მგალობლის შესამოსელი, ქართულ ტრადიციაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მგალობლის შესამოსელი, ქართულ ტრადიციაში |
Sotiris |
Jun 14 2007, 09:33 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მაინტერესებს, არსებობს თუ არა გამოკვლევები მგალობლის შესამოსლის შესახებ ქართულ ტრადიციაში (ვთქვათ მინიატურების ან ფრესკების საფუძველზე). როდიდან შემოვიდა ჩვენში ფერად-ფერადი სტიქარების ტარების ტრადიცია? ატარებდნენ თუ არა მე-19 ს. მგალობლები განსაკუთრებულ შესამოსელს (ფოტოებზე არ ჩანს)?
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
mariami-k |
Jun 15 2007, 10:50 AM
პოსტი
#2
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
საქართველოშიც ეცვათ მგალობლებს შესაბამისი ფორმა. როგორც ვიცი თბილისში არსებობს შემორჩენილი ეს ფორმა თუმცა აღარავის აცვია. როგორც ვიცი მეუფე ანდრია აპირებს რომ მგალობლებს შეგვიკეროს ფორმები. შემორჩენილია როგორც ბიჭის ასევე გოგო მგალობლების შესამოსელის ნიმუშები.
misdevs mela loms მართალი ხარ. ამას წინათ ჩამოსული იყვნენ პოლონელი მგალობლები და ვნახე. ძალიან ლამაზია როდესაც ერთნაირი შესამოსელები აცვიათ. მგალობელი გოგოს შესამოსელის ძველი ქართული ვარიანტი ხევსურულ სტილშია შეკერილი, ხევსურული ორნამენტებით. კარგი იქნება ამ ტრადიციის აღდგენა. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
Sotiris |
Jun 15 2007, 04:45 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მგალობელი გოგოს შესამოსელის ძველი ქართული ვარიანტი ხევსურულ სტილშია შეკერილი, ხევსურული ორნამენტებით. გურიაშიც ეს ხევსურული შესამოსელი ეცვათ? საქმე კიდევ იცი რაშია, ქალი მგალობლების არსებობა ქართულ ნარატიულ წყაროებში რაღაც არ ჩანს (ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი. დედათა მონასტრებზე არ ვსაუბრობ). კი, იყო კეთილშობილ გოგონათა სასწავლებლები, სადაც გალობასაც ასწავლიდნენ და ესენიც გალობდნენ ზოგიერთ ეკლესიაში, მაგრამ ეგ სასწავლებელი ხომ ქართული მოვლენა არ არის, რუსეთიდანაა გადმოტანილი. ციტატა კარგი იქნება ამ ტრადიციის აღდგენა. ჯერ მგალობლის ხელდასხმის აღდგენა. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი