ბ ა ს ი ა ნ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბ ა ს ი ა ნ ი |
G A B O |
Jun 14 2007, 11:22 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი "ბასიანი" შეიქმნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით. იგი გახდა ბირთვი თბილისში მშენებარე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა დიდი გუნდისა. "ბასიანი" ძირითადად ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებს, ხოლო სამების საკათედრო ტაძრის გუნდთან ერთად- ტრადიციულ ქართულ საგალობლებს. "ბასიანი" მგალობელთა გუნდის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებს კათოლიკოს- პატრიარქის მიერ შესრულებულ ყველა ღმრთისმსახურებასა და მომლოცველობით მოგზაურობაში, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ ( მათ შორის ისრაელში, რუსეთში, კვიპროსში, თურქეთში, საბერძნეთში). 2002 და 2003 წლებში "ბასიანმა" მგალობელთა გუნდთან ერთად გამართა კონცერტები თბილისში, ხოლო 2004 წელს პირველი დამოუკიდებელი კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ანსამბლის წევრთა უმრავლესობა აღიზარდა საბავშვო ანსამბლებში "ბიჭები", "მართვე" და "დარიალში".
ანსამბლს ხელმძღვანელობს გიორგი დონაძე. გამოცემული აქვს სამი დისკი. პირველი ხმები: ბეჟან მესხი ელიზბარ ხაჩიზე (ელიბო ) კრიმანჭული) გიორგი გაბუნია (გამკივანი ) ლუარსაბ ტოგონიძე მეორე ხმები: პაატა ცეცხლაძე (პირველი ხმა მეორე ხმა) გელა დონაძე (მეორე ხმა) სერგო ურუშაძე (პირველი მეორე ხმა) ნიკო გოგოლაძე (ბრწყინვალე მოცეკვავე) გიორგი დონაძე (მეორე ხმა, ბანი) ბანები: ზურა წკრიალაშვილი (წკრიალა) ლაშა მეტრეველი გოგა მექვაბიშვილი ზურა მექვაბიშვილი ბათუ ლომინაძე |
TEOFILE |
Jun 15 2007, 07:45 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 11-June 07 წევრი № 2,155 |
ოო ბასიანი ჩემი უსაკვარლესი ანსამბლია და მაგ ანსამბლმა უკვე თქვეს სათქმელი და დიდ ასპარეზზე არიან გამოსულნი, მაგრამ ალბათ კიდევ ბევრ სიურპრიზებს გვიმზადებენ და ძალზედ საინტერესო იქნება.
რაც შეეხება ლექსოსო წასვლა მე როგორც ვიცი ეს ვიღაცვიღაცეების საქციელების და კიდევ სხვა მიზეზის გამო მოხდა რომლზე საუბარიც ალბათ აქ მართებული არ იქნება, ეს მარტო ლექსოს ეხება. მე ვიცნობ ლექსოს და იქედან გამომდინარე ვამბობ. -------------------- თეოფილე ლომთათიძე ერთ-ერთი უდიდესი მთქმელი იყო,არის და იქნება...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი