რეპატრიაცია, + - ??????? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეპატრიაცია, + - ??????? |
მამფალი |
Jun 14 2007, 01:11 PM
პოსტი
#1
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
თემის გახსნის მიზეზი არაა ტელევიზიაში თემის აქტუალობა.
საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს თუ ვინაა ეს ხალხი, რატო უნდა ან არ უნდა დაბრუნდნენ. ან როგორ უნდა დაბრუნდნენ. შემშლელი მიზეზი სხვა რელიგიაა თუ ეთნიკურობის შეგრძების დაკარგვა? ერთია ვალდებულება და მეორე ის თუ სიმართლეში გვსურს თუ არა ამის გაკეთება. თუკი მათ ქართველად ჩავთვლით ხმოლოდ იმიტომ რომ ევროპამ გვაიძულა ეს მაშინ ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. პირადად ჩემი აზრი ისაა რო უნდა დაბრუნდნენ ხოლო ის თუ როგორ და ვინ ამაში სახელმწიფომ პოლიტიკა უნდა აირჩიოს. რა პრობლემები იქნება მათ ჩამოსვლასთან? თქვენი აზრი. (თუ თემა უკვე არსებობს ანდა სხვა განყოფილებისაა გადაწყვიტეთ. ) -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
მატასი |
Jun 15 2007, 05:19 PM
პოსტი
#2
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ციტატა ჯერ ერთი სულხან-საბა არანაირად არ იყო ქართველი!!!! ნეტავი მისნაირი ქართველები ბევრნი გვყავდნენ... რატომ არ იყო ქართველი? როგორც ვიცი სულხან-საბამ კათოლიკობა მოჩვენებითად მიიღო... ისევ საქართველოს გულისთვის... და როგორც ამბობენ, სიჯვდილის ბოლოს მართლმადიდებლობას დაუბრუნდა...არ მახსოვს ეს, სადღაც ამოვიკითხე ადრე... და ასე რომც არ იყოს, სულხან-საბა დიდი ქართველი მოღვაწე იყო -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
Sotiris |
Jun 16 2007, 12:53 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
როგორც ვიცი სულხან-საბამ კათოლიკობა მოჩვენებითად მიიღო... მის ნაწერებში არაგულწრფელობის ნიშნები არ ჩანს. თავისი კატეხიზმოც მოჩვენებითად გადააკეთა, როდესაც მასში პაპის პრიმატის შესახებ სწავლება და ფილიოკვე შეიტანა? აგერ რას წერს კორნელი კეკელიძე: ქართული დოგმატიკური მწერლობის მიმოხილვისას ჩვენ უნდა მოვიგონოთ სულხან-საბა ორბელიანის შრომა, რომელსაც ეწოდება «საქრისტიანო მოძღვრება, სხვანაირად «სამოთხის კარი». ეს არის მოკლე კატეხიზმო, რომელშიაც დიალოგური ფორმით «მოძღვარი», ესე იგი, მასწავლებელი, «ყრმას», ანუ მოწაფეს ქრისტიანული ეკლესიის ძირითად დოგმებს უხსნის. საბამ, როგორც ცნობილია, მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულში, რომის ეკლესიის მოძღვრება, კათოლიკობა, აღიარა, ამიტომ, ბუნებრივია, ამ მოძღვრების კვალს მის მიერ დაწერილ საეკლესიო ხასიათის თხზულებებში უნდა ეჩინა თავი. როგორც მკვლევარმა ი. ლოლაშვილმა დაადგინა, არსებობს ოთხი რედაქცია ამ შრომისა, ამათგან ორი თვით საბას ეკუთვნის. პირველი რედაქცია, რომელიც დაწერილი ყოფილა 1701 წელს, ნეიტრალურ პოზიციაზე დგას, იმაში ისეთს ვერას იპოვნი, რაც კათოლიკობას ამჟღავნებს; სამაგიეროდ მეორე რედაქციაში, რომელიც საბას ხელით გადაწერილ ნუსხაში შემონახულა. პირველი რედაქცია გადამუშავებულია, ევროპაში გამგზავრების წინ, კათოლიკური მოძღვრების შესაბამისად. საბა აქ პირდაპირ აცხადებს: «რომანელთა ეკლესიისა სარწმუნოება მართალი და ჭეშმარიტი არს, და ვისაც არა რწამს, არ ცხონდება», ამ რედაქციაში გაშიშვლებული სახით მოცემულია კათოლიკური ეკლესიის ორი მთავარი დოგმატი: filioque და რომის პაპის პრიმატობა. აქ ნათქვამია: «და სული წმიდა მამისაგან და ძისა გამოვალს», «ჯერ არს მორჩილება რომის პაპისა, რომელი (ქრისტემან) დაადგინა გამგედ ეკლესიისა და შემდგომად ქრისტესა ქვეყანასა ზედა მჯდომარე არს». ციტატა და ასე რომც არ იყოს, სულხან-საბა დიდი ქართველი მოღვაწე იყო კი, ეგ ნამდვილად. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი