ბ ა ს ი ა ნ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბ ა ს ი ა ნ ი |
G A B O |
Jun 14 2007, 11:22 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი "ბასიანი" შეიქმნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით. იგი გახდა ბირთვი თბილისში მშენებარე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა დიდი გუნდისა. "ბასიანი" ძირითადად ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებს, ხოლო სამების საკათედრო ტაძრის გუნდთან ერთად- ტრადიციულ ქართულ საგალობლებს. "ბასიანი" მგალობელთა გუნდის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებს კათოლიკოს- პატრიარქის მიერ შესრულებულ ყველა ღმრთისმსახურებასა და მომლოცველობით მოგზაურობაში, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ ( მათ შორის ისრაელში, რუსეთში, კვიპროსში, თურქეთში, საბერძნეთში). 2002 და 2003 წლებში "ბასიანმა" მგალობელთა გუნდთან ერთად გამართა კონცერტები თბილისში, ხოლო 2004 წელს პირველი დამოუკიდებელი კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ანსამბლის წევრთა უმრავლესობა აღიზარდა საბავშვო ანსამბლებში "ბიჭები", "მართვე" და "დარიალში".
ანსამბლს ხელმძღვანელობს გიორგი დონაძე. გამოცემული აქვს სამი დისკი. პირველი ხმები: ბეჟან მესხი ელიზბარ ხაჩიზე (ელიბო ) კრიმანჭული) გიორგი გაბუნია (გამკივანი ) ლუარსაბ ტოგონიძე მეორე ხმები: პაატა ცეცხლაძე (პირველი ხმა მეორე ხმა) გელა დონაძე (მეორე ხმა) სერგო ურუშაძე (პირველი მეორე ხმა) ნიკო გოგოლაძე (ბრწყინვალე მოცეკვავე) გიორგი დონაძე (მეორე ხმა, ბანი) ბანები: ზურა წკრიალაშვილი (წკრიალა) ლაშა მეტრეველი გოგა მექვაბიშვილი ზურა მექვაბიშვილი ბათუ ლომინაძე |
G A B O |
Jun 15 2007, 11:10 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
mastersoni
ძმობილო რაშია იცი საქმე, თუ პირადაპირ ლაპარაკობ, მაშინ პირდაპირ გეტყვი რომ ლექსოს ლაშარში გადასვლა დიდი შეცდომა იყო.. ეს ჩემი აზრია და თუ გინდა მერე მაგასაც დაგისაბუთებ რატომ. ეხლა მეორე საკითხი: რაც შეეხება ანსამბლიდან ანსამბლში გადასვლას... ეს ურთიერთსურვილით და შეთანხმებით ხდება, მე სანამ ბასიანში გადავიდოდი ოფიციალურად გავეთავისუფლე ანსამბლიდან ბატონ გურამ თამაზაშვილს, და ამის შემდეგ გიორგი დონაძემ განიხილა ჩემი კანდიდატურა და მიმიღო. ასე ხდება საერთოდ ანსამბლიდან ანსამბლში გადასვლა. ეს ისე ცნობისთვის... და ანსამბლ ლაშარში იცი როგორ ხდება????? რატომღაც ხშირად განსხვავებული წესებით, უფრო სწორად მიუღებელი წესებით.. თუ სურვილი გაგიჩნდება მაგაზე მერე ვისაუბროთ დაწვრილებით და საერთოდ ლექსოს თემა არაა საფორუმე თემა, და ბასიანის თემა იმიტომ გავხსენი რომ ანსამბლის პრობლემებზე გვესაუბრა და არა ვინ რატო მოდის და ვინ რატო მიდის, მითუმეტეს რო ეგ წმინდა ანსამბლური საკითხია და არააა ფართო მასების გასარჩევი, სახალხოდ ყოველშემთხვევაში. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი