მგალობლის შესამოსელი, ქართულ ტრადიციაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მგალობლის შესამოსელი, ქართულ ტრადიციაში |
Sotiris |
Jun 14 2007, 09:33 PM
პოსტი
#61
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მაინტერესებს, არსებობს თუ არა გამოკვლევები მგალობლის შესამოსლის შესახებ ქართულ ტრადიციაში (ვთქვათ მინიატურების ან ფრესკების საფუძველზე). როდიდან შემოვიდა ჩვენში ფერად-ფერადი სტიქარების ტარების ტრადიცია? ატარებდნენ თუ არა მე-19 ს. მგალობლები განსაკუთრებულ შესამოსელს (ფოტოებზე არ ჩანს)?
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ვეშაპო |
Jun 16 2007, 12:30 PM
პოსტი
#62
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
ჯამბაკური
ციტატა წინამდებარე თემის დასახელებაა მგალობლის შესამოსელი, ვიმეორებ მგალობლის შესამოსელი. შენ თავისთავად კარგი სურათები გაგვიზიარე, მაგრამ ეს თემას მნიშვნელოვნად უხვევს ამიტომ გთხოვ გახსნა ახალი თემა მაგ. ქართული სამოსი ან ჩოხა და ჩაქურა ან რაიმე ასეთი და ეს ფოტოები ამ თემიდან გადაიტანო. ხო, მარა კაცი კითხულობს, მე-18-ე საუკუნემდე რა ეცვათო და შენ ისევ მე-19-ე საუკუნის ფოტოებს უწყობ. დადგენილია უკვე, რომ ეს ჩოხები გვიანაა შემოსული საქართველოში. მანამდე რა ეცვათ მეც მაინტერესებს. სადმე, რამე ფრესკა თუა. ჭოტიკა რომაა (თემურ ჭკუასელი) იმან თქვა ერთხელ იერუსალიმსი რომელიღაც ტაძრის ფრესკაზე ვინმე, მგალობელი გიორგი გურიიდან არის გამოსახულიო. მაგრამ, ამ გიორგის რა აცვია, მართლა არის თუ არა გამოსახული და ა.შ. ღმერთმა უწყის. ეხლა გამახსენდა, მამუკა კიკნაძე მეუბნებოდა ადრე, რაღაცა მაქვს ნანახიო, თუ წაკითხულიო, რაღაცა ტყაპუჭივით მოსასხამი ეცვათ ჩოხის (ე.წ. "ჩერქესკა" არ იგულისხმება) ზემოდანო. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი