება წიგნისმკითხველს, რომ მისი წოდება მღვდლობის პირველი საფეხურია (!). ეგეთი სიტყვები ბერძნებსაც ჰქონდათ ზოგ ხელნაწერში, გოარის ევხოლოგიონშიც არის. ციტატა მსახურთა დასში ცხადია შედის და ამ გაგებით კლიროსში (ანუ დასში) შეგვიძლია მოვიაზროთ.... გუჯა რომ იყოს აქ, ახალ შიშს აღმოაჩენდა, ტერმინოლოგიურ შიშს ციტატა ვიდეოს მე ვერ დაგიდებ, იმიტომ რომ არა ინტერნეტში, არამედ ტელევიზორში მაქვს ნანახი, სამოციქულოს დიაკონი რომ კითხულობს ბერძნული ღვთისმსახურებისას. რაღაც არასწორი ბერძნული ვიდეო ყოფილა ციტატა მეორეც, გადახედე წინა პოსტებს: კითხვა იყო, რომ თუკი ქალია მედავითნე, სამოციქულოს როგორ წაიკითხავსო, მე კი ვუპასუხე, რომ წაიკითხავს, თუკი კურთხევა აქვს, მაგრამ წესით დიაკონი უნდა კითხულობდეს-მეთქი. მე ის მინდა, რომ "წესით" სამოციქულოს დიაკონი არ კითხულობს. ციტატა ძალიან კარგია, რომ ბერძნები ასე აღასრულებენ ღვთისმსახურებას, მაგრამ ჩვენში განსხვავებული წესია, ყოველ შემთხვევაში დღეს. და აქ ხალხს ძირითადად დღეს მოქმედი წესი აინტერესებს და არა ლიტურგიკის ისტორიის წიაღსვლები (რომელიც თავისთავად ძალიან საინტერესოა). ჰოდა სად მოქმედებს ეგ წესი, რომ სამოციქულოს დიაკონი კითხულობს? ციტატა ახალ გამოცემულ კონდაკში (რომელიც მამა ზაქარიას მიერ არის შედგენილი) წერია, რომ არც სულიწმიდის მოწვევის ლოცვები უნდა იქნეს წაკითხული, არც მცირე სეფისკვერები უნდა იკვეთოს და საცისკრო წარდგომაც მედავითნემ უნდა ბრძანოს (რაშიც სამივეში ვეთანხმები), მაგრამ მართებული იქნება დღეს ვინმემ ეგრე რომ აღასრულოს ღვთისმსახურება? შენ რა იცი, რომ არ აღასრულებენ? ისე ანაფორაში იმ ინტერპოლაციას "სულიწმიდის მოწვევის ლოცვები" არ ჰქვია. მამა ზაქარიას კონდაკი კი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია აკრძალულია გასავრცელებლად და ბევრ ცდომილებას შეიცავს. ციტატა ისევ გიმეორებ, მე არ მითქვამს, რომ უძველეს ხელნაწერებში დიაკონი წერია მკითხევლად მეთქი. მე ვთქვი რომ ასეა წესით (ვიგულისხმე დღეს) სად? ისე არ მინდა სიტყვებზე გამოდევნება, მაგრამ შენ თქვი სამოციქულოს კითხვა ერის სწავლებაა და მაგის უფლება მარტო მაღალი რანგის კლირს აქვსო ციტატა ისე, ძალიან მიხარია შენი პოსტები, გულწრფელად გითხრა მეც -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი