ბ ა ს ი ა ნ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბ ა ს ი ა ნ ი |
G A B O |
Jun 14 2007, 11:22 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი "ბასიანი" შეიქმნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით. იგი გახდა ბირთვი თბილისში მშენებარე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა დიდი გუნდისა. "ბასიანი" ძირითადად ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებს, ხოლო სამების საკათედრო ტაძრის გუნდთან ერთად- ტრადიციულ ქართულ საგალობლებს. "ბასიანი" მგალობელთა გუნდის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებს კათოლიკოს- პატრიარქის მიერ შესრულებულ ყველა ღმრთისმსახურებასა და მომლოცველობით მოგზაურობაში, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ ( მათ შორის ისრაელში, რუსეთში, კვიპროსში, თურქეთში, საბერძნეთში). 2002 და 2003 წლებში "ბასიანმა" მგალობელთა გუნდთან ერთად გამართა კონცერტები თბილისში, ხოლო 2004 წელს პირველი დამოუკიდებელი კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ანსამბლის წევრთა უმრავლესობა აღიზარდა საბავშვო ანსამბლებში "ბიჭები", "მართვე" და "დარიალში".
ანსამბლს ხელმძღვანელობს გიორგი დონაძე. გამოცემული აქვს სამი დისკი. პირველი ხმები: ბეჟან მესხი ელიზბარ ხაჩიზე (ელიბო ) კრიმანჭული) გიორგი გაბუნია (გამკივანი ) ლუარსაბ ტოგონიძე მეორე ხმები: პაატა ცეცხლაძე (პირველი ხმა მეორე ხმა) გელა დონაძე (მეორე ხმა) სერგო ურუშაძე (პირველი მეორე ხმა) ნიკო გოგოლაძე (ბრწყინვალე მოცეკვავე) გიორგი დონაძე (მეორე ხმა, ბანი) ბანები: ზურა წკრიალაშვილი (წკრიალა) ლაშა მეტრეველი გოგა მექვაბიშვილი ზურა მექვაბიშვილი ბათუ ლომინაძე |
mastersoni |
Jun 15 2007, 10:25 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 107 რეგისტრ.: 14-June 07 წევრი № 2,194 |
N. R.
მარტო ერთი სიმღერის გამო არ ხდება ლექსოს ლაშართან დაკავშირება მგონი ლექსოს არჩევანი უნდა იყოს ლაშარში იმღერებს თუ ბასიანში? მაინტერესებსე რატო აკონკრეტებთ ესე გულმოდგინეთ რომ ლექსო ბასიანში უნდა იყოს??? რომ ნდომოდა მაშინ არც წამოვიდოდა ბასიანიდან, და რატო გაქვთ ლაშარზე ესეთი მძაფრი რეაქცია???? მართლა ვერ გავიგე, არ ჯობია ორივე ანსაბლმა თავის საქმე აკეთოს კარგად და ორივემ ერთად კი ჩვენი ქვეყნის???? არ მესმის თქვენი ქართველებო და რა ვქნა? -------------------- რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია
|
N. R. |
Jun 15 2007, 11:24 PM
პოსტი
#3
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
N. R. მარტო ერთი სიმღერის გამო არ ხდება ლექსოს ლაშართან დაკავშირება მგონი ლექსოს არჩევანი უნდა იყოს ლაშარში იმღერებს თუ ბასიანში? მაინტერესებსე რატო აკონკრეტებთ ესე გულმოდგინეთ რომ ლექსო ბასიანში უნდა იყოს??? რომ ნდომოდა მაშინ არც წამოვიდოდა ბასიანიდან, და რატო გაქვთ ლაშარზე ესეთი მძაფრი რეაქცია???? მართლა ვერ გავიგე, არ ჯობია ორივე ანსაბლმა თავის საქმე აკეთოს კარგად და ორივემ ერთად კი ჩვენი ქვეყნის???? არ მესმის თქვენი ქართველებო და რა ვქნა? მე არ მიკვირს რომ რაღაც გაუგებარი იყოს ჩემს პოსტში, მითუმეტეს იმ ადამიანისთვის, რომელიც არაა დაახლოებული ამ ორ მხარესთან (ეს დასკვნა პოსტებიდან გამოვიტანე, თუმცა შეიძლება ასე არც იყოს). რა თქმა უნდა ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ სადაც უნდა იქ იმღეროს, მაგრამ ნებისმიერი არ უნდა აძლევდეს თავს იმის უფლებას, რომ მორალური ღირებულებებიდან გამომდინარე მისი კონკურენტი (ამ სიტყვის სრული გაგებით, და ამაში გიორგი დონაძის წვლილი ჩემი აზრით მინიმუმამდეა) ანსამბლის სულით და ხორცით ნაწილი ადამიანის სისუსტით ისარგებლოს! რა თქმა უნდა ბასიანშიც შეიძლება იყოს პრობლემა რამე, როგორც ყოვეთვის ყველგან, მაგრამ ამით სარგებლობა ცუდ ადამიანობაზე მიანიშნებს. ორივე ანსამბლი ისედაც აკეთებს თავის საქმეს, და გააკეთებს კიდეც, იმის მიუხედავად ლექსო სად იქნება, უბრალოდ ჩემთვის მიუღებელია ადამიანის სისუსტით სარგებლობა. ეს უკანასკნელი რომ ასე ამას მრავალი ფაქტი ცხადყოფს. ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამეთანხმება, რომელიც სიტუაციაში ღრმადაა ჩახედული. ეგრე არავინ არც ერთ ანსამბლზე არ დაქორწინებულა, და ზოგადადაც მიღებულია რომ ადამიანმა სხვა ანსამბლს დაუკავშიროს თავი, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ კონკრეტულ შემთხვევას გააჩნია. მე გულწრფელად მტკივა გული, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა მიუღებელ ვარიანტთა შორის მიმაჩნია რომ არის. ისე, მე როგორც მგონია, თვითონ ლაშარს უნდა ეთქვა უარი ლექსოსთან თანამშრომლობაზე , ვინაიდან ეს ანსამბლი ისედაც ქართლ-კახური ორიენტაციისაა და ლექსოს იქ მიყვანა რაღაც სტილთა სიჭრელეს გამოიწვევს ნაღდად. რავი აბა. ისე, ლექსოს სახელი მაინც ბასიანთანაა დაკავშირებული და იმედი მაქვს დაივიწყებს, თუ რამ წყენა ქონია და დაბრუნდება. მეც მაგას ვამბობდი, თუმცა ეს საკითხი ამ შემთხვევაში განვიხილე არა პროფესიონალური, არამედ წმინდა ადამიანური თვალსაზრისით mastersoni ანსამბლს თავისი წესები აქვს, და ესე არ ხდება რომ მე ეხლა ავდგე და ლაშარის პირველ ხმას(ბონდო ცხვედიანს)დავურეკო ან სადმე შევხვდე და უთხრა რომ ჩემთან ანსამბლში გადმოდითქო. სწორედ ამას ვგულისხმობდი ,,მორალში" -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი