![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ერთ ბერს ვინმე წარჩინებულმა ჰკითხა: "თუკი ადამიანისათვის საჭიროა მარხვა და თავშეკავება, მაშინ რატომ არის ამ ქვეყნად შექმნილი ამდენი სასიამოვნო, ჩვენთვის დამატკბობელი რამ?" ბერმა უპასუხა: "თუკი ღმერთი არ შექმნიდა ამდენ მიწიერ რამეს, მაშინ ყველა უნებლიედ იმარხულებდა. მიწიერი სიკეთეები იმისათვის არ არის, რომ დავტკბეთ, ისინი მარხვის სრულყოფილებისთვისაა. ღმერთს არ სურს უნებლიე მარხვა, მას ნებავს, რომ ჩვენ ნებით ვმარხულობდეთ მხოლოდ, მისდამი სიყვარულის გამო." -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
„საყუარელნო, მარხვა დედა არს სიწმინდისა და წინამძღვარი ლოცვისა. მარხვა ცხადმყოფელი არს სინანულისა და ყვავილი ყოვლისა კეთილისა ნაყოფისა“. - ბრძანებს იოანე ოქროპირი.
წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ღმერთმა მარხვა დაუდგინა სამოთხეში მცხოვრებ ადამსა და ევას. ეს იყო პირველი მცნება, რომელიც უნდა დაეცვა ადამიანს. მას არ უნდა ეგემა ედემის შუაში დანერგილი კეთილისა და ბოროტის ცნობის ხის ნაყოფი, რომლის შეჭმაც სიკვდილს მოუტანდა. უცოდველი ადამიანი, რომელმაც არ იცოდა თუ რა არის უკეთურება, გაჭირვება, სნეულება, ხრწნა, სიკვდილი, უნდა დამორჩილებოდა თავის შემოქმედს. პირველი ადამიანის დაცემით დაეცა მთელი სამყარო და დამკვიდრდა სიკვდილი. რისთვის დაუდგინა უფალმა ადამსა და ევას მარხვა? რაში უნდა დასჭირვებოდა უზენაესს მათ მიერ საჭმლისაგან თავის შეკავება? წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ნაყოფი, რომლის ჭამაც ეკრძალებოდა ადამიანს, ჯერ არ დამწიფებულიყო მისთვის, ე.ი. ის ჯერ არ იყო მზად, რომ მიეღო ცოდნა ბოროტისა და კეთილის შესახებ. ამგვარად, მარხვა თავად ადამიანისთვის იყო საჭირო, რათა სრულყოფა განეცადა. მარხვის დარღვევით იგი წინ აღუდგა თავის შემოქმედს. ეს ნაბიჯი იყო ნიშანი მისი ამპარტავნებისა და კადნიერი სურვილისა, ყოფილიყო, ვითარცა ღმერთი. წმიდა ეკლესია, რომელიც ღმერთმა დაამკვიდრა იმისთვის, რომ სასუფეველში შეჰკრიბოს თავისი ჭეშმარიტი შვილები, რომელიც არის სახე უფლის განკაცებული ძისა, იესო ქრისტესი, მოუწოდებს ყოველ ქრისტიანს, რომ შეინახოს მარხვა. იესო ქრისტემ თავისი ქვეყნიური ცხოვრებისას თვითონ მოგვცა მაგალითი მარხვისა, როცა ორმოცი დღე იმარხულა უდაბნოში. მსგავსად პირველი ადამიანებისა, მარხვა აუცილებელია თითოეული ჩვენგანისათვის. მარხვა არის საწინდარი ადამიანის სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღისა. შეუძლებელია, აღიწეროს ყოველი სიკეთე მარხვისა. მარხვა ანახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. მისი მეოხებით ადამიანი თრგუნავს მრავალ ვნებასა და უკეთურებას. იგი არის საფუძველი უბიწოებისა და მცველი ღვთისმოსაობისა. მარხვა განგვაშორებს ბოროტ ძალებს და გვაზიარებს სული წმიდის მადლს. მარხვით ცხრება ჩვენი მრისხანება, ითრგუნება ავხორცი აღძვრანი და იღვიძებენ სათნოებანი. მარხვით ყუჩდება ამაო გულისთქმათა ამბოხი, წყნარდება ჩვენი გონება, იწმინდება აზროვნება. ადამიანი უკეთ ფლობს საკუთარ სულიერ ძალებს, იმორჩილებს მოუთოკავ სხეულს და ცხოვრების მღელვარე ზღვაში თავისი ხომალდი სათნოებათა ნავთსაყუდელში მიჰყავს. მარხვა არის მკურნალი არა მხოლოდ სულიერი უძლურებისა, იგი ჩვენს ხორციელ სიჯანსაღესაც უზრუნველყოფს. ყოველი დაავადების მიღმა დგას ადამიანის სულიერი სიძაბუნე, რომელიც არის თავი და თავი ამ სნეულებისა. ცნობილია, რომ დაავადებათა უმეტესობა სწორედ არსწორი და გადაჭარბებული კვებით არის გამოწვეული. არაზომიერი ჭამა, ნაყროვანება და გემოთმოყვარება ერთ-ერთი მძიმე ცოდვათაგანია, რომელიც სხვა უკეთურებების მიზეზიც ხდება. მაგრამ ძლიერ ცდებიან ისინი, ვისაც მარხვა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავება ჰგონია. მარხვა არის თავისუფალი მორჩილება, რომლის დროსაც ადამიანი თავისსავე სურვილით ექცევა ეკლესიის სულიერი ცხოვრების რიტმში. ბასილი დიდი ბრძანებს: „ნუ განყენებითა ოდენ საჭმელთაჲ დაუდებ საზღვარსა სიკეთესა მას მარხვისასა, რამეთუ მარხვაჲ ჭეშმარიტი არს ბოროტთაგან უცხოყოფაჲ“. ამგვარად მარხვა არის თავის შეკავება ყოველგვარი უკეთურებისაგან. იგი არის ადამიანის განსაკუთრებული ძალისხმევა, რომ სრულჰყოს საკუთარი სულიერი ცხოვრება. განერიდოს მიწიერ საგნებზე ამაო ზრუნვას. დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმით, რაც აუცილებელია მისი ყოველდღიური ცხოვრებისათვის. თავი შეიკავოს გართობისაგან და უზრუნველობისაგან. მეტი დრო უნდა დაუთმოს ღვთის მსახურებას. აღასრულოს კეთილი საქმენი, დაეხმაროს გაჭირვებულს. სხვათა განსჯისა და განკითხვის ნაცვლად, საკუთარ გულში ჩაიხედოს და იქ ეძიოს უკეთურობა. მარხვა გარეშე სინანულისა, არ არის მარხვა. თუ ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ ნაკლსა და ცოდვებს, გულწრფელად არ განიცდის მათ, მისი მარხვა არ არის სრულყოფილი. მარხვის ჟამს ქრისტიანები სულის განსაწმედელად ხშირად ამბობენ აღსარებას, და იღებენ წმიდა ზიარების საიდუმლოს. განუყოფელია ერთმანეთისაგან მარხვა და ლოცვა. ამასთან, მარხვა არის ადამიანის სულიერი მოღვაწეობა, მისი გარკვეული მოსაგრეობა და მსხვერპლი ღვთის წინაშე; იგია ნიშანი ადამიანის სურვილისა, ემსახუროს უფალს... ღმერთი გასაოცარ ჯილდოს გვიმზადებს მარხვის წილ. საუნჯე, რომელსაც გვაძლევს იგი, ზეციურია და არა ჰგავს ამა სოფლის ამაო სიამოვნებებს. უფალი დიდ სულიერ ძალას აძლევს ადამიანს და მის სულში სიმშვიდესა და უშფოთველობას ამკვიდრებს. სიყვარულით და სასოებით აღავსებს კაცის გულს და ღვთიურ ნეტარებას განაცდევინებს. უმარხველობა, რომელიც თავისთავად ღვთის წინაშე ურჩობასა და წმიდა ეკლესიისადმი ეჭვზეა ამოზრდილი, უკეთურობისაგან მოუწოდებს ადამიანს. იოანე ოქროპირის სიტყვით რომ ვთქვათ, იგი აღაგზნებს სიამოვნებებს, ამრავლებს ომებს, აღვივებს მტრობას და ბოლოს სათნოების უნარს უკარგავს კაცს... რადგან ადამიანი ვეღარ პოულობს წინააღმდეგობის ძალას და იოლი დასაძლევი ხდება მტერთათვის. წმიდა ეკლესია, რომელშიც მკვიდრობს მადლი სული წმიდისა და რომელიც ღვთის ხმას გვამცნობს, წელიწადში ოთხ მარხვას ადგენს. თავის სამწყსოს იგი ოთხი უდიდესი დღესასწაულისთვის ამზადებს: უფლის ბრწყინვალე აღდგომისთვის, მაცხოვრის შობისთვის, მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს ხსენებისთვის, და ღვთისმშობლის მიძინებისთვის. ეკლესიას სურს, რომ ადამიანი სულიერად განწმენდილი შეეგებოს ამ უდიდეს დღესასწულებს და გულის კარი გაუხსნას მადლს, რომელიც უშურველად მიენიჭება ყოველ ჭეშმარიტ მორწმუნეს, რათა მოხდეს ჩვენი სულიერი ფერისცვალება, რათა ჩვენს სულში იშვას იესო ქრისტე, ჯვარს ეცვას ჩვენი ცოდვილი ბუნება და აღსდგეს ახალი სულიერი ადამიანი, რათა მსგავსად მოციქულებისა შევიქმნათ ჭურჭელნი სულიწმიდის მადლისა და შეუვრდეთ ჩვენი სულის ხსნისათვის მარად მლოცველ დედა ღვთისმშობელს. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th August 2025 - 12:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი