და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
ქეთუ |
Jun 15 2007, 07:12 PM
პოსტი
#1
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ამ თემის გახსნა რამოდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე .
ვფიქრობ საინტერესოცაა... მე მაქვს ამის პრობლემა და მაინტერესებს სხვისი აზრიც, უმეტესწილად იმ ადამიანების ვინც გარკვეული პერიოდი საქართველოდანაა წასული. ალბათ დამეთანხმებით გარემო უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზე, როდესაც სრულიად უცხო გარემოში ხვდები ალბათ არის რაღაც ნიუანსები რაც გარკვეულ გალენას ახდენს ჩვენზე,განსაკუთრებით ყოველდღიურობა და ჩვევები, თუნდაც საუბარი, ქართულად საუბარი. მაინტერესებს რამდენად სრულყოფილად ინარჩუნებთ ქართული საუბრის მანერას, პირადი გამოცდილებიდან ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მანანა |
Jun 15 2007, 09:29 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 16-November 06 წევრი № 483 |
მაინტერესებს რამდენად სრულყოფილად ინარჩუნებთ ქართული საუბრის მანერას, პირადი გამოცდილებიდან ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა ნამდვილად არაა ადვილი. ამჩნევ, როგორ გიღარიბდება სიტყვათა მარაგი, ვერ იხსენებ ზოგიერთ ქართულ სიტყვას და ა.შ. ეს სამწუხაროდ ის პროცესებია, რომლებსაც უცხოეთში დიდი ხნით ყოფნისას გვერდს ვერ აუვლი. ამის წამალია ქართული ლიტერატურის კითხვა ან თუნდაც ქართული ფილმების ნახვა, რისთვისაც სამწუხაროდ დრო აღარ გვრჩება ხშირად . უცხოეთში მცხოვრები ქართველების მეტყველებაში ძალიან არ მომწონს ერთი რამ: ქართულში უცხოური სიტყვების პირდაპირ გადმოტანა, მაგალითად იტალიაში მცხოვრებ ქართველთაგან სადგურის ნაცვლად ხშირად გაიგონებთ სტაციონეს: "სტაციონეზე მივდივარ". გერმანიაში "სტაციონეს" "ბანჰოფი" ენაცვლება და ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი სიტყვა შემოიჭრება ჩვენს ისედაც გაღარიბებულ მეტყველებაში და გვიმახინჯებს მას. ერთი რომ იტყვის, მეორე ხომ არ ჩამორჩება მას და თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო-ს პრინციპით, ელვისებური სისწრაფით ხდება ამგვარი "ნეოლოგიზმების" ათვისება და გავრცელება. გადაგვარებაც აქედან იწყება.... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი