![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ერთ ბერს ვინმე წარჩინებულმა ჰკითხა: "თუკი ადამიანისათვის საჭიროა მარხვა და თავშეკავება, მაშინ რატომ არის ამ ქვეყნად შექმნილი ამდენი სასიამოვნო, ჩვენთვის დამატკბობელი რამ?" ბერმა უპასუხა: "თუკი ღმერთი არ შექმნიდა ამდენ მიწიერ რამეს, მაშინ ყველა უნებლიედ იმარხულებდა. მიწიერი სიკეთეები იმისათვის არ არის, რომ დავტკბეთ, ისინი მარხვის სრულყოფილებისთვისაა. ღმერთს არ სურს უნებლიე მარხვა, მას ნებავს, რომ ჩვენ ნებით ვმარხულობდეთ მხოლოდ, მისდამი სიყვარულის გამო." -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
athos |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
ციტატა მკითხეს, ერთი გვითხარი სად წერია, რომ უნდა იმარხულოო, ბიბლია კი გვაქვს ნასწავლი და იქ ეგეთი არაფერი წერიაო (აქ სკოლებში სწავლობენ ბიბლიას). ხოდა გავჩუმდი და ჩემ თავზე გავბრაზდი რო პასუხი არ მქონდა sad.gif შევეცდები შეძლებისდაგვარად გიპასუხო ![]() მარხვის შესახებ ძველ აღთქმაში: "... რაჟამს აღვიდოდე მთასა მას მოღებად ფიცართა მათ ქვისათა, ფიცართა მათ შჯულისათა, რომელ-იგი მომცნა მე და ვიყავ მე მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, პური არ ვჭამე და არცა წყალი ვსუ"(რჯლ. 9,9) " და იყო, რაჟამს მესმეს მე სიტყუანი ესე, დავჯედ და ვსტიროდე და ვიგლოვდი მრავალ დღე, ვიმარხევდი და თაყუანის-ვსცემდი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა ზეცათასა"(ნეემ.1,4). "ოცდამეოთხესა მის თთჳსასა შეკრბეს ძენი ისრაჱლისანი და იწყეს მარხვად და შთაიცვეს ძაძა და გარდაისხეს ნაცარი თავსა თჳსსა"(ნეემ. 9,1). " და მივეც პირი ჩემი უფლისა მიმართ ღმრთისა გამოძიებად ლოცვითა და ვედრებითა მარხვათა მიერ და ძაძისა და ნაცრისა"(დან, 9,3). "5.იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. 7.გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს."(იონა 3, 5,7) ძველ აღთქმაში კიდევ ბევრია, ვფიქრობ ეს ამჯერად საკმარისია ახალ აღთქმაში: მაცხოვარმა იმარხულა "ორმოცი დღე და ორმოცი ღამე" "2. და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ. 3. მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს"(საქმე 13, 2-3) "ჰრქუა მას კორნილიოს: მეოთხით დღითგან ვიდრე აქა ჟამადმდე ვიყავ მარხული და მეცხრესა ჟამსა ვილოცევდ რაჲ სახლსა შინა ჩემსა, და აჰა-ესერა დადგა კაცი წინაშე ჩემსა სამოსლითა ბრწყინვალითა"(საქმე 10.30) "და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა"(საქმე 14.23). "მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო"(საქმე 27.9) ეს ციტატები ბიბლიიდან (მხოლოდ ნაწილი მოვიყვანე, კიდევ ბევრია), ამის გარდა ადრეული პერიოდის ქრისტიანულ ნაწარმოებებში ბევრგან გვხვდება მარხვის შესახებ, მაგალითად "დიდაქეში"(ანუ მოძღვრება თორმეტი მოციქულისა) "პირმოთნეთა მარხულობას ნუ დაემთხვევით. მათი მარხვა ორშაბათსა და ხუთშაბათს ხვდება; თქვენ იმარხულეთ ოთხშაბათსა და პარასკევს"(დიდაქე VIII 1). ასევე ჰერმესის "მწყემსში" (II საუკ. დასაწყ) "Однажды, когда я постился и сидел на горе, благодаря Господа за то, что сделал Он со мною..." ("Пастырь", Подобие пятое, 1) მარხვის დღეებზე ლაპარაკობს ტერტულიანე:"... Нужно явиться на бдение? Муж назначит в это время свидание в бане. Придет день поста? Муж именно в этот день пригласит друзей на пир. Случится ли крестный ход? Именно в этот день как никогда много хлопот по дому"(Послание к жене II. 4) მარხვა გულისხმობს საკვებისგან თავშეკავებას. ძველ აღთქმაში მარხვისას ხშირად საერთოდ არაფერს ჭამდნენ. მაგალითად დავით მეფემ ასე იმარხულა, რათა არ მომკვდარიყო მისი შვილი, რომელიც შეეძინა ბერსაბესთან (2მეფეთა 12, 15-23), ასევე იმარხულეს ნინეველებმაც, როგორც ზემოთ იყო ციტატაში მოყვანილი. პირველი ქრისტიანები მარხვის დროს არაფერს ჭამდნენ საღამომდე, საღამოს კი მცირეოდენ საკვებს იღებდნენ. მარხვისას მხოლოდ მცენარეული საკვების მიღება ჩამოყალიბდა სამონაზვნო ცხოვრების წესის გავლენით. თუმცა ყოველთვის ითვლებოდა რომ სამარხო საჭმელი უბრალო და მსუბუქი უნდა ყოფილიყო. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი