ქართული ნაციონალური ტანსაცმელი, გამოთქვით თქვენი აზრი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნაციონალური ტანსაცმელი, გამოთქვით თქვენი აზრი |
ვეშაპო |
Jun 16 2007, 05:27 PM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
იძულებითა ჯამბაკურისათა, ამ პოსტებს აქეთ გადმოვიტან, მგალობლის შესამოსელის თემაში ჩავპოსტე და იერთი ჰამბავი მაწია.
იტოგში: გვერდითა ფორუმში იყო ამაზე საუბარი და მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პოსტი გადმოვიტანო. ციტატა Ar-Pharazôn ჩოხა ზოგადად გვიან შუასაუკუნეებში შემოსული სამოსია. ნახატებზე მეთვრამეტე საუკუნიდან გვხვდება მარტო (სოლომონ II-ის პორტრეტი , მაგალითად), მანამდელ პორტრეტებში (მაგ. იმერეთის ბატონიშვილის ალექსანდრეს პორტრეტი, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო), ჩოხა არ არის გამოყენებული, არამედ სხვა ტიპის, დღემდე არმოღწეული საბრძოლო კოსტუმი, ჩოხის მსგავსი, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავებული (მასრების და სხვა აქსესუარების გარეშე)... ჩოხის სიგრძეზე ვერაფერს ვიტყვი... ციტატა Ar-Pharazôn იმერლებს მოკლე ჩოხები ეცვათ მეცხრამეტე საუკუნემდე. გრძელი ჩოხა ჩერქეზეთიდან შემოვიდა, ჯერ სამეგრელოში და აფხაზეთში მოიდგა ფეხი და მეცხრამეტე საუკუნის შუახნისათვის იმერლებმაც გრძელი ჩოხების ტარება დაიწყეს. მანამდელ მინიატურებში იმერლები მოკლე ჩოხებში გვხდებიან. მაგალითად ამ სურათში. ციტატა kardu ვითომ???არ ვიცი მე სხვა ინფორმაცია მაქვს. მოკლე ჩოხა რომ ლეკურია ეგეც სადღაც ამომიკითხავს ციტატა Ar-Pharazôn ზუსტად სად წარმოიშვა მოკლე და გრძელი ჩოხა არავინ იცის. უბრალოდ ფაქტია რომ გრძელი ჩოხა (ისევე როგორც ზოგადად ჩოხა) ჩრდილოკავკასიაში (უფრო ჩერქეზეთსა და ყაბარდოში, ანუ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში) გამოგონებული სამოსია და XVII-XVIII საუკუნეებში შემოვიდა ნელნელა საქართველოში. ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ გრძელი ჩოხების ტარება ქართველებს შორის პირველებმა მეგრელებმა დაიწყეს (ყოველ შემთხვევაში XIX საუკუნის დასაწყისისათვის ატარებდნენ), მერე გადაიღეს იმერლებმა. ქართლ-კახეთში გრძელი ჩოხა არასოდეს ყოფილა გავრცელებული. ერთი ძალიან საინტერესო სურათი მაქვს. რუსმა ეთნოგრაფმა ჩაიხატა 1810-იან წლებში დასავლეთ საქართველოს ტიპაჟები. ამ სურათზე ასახულები არიან მეგრელი (გრძელ ჩოხაში), იმერელი (მოკლე ჩოხაში, შარვლით) და გურული (ჩაქურაში). გურული და მეგრული კოსტუმები ამის შემდეგ არც შეცვლილა თითქმის, მაგრამ იმერული ჩაცმულობა XIX საუკუნის ბოლოსათვის აშკარად განსხვავებულია - იმერლები ამ დროს უკვე გრძელ ჩოხებს იცვამდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ სამივე დასავლურქართული ეთნიკური ჯგუფის ტიპაჟს გრძელი თმები აქვს. კიდევ ერთი განსხვავება აღმოსავლეთ ქართველებთან, სადაც მამაკაცები ყოველთვის თმებს იჭრიდნენ - დასავლეთ ქართველი კაცები XIX საუკუნის შუახნებამდე, როგორც წესი თმებს იზრდიდნენ გრძლად.... რაც შეეხება ჩაქურას. აქ საქმე გაცილებით მარტივადაა, ეს ტანსაცმელი აცვიათ, აჭარლებს, გურულებს, მეგრელებს, მესხებს, ანატოლიელ თურქებს, პონტოელ და კვიპროსელ ბერძნებს. არის ორი მოსაზრება. პირველის თანახმად ეს სამოსი იყო ბიზანტიის ძირითადი მოსახლეობის გლეხური ტანსაცმელი. მეორე ვერსიით, რაც უფრო სარწმუნოა (ჩემთვის), ეს ტანსაცმელი თურქებმა შემოიტანეს. აი, ეს არიან ბერძნები. ხოლო ესენი კი, თურქები არიან. შეფასებები თქვენთვის მომინდვია. გამოდის, რომ სუფთა ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების გარდა არავის არ აცვია, ესაა ხევსურული ტანსაცმელი. ხევსურები 1901 ხევსურები 1929 თუშები 1901 სვანები სვანები გელოვანები ქელეხი სვანეთში 1886 რაჭველი ცოლ-ქმარი 1886 მეგრელები მეგრელი ქალი გურული პოლიცისტები ყარაჩოხელები -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ვეშაპო |
Jun 16 2007, 05:40 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
შემდეგ სოტირისმა ასეთი პოსტი დადო:
რაც შეეხება ჩაქურას. აქ საქმე გაცილებით მარტივადაა, ეს ტანსაცმელი აცვიათ, აჭარლებს, გურულებს, მეგრელებს, მესხებს, ანატოლიელ თურქებს, პონტოელ და კვიპროსელ ბერძნებს. მე ასე ვიცოდი კრეტელ ბერძნებშიც არის ეგ, მაგრამ კრეტელებთან დაკავშირებით ისაა საინტერესო, რომ პონტოდან გადასახლდა მანდ ხალხი მე-18 ს.-ში და თან ლაზებს უწოდებდნენ ბერძნები. ციტატა მეორე ვერსიით, რაც უფრო სარწმუნოა (ჩემთვის), ეს ტანსაცმელი თურქებმა შემოიტანეს. აი ესენი არიან თურქები, ანატოლიელი ზეიბეკების ტანსაცმელში გამოწყობილი: ეს ჩაქურა არ არის, რაღაც სხვაა. პონტო საერთოდ არეული რეგიონი ეთნიკურად, ამიტომ რა ვისი იყო, მაგის თქმა ხშირად ჭირს. პ.ს. მალადეც იმდენი ფოტოს დადებისთვის რაზეც მე ვუპასუხე: Sotiris ციტატა ეს ჩაქურა არ არის, რაღაც სხვაა. არა, ჩაქურა არ არის, მაგრამ ზუსტად იგივე დეტალებისგან შედგება. შარვალი, ტუნიკი (ეგაა,რომ ქამარში ჩატანიებული არ აქვთ), ქამარი, ჩექმებს (აზიურებს) ვერ ვხედავ, თუმცა ისიც შეიძლება ითქვას, რომ აჭარელ და საერთოდ გლეხებს ყოველდღიურ ხმარებაში არ ქონდათ აზიურები. ციტატა პ.ს. მალადეც იმდენი ფოტოს დადებისთვის აუუ. იცი რამდენი ვიჩალიჩე? შემდეგ ჯამბაკურმა მიპასუხა: ჯამბაკური დადგენილია უკვე, რომ ეს ჩოხები გვიანაა შემოსული საქართველოში. საიდან არის ეგ დადგენილი? იქნებ სამეცნიერო წყარო დაასახელო. შესაძლოა გვიანდელია მცირე დეტალი-ჩოხის საქილეების ზომა და განლაგება. თორემ ჩოხა ბევრად ძველია. ,,ჩერკესკაო" რომ ამბობ უხერხულია ეს არის რუსების მიერ დამკვიდრებული ტერმინი რადგან მათ ასეთი ტიპის სამოსი პირველად ჩერქეზეთში ნახეს. რა ჩოხა რომ თქვა ვერ გავიგებთ თუ აგვერევა რაიმე? ეგ ფოტოები რაც ამ თემაში ატვირთე გთხოვ სხვაგან გადაიტანო რადგან მგალობლის შესამოსელთან საერთო არაფერი აქვთ. რაზეც მე ასეთი პასუხი გავეცი: ჯამბაკური ციტატა საიდან არის ეგ დადგენილი? იქნებ სამეცნიერო წყარო დაასახელო. აკი დავწერე, ადრინდელ ჩანახატებში არსად გვხვდება მეთქი. მერე ის პოსტიც წაიკითხე კაცო, თბილისის ფორუმიდან გადმოღებული. ციტატა თორემ ჩოხა ბევრად ძველია. კი, ჩოხა ძალიან ძველია მართლაც, ბერის და მღვდელის კაბაც ჩოხა არაა? ციტატა ,,ჩერკესკაო" რომ ამბობ უხერხულია ეს არის რუსების მიერ დამკვიდრებული ტერმინი რადგან მათ ასეთი ტიპის სამოსი პირველად ჩერქეზეთში ნახეს. რა ჩოხა რომ თქვა ვერ გავიგებთ თუ აგვერევა რაიმე? "ჩერქესკას" იმიტომ მივუწერე წინ ე.წ., თორე ეხლა რაც ჩოხაში იგულისმება ყველა გულისხმობს ქილებიან ჩოხას. ადრეულ ჩანახატებში, ფრესკებზე ან ნაშრომებში არსად არაა ნახსენები ასეთი ქილებიანი ჩოხა. ციტატა ეგ ფოტოები რაც ამ თემაში ატვირთე გთხოვ სხვაგან გადაიტანო რადგან მგალობლის შესამოსელთან საერთო არაფერი აქვთ. კაი, ფოლკლორში გავხსნი ახალ თემას და იქ გავუშვებ. იტოგში: როგორც გინდათ ისე იმსჯელეთ, შეიძლება საქართველოშიც იყოს მოგონილი ჩოხა, შესაძლოა ჩრდილო-კავკასიაშიც. ლოგიკა უფრო მეორეს ემხრობა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ერთი რამ ნათელია: სუფთა ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების გარდა არავის არ აცვია ესაა ხევსურული ტანსაცმელი. ჩოხისა და ჩაქურის წარმომავლობის მტკიცება ჩიხში შეგვიყვანს, ვინაიდან ვერაფერს ვერ დაამტკიცებს ვერცერთი მხარე. მხოლოდ ლოგიკის დონეზე იქნება მსჯელობა. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 09:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი