და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
ქეთუ |
Jun 15 2007, 07:12 PM
პოსტი
#21
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ამ თემის გახსნა რამოდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე .
ვფიქრობ საინტერესოცაა... მე მაქვს ამის პრობლემა და მაინტერესებს სხვისი აზრიც, უმეტესწილად იმ ადამიანების ვინც გარკვეული პერიოდი საქართველოდანაა წასული. ალბათ დამეთანხმებით გარემო უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზე, როდესაც სრულიად უცხო გარემოში ხვდები ალბათ არის რაღაც ნიუანსები რაც გარკვეულ გალენას ახდენს ჩვენზე,განსაკუთრებით ყოველდღიურობა და ჩვევები, თუნდაც საუბარი, ქართულად საუბარი. მაინტერესებს რამდენად სრულყოფილად ინარჩუნებთ ქართული საუბრის მანერას, პირადი გამოცდილებიდან ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მაკუნა |
Jun 15 2007, 07:49 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 |
შეიძლება სხვის მაგივრად დავპოსტო?
ბევრს აქვს ეს პრობლემა, მათ შორის შოთკასაც, ჩვენ ფორუმელს, ხანდახან აზრის გაგებაც კი მიჭირს ხოლმე, ისე ამახინჯებს ქართულ სიტყვებს. ძალიან მწყდება გული ბავშვებო თქვენზე, საშინელებაა როცა ქართველი ქართულად კარგად ვეღარ მეტყველებს. ამის ერთადერთი გამოსავალია ცოტა ხშირად ჩამოხვიდეთ ხოლმე საქართველოში. ქეთუშა გული მწყდება ამ ზაფხულს რო ვერ მოდიხარ კიდე ჩემ მამიდაშვილებზე შემიძლია იგივეს თქმა, უკვე 6 წელია ერთი შვედეთში ცხოვრობს მეორე საფრანგეთში და ქართულად ლაპარაკი საკმაოდ უჭირთ. რამდენიმე დღის წინ მეუბნება ერთ-ერთი, ხანდახან ქართული ასოებით ვწერ შვედურ სიტყვებსო ქართულად ზალიან მიჭირს წერა და აღარ ვიცი რა ვქნაო ძალიან პატარა იყო რო წავიდა და ჯერ სკოლაში, შემდეგ კოლეჯში იქ სწავლობდა და... ეტყობა მაგის გავლენაა კიდე ბიძაშვილები მყავს, რომლებმაც სიტყვაც არ იციან ქართულად ამ თემას ნაკლებად ეხება, მაგრამ მაინც ვწერ იმიტო რო ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია... საშინლად მწყდება გული, როდესაც ქართველს ქართულად სიტყვის თქმაც კი არ შეუძლია თუმცა ამ შემთხვევაში ბიძაჩემია დამნაშავე, ბავშვებისთვის არ უნდა ესწავლებინა მშობლიური ენა? -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი