ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისწავლოთ მედავითნეობა, ... |
გიორგიი |
Jun 5 2007, 05:15 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 5-June 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,109 |
თუ რამე იცით აქ დაწერეთ მედავითნეობის შესახებ!
|
კანონისტი |
Jun 14 2007, 11:22 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მწუხრი მწუხრი იწყება წმ. სამების სადიდებლით (დიდება წმიდასა და თანაარსსა...) და 103-ე ფსალმუნით, რის დროსაც ხდება მთელი ტაძრის კმევა კმევის დასრულების შემდეგ იხურება აღსავლის კარი და წარმოითქმის მშვიდობიანი (დიდი) კვერექსი კვერექსის დასრულების შემდეგ ლიტურგიკულად უწევს რიგითი კანონის კითხვა. იმის გათვალისწინებით, რომ შაბათის მწუხრზე იკითხება 1-ლი კანონი, როგორც წესი, იგალობება ხოლმე (გამოკრებილი მუხლები) კანონის შემდეგ წარმოითქმის მცირე კვერექსი და ხდება ტაძრის კმევა. იგალობება "უფალო ღაღად-ვყავ...". გალობის დასრულების შემდეგ იკითხება 140, 141 ფსალმუნების დარჩენილი მუხლები. ბოლო ათი მუხლიდან (ან შვიდიდან, იმის მიხედვით, თუ რამდენია), იწყება ღაღად-ვყავის დასდებლების კითხვა. თუ "უფალო, ღაღად ვყავ" დღის ციკლის გალობაა და შინაარსობრივად ძველი აღთქმისაა (რამდენადაც ფსალმუნის საკითხავებს შეიცავს), დასდებლები უკვე წლის ან/და კვირის ციკლის საკითხავებია და ახალი აღთქმისაა (ეს ძალიან საინტერესო მომენტია ღვთისმსახურებაში, როცა ხდება ძველი და ახალი აღთქმის საკითხავების შეერთება!) საერთოდ, უნდა ითქვას, რომ კვირის მსახურება იმდენად უპირატესია, რომ მისი საკითხავები იკითხება უწინარეს არათუ დიდი წმინდანების ხსენების დღეს, არამედ თვით 12 დღესასწაულის უმეტესი ნაწილის წინაც კვირის მსახურებების ჩართვა ხდება პარაკლიტონიდან, სადაც მითითებულია "საკითხავნი ღაღადვყავსა ზედა". კვირის ციკლის მსახურებები როგორც ცნობილია 8 ხმად იყოფა (ამაზე ცალკე ვისაუბრებთ)და კალენდრის მიხედვით გავარკვევთ, თუ რომელი ხმის ჩასართავებს ამოვიკითხავთ თავად ღაღადვყავის საკითხავები პირობითად სორ ნაწილად იყოფა - აღდგომის და აღმოსავლურნი. ამის შემდეგ ღაღადვყავ-ს ჩაერთვის წმინდანების საკითხავები. "დიდების" შემდეგ, როგორც წესი იკითხება წმინდანის საკითხავი, ხოლო "აწდა"-ზე - ღვთისმშობლის (პარაკლიტონიდან) აღესრულება მცირე შესვლა საცეცხლურით, რის შემდეგაც იგალობება "ნათელო მხიარულო..." და წარმოითქმის დღის წარდგომა - შაბათს ეს არის "უფალი სუფევს შვენიერებაი შეიმოსა" თავისი მუხლებით -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი