მგალობლის შესამოსელი, ქართულ ტრადიციაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მგალობლის შესამოსელი, ქართულ ტრადიციაში |
Sotiris |
Jun 14 2007, 09:33 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მაინტერესებს, არსებობს თუ არა გამოკვლევები მგალობლის შესამოსლის შესახებ ქართულ ტრადიციაში (ვთქვათ მინიატურების ან ფრესკების საფუძველზე). როდიდან შემოვიდა ჩვენში ფერად-ფერადი სტიქარების ტარების ტრადიცია? ატარებდნენ თუ არა მე-19 ს. მგალობლები განსაკუთრებულ შესამოსელს (ფოტოებზე არ ჩანს)?
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მნათე |
Jun 15 2007, 01:13 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა კონსტანტინოპოლის დაცემის გლოვა გოუგრძელდათ ნამეტანი..... შავი მხოლოდ გლოვის სიმბოლიზირებაა? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
Jun 15 2007, 04:33 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
შავი მხოლოდ გლოვის სიმბოლიზირებაა? ყოვლადუწმიდესი ბართლომეს სიტყვიდან, რომელიც მან წარმოთქვა მგალობელ ვასილი ნიკოლაიდისის გარდაცვალების 20 წლისთავთან დაკავშირებულ შეხვედრაზე 2005 წ.: "... ისინი [მგალობლები] ატარებენ უბრალო შავ შესამოსელს, მართლმადიდებელი სამღვდელოების მდაბალ ანაფორას. ... სამწუხაროდ, დასაბუთებული შეშფოთებითა და სიმწარით ვხედავთ, რომ ზოგიერთი მგალობელი ატარებს შეუფერებელ შესამოსელს წითელი ან მეწამული საყელოთი ან სამკლაურებით და ხანდახან აგრეთვე ოქროსფერი ზოლებით, რაც გამოხატულებაა საერო სულისა, ამპარტავნებისა და ამაოებისა, და ღმერთის მგალობელს გარდაქმნის სამწუხარო შესახედაობის არსებად...". ამ შავი შესამოსელის ტარება ბერძნებს, ჩემი დაკვირვებით, მე-19 ს.-ის მეორე ნახევრიდან უნდა დაეწყოთ. ბიზანტიაში სხვანაირად იყო საქმე. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი