ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
გიორგიი |
Jun 5 2007, 05:15 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 5-June 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,109 |
თუ რამე იცით აქ დაწერეთ მედავითნეობის შესახებ!
|
კანონისტი |
Jun 14 2007, 10:58 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
რა საკითხავებს შეიცავს თითოეული წიგნი?
საქმე ისაა, რომ ლიტურგიკული წიგნები შედგენილი იმის მიხედვით, თუ რა ციკლის მსახურებაზე გამოიყენება ის. შესაბამისად, წლის, კვირისა და დღის ციკლების შეერთება არის მთავარი ამოცანა მედავითნისათვის განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული შაბათ-კვირის წირვა-ლოცვა წესით, საეკლესიო განწესით, მწუხრის წინ უნდა შესრულდეს IX ჟამნი (რაც ჩვენში დავიწყებასაა მიცემული). ჟამნი მართალია დღის ციკლის საკითხავია (რამდენადაც საათს ნიშნავს და დღის გარკვეულ პერიოდში იკითხება), მაგრამ მას აუცილებლად ჩაერთვის წლისა და კვირის საკითხავებიც - ესენია ტროპრები და კონდაკები ზოგადად, ყველა ჟამნის წაკითხვის ფორმულა ასეთია: - 3 ფსალმუნი - დიდება, აწდა, ალილუია (3X), უფალო, შეგვიწყალენ (3X) --> 1 ან 2 ტროპარი - აწდა, ღვთისმშობლის ლოცვა - დასაწყისი ლოცვები - კონდაკი - უფალო, შეგვიწყალენ (40X) - "რომელი ყოველსა დღესა..." - ჟამნის ლოცვა (ყველაზე ერთია) - უფალო, შეგვიწყალენ (3X), დიდება, აწდა - უპატიოსნესსა... - სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ - ბოლო ლოცვა (სხვადასხვა აქვს ყველა ჟამნს) 2 შენიშვნა: 1. 3 ფსალმუნის შემდეგ, თუ 2 ტროპარი იკითხება (ეს დამოკიდებულია დღესასწაულზე, ხსენებული წმინდანების რაოდენობაზე და ა.შ.), მაშინ გავჩერდებით "უფალო, შეგვიწყალენ"-ზე, ვიტყვით 1-ლ ტროპარს, შემდეგ "დიდება"-ს, მეორე ტროპარს, "აწდა"-ს და გავაგრძელებთ. ხოლო თუკი 1 ტროპარი იკითხება, მაშინ შევჩერდებით "დიდება"-ზე, ვიტყვით ტროპარს და აწდა-დან გავაგრძელებთ. ნებისმიერ შემთხვევაში კონდაკი (დასაწყისი ლოცვების შემდგომ) 1-ხელ იკითხება. თუკი ტროპარი ორი იქნა წაკითხული, მაშინ შესაბამისი კონდაკები, როგორ წესი, მონაცვლეობით იკითხება (ანუ ერთი I, VI ხოლო მეორე III, IX ჟამნებზე) 2. პირველ ჟამნს დასრულება მცირედით განსხვავებული აქვს. "გვაკურთხენ"-ის შემდეგ მღვდელი წარმოთქვამს "ღმერთო მიწყალენ და მაკურთხენ ჩვენ...", რაზეც მედავითნე პასუხობს "ამინ" და მღვდელი ამბობს მეორე ლოცვას (ამბიონზე, სახით მაცხოვრის ხატისკენ) "ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო...", რის შემდეგაც იგალობება ან იკითხება "ზესთა მბრძოლისა..." - -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი