ფოლკლორული ანსამბლები, რომელი მოგწონთ? რატომ? და ა.შ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფოლკლორული ანსამბლები, რომელი მოგწონთ? რატომ? და ა.შ... |
Nanio |
Jun 12 2007, 12:49 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
დაწერეთ რომელი და რატომ მოგწონთ
მე ხმას ვაძლევ ბასიანს. იმიტომ, რომ ყველაზე მაგრად მომწონს -------------------- მეკენდარია? |
ვეშაპო |
Jun 13 2007, 12:00 AM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
ისე, მართალი რომ გითხრათ.
ჩემთვის დავფიქრდი და რას ვფიქრობ იცით? ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას მაინც ამერ-იმერის, მთიების, კონსერვატორების, ქუთაისის და გორის ბავშვების ანსამბლები ახდენენ ჩემზე. აი, ხომ ვიყავი, ამერ-იმერის კონცერტებზეც ვარ ნამყოფი, მთიებისაც, ქუთაისელი ბავშვების კონცერტზედაც, დიდგორზეც ვიყავი. ძალიან მომეწონა დიდგორი, ბასიანზე ლაპარაკიც არაა, მაგრამ ამათ რომ ვუყურებ ხოლმე, სულ სხვა სითბო მოდის. აი ისე, როგორც აქვს აღწერილი აპოლონ წულაძეს "ეთნოგრაფიულ გურიაში", ან ბესარიონ ნიჟარაძეს "ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებში" სვანეთის შესახებ. ერთმანეთში მაინც სხვა ურთიერთობას იწვევს ასეთი შემოქმედება. გოგოები, ბიჭები, ცეკვა-ფერხულები (მოცეკვავეებმა არ იფიქრონ რომ მაგათნაირ ცეკვებს ვგულისხმობ), გაშაირება, გალექსავება. ეგ ჩემთვის ყველაზე მეტად გულისამაჩუყებელია. ანჩისხატის გუნდი უფრო მაინც გარდამავალია ეგეთი ფოლკლორულ-აუთენტური ტიპის ანსამბლებსა და ბასიანის ტიპის ანსამბლებს შორის. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 10:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი