პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
Irma |
Oct 7 2006, 07:35 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 28-September 06 მდებარ.: skami წევრი № 228 |
ვაჟა-ფშაველა
სიმღერა (ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს) არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა, დავდივარ დედიშობილა, მეც იმათ ჯოგიდამა ვარ, ვინც სიღარიბით ცნობილა. ამ წუთისოფლის თორნეში ბევრი სხვა გამოცხობილა. ჩემს გარდა ასეთს ყოფაში მრავალი სხვაცა ყოფილა. ყველას სამარე მიგველის, ვინც დედის მუცლით შობილა. საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი, თავი მდიდარი მგონია, ისეთი, თქვენმა ძმობამა, ჯერ არვის გაუგონია. მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა: მთაში - მთა, ბარად - ბარია, ზღვა და ხმელეთი ერთიან, ცას - ვარსკვლავების ჯარია, დილით მზე მანათობელი, ღამის გუშაგი მთვარია, მდიდართ სიმდიდრით ღიღინი, ბეჩავთ ქვითინი მწარია, ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა, ცა მოწმენდილი, დარია; დილით გაფურჩნა ვარდისა, მთელი იმისი გვარია: ია, უღრანს ტყეს მოსული, თალხ-კაბა, ენა-მტკბარია, კლდის თავს გაშლილი პირიმზე, - მთის სასახელო ქალია; მარგალიტივით მდელოზედ ბრჭყვიალა დილის ცვარია. ზამთრის ზვავების ქუხილი, გაზაფხულს წვიმის ღვარია, იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის თუ დამიკეტეს კარია. ხარს ვგევარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ; ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! – მძინარიც იმას ვდუდუნებ; საწყალთ საწყლობა რომ მესმის, იმათ ვარამზე ვწუწუნებ; არცროს უსაქმო არა ვარ, მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ. ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები, ბეჩავთაც გავუზიარებ. სიკეთისათვის სიკეთეს არავის დავუგვიანებ. ავის თქმით, ავის ქცევითა გულს არვის დავუზიანებ. ხარს ვგავარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ: ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! – მძინარიც იმას ვდუდუნებ; საწყალთ საწყლობა რომ მესმის, იმათ მაგივრად ვწუწუნებ; ხანდახან ჟინი ამიღებს, სიმღერას დავაგუგუნებ. 1896 http://literatura.iatp.ge/ ) ბესიკი მამამან გფაროს მამამან გფაროს, ძემან დაგცვაროს, სულმან სამსებით გცეს ვარდის კონა! გატრფოს ზენამა სულთ მალხენამა, მას აღემსჭვალო, სხვა არას მგონა! გიკურთხნეს ძენი, ღვთის ნაბოძენი, პალესტინისა ვაზთ მინაწონა! ცხოვრება ბევრად, კეთილი ტევრად გარე მოგადგეს; მტერი გყვეს მონად! -------------------- ...ვაი არს კაცისა მის, რომლისა სახელი უმეტეს არს საქმეთა მისთა და ესე დამემართა მე...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი