![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
gio todria batumi |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 29-September 06 წევრი № 230 ![]() |
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან და წმ. სინოდის მღვდელმთავრებთან ერთად სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში აღასრულა.
მანამდე საქართველოს პატრიარქი ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარს ეწვია და წმ. ნიკოლოზის ხატს, რომელსაც მირონი უწმინდესის სტუმრობამდე რამდენიმე საათით ადრე დასდინდა, ოქროს პანაღია შესწირა. კათოლოკოს-პატრიარქმა შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად ეპარქიის მღვდელმთავარს თანხა გადასცა. ლოცვის შემდგომ მისმა უწმინდესობამ მშენებარე საპატრიარქო რეზიდენცია დაათვალიერა. ![]() უწმინდესი მშენებარე რეზინდეციაში. 18წლის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კვლავ სხალთის ხეობას ეწვია. მისმა უწმინდესობამ სხალთის ეკლესიაში საკვირაო წირვა აღავლინა. ქადაგებაში პატრიარქმა აღნიშნა, რომ საბჭოთა რეჟიმის დაშლისთანავე აჭარაში პირველი სანთელი სწორედ სხალთის ეკლესიაში დაინთო. პატრიარქმა სხალთის ეპარქიას საკუთარ ფონდიდან 30 ათასი დოლარი გადაურიცხა. ეს თანხა სხალთაში ვერცხლის საწარმოს აშენებას უნდა მოხმარდეს. საწარმოში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და აქ შექმნილი ნაკეთობები კი საზღვარგარეთ გაიყიდება. ![]() უწმინდესი სხალთაში. -------------------- "როგორც სულის გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე"
|
![]() ![]() |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#2
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
გიო, კარგი თემა გახსენი
![]() მართლაც დიდი სიხარული იყო უწმინდესის აჭარაში სტუმრობა. მადლიანი დღეები გვქონდა............. საოცარი, ენით გამოუთქმელი სულიერი განწყობა იგრძნობოდა. იმდენი ხალხი მოვიდა, ტაძარში ტევა არ იყო. ყველას სურდა პატრიარქის ხილვა და მისგან ლოცვა-კურთხევის აღება. ამდენი ხალხი დიდ დღესასწაულებზეც კი არ მოდის ტაძარში. მადლობა უფალს ყველაფრისათვის! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 10:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი