ქართული ხალხური ინსტრუმენტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხალხური ინსტრუმენტები |
ვეშაპო |
Jan 29 2007, 01:42 AM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
აქ ვისაუბროთ, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე.
გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები ამა თუ იმ ინსტრუმენტზე, მის წარმომავლობაზე, დამზადებაზე, შემსრულებელზე და ა.შ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
tsintsa |
Jun 14 2007, 10:08 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 13-June 07 წევრი № 2,179 |
აქ ვისაუბროთ, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე. გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები ამა თუ იმ ინსტრუმენტზე, მის წარმომავლობაზე, დამზადებაზე, შემსრულებელზე და ა.შ. გასაგებია თქვენი აზრით: ფოლკლორულმა ანსამლებმა უნდა ამოიღოს ხმარებიდან ქრომატიული ფანდური რადგან კირილემ შექმნა? ჩემი აზრით იმის მიუხედავად რომ, ეს ინსტრუმენტი კირილემ შექმნა ხმარებიდან არ უნდა ამოვარდეს რადგან კარგად შეერწყა ქართულ ხალხურ მუსიკას, უბრალოდ გააჩნია როგორ დაუკრავ და რას დაუკრავ. რომცა დრო იყო ხო შეიქმნა ხალხური ფანდური და მასაც ჰყავს ვიღაც შემქმნელი. ჩემი აზრიძ და არა მარტო ჩემი აზრით ქართველი ფოლკლორისტების შემუშავებული თუ ზუსტად მახსოვს 7 ფოლკლორულობის კანონიდან უმრავლესობას ეს საკრავი აკმაყოფილებს. ეს კანონები თუ შეიძლება კანონები ეწოდოს მე ბ.ნ. თამაზ გაბისონიასგან ვიცი. 1. უნდა იყოს ხალხში პოპულარული 2. მისი ხმარების წესი უნდა იყოს ხალხში 3. უნდა გაუძლოს დროს 4. უნდა იყოს ანონიმური მისი შემქმნელი 5. ხალხს უნდა ჰქონდეს მის მუსიკალურ განვითარებაში წვლილი შეტანილი 6. უნდა ახლოს იყოს და კარგად ერწყმოდეს ხალხურ შემოქმედებას სამწუხაროდ მეშვიდე ვერ გავიხსენე და არ მინდა მე თვითონ მოვიგონო ჩემი აზრით ამ კანონებიდან ხალხური ფანდური აკმაყოფილებს 1,2,3,5,6 პუყნქტებს 7 არ მახსოვს მაგრამ რაც მე არ მომწონს: ამ ინსტრუმენტის ქრომატიულობა ხელს უწყობს მასზე შესრულებული კომპოზიციების არაქრომატიულად შერულებას და ამავე დროს უფრო მეტად ხელს უწყობს არაქრომატიულობას. ასე რომ ჩემი აზრით გააჩნია ვინ რას დაუკრავს და როგორ -------------------- 8-9 დეკემბერს სვანეთის საღამო გაიმართება. 8 ოქტომბერს სვანურ მუსიკალურ ფოლკლორს წარმოგვიდგენს სოფ. ლატალის გუნდი, კონცერტი გაიმართება უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში. 9 ოქტომბერს ფოტო-ხელნაწერი და სხვა დოკუმენტური მასალის გამოფენა იქნება სამების ახალგაზრდულ ცენტრში .
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი