მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
ნათია |
Jun 2 2007, 11:43 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
გარდაცვლილი ადამიანის სულს განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროება, რადგან სხეულის დატოვების შემდეგ იგი უძლურია რაიმე შემატოს საკუთარი ცხონების საქმეს. უძველესი დროიდანვე, მიცვალებულთათვის განსაკუთრებით ლოცულობდნენ გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს. ამ კერძო დღეების გარდა, არსებობს მიცვალებულთა მოხსენიების საზოგადო დღეები: ხორციელის შაბათი, დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათები, სულთმოფენობის წინა დღე, თომას კვირის სამშაბათი. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ მიცვალებულთა მოხსენიება ყოველთვის შესაძლებელია. ყოველი კვირის შაბათი ეკლესიის მიერ მიცვალებულთა მოხსენიების დღედაა მიჩნეული. მართლმადიდებლური ნათლობა აუცილებელი პირობაა ეკლესიის მიერ გარდაცვლილთა მოხსენიებისათვის. ეკლესიის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და მას შეუძლია ადამიანის სულის ჯოჯოხეთიდან ამოყვანა. მაგრამ ეკლესია ვერ დაეხმარება ადამიანს, ვისაც არ სურდა ცხონება, ან ვისაც არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში საამისოდ. "მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლილთათვის" დავწეროთ ვინ როგორ ვზრუნავთ გარდაცვლილთა სულებზე? P.S. რამდენადაც ვიცი, არამართლმადიდებელ გარდაცვლილთა სულების მოხსენიება ლოცვებში არ შეიძლება... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
::სალომე:: |
Jun 3 2007, 12:08 AM
პოსტი
#2
|
ფანცქვალა :D ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 |
P.S. რამდენადაც ვიცი, არამართლმადიდებელ გარდაცვლილთა სულების მოხსენიება ლოცვებში არ შეიძლება... ეეეხ ამაზე გამახსენდა 2 წელია რაც ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, (მამამისმა მოკლა ) სამწუხაროდ მოუნათლავი წავიდა ამ ქვეყნიდან თუმცა კი ძალინ უნდოდა მონათვლა მაგრამ ... მამამისი უშლიდა და ეშინოდა ხშირად გაპარულა ტაძარში და სანთლები აუნთია, ისე რომ მამამისმა არაფერი იცოდა, გარდაცვალების შემდეგ მის ნივთებში ხელით გადაწერილი დილა-საღამოს ლოცვები უპოვიათ, ჩემი მეგობრისგან გადაუწერია, და დამალული ჰქონია რომ არ ეპოვა ვინმეს დედაც მასთან ერთად გარდაიცვალა, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის მასთან განშორება რადგან ის მოუნათვლავი განშორდა ამ წუთისოფელს, ყველაზე მეტად ეს მტკენდა და მტკენს გულს, თუმცა კი გამოდის კათაკმეველი ყოფილა, მაგრამ სამწუხაროდ ლოცვებში ვერ ვიხსენიებ, ერთადერთი რაც შემიძლია მისი და დედამისის სულისთვის გავაკეთო ესაა მოწყალება, მაგრამ მე ეს არ მყოფნის, მინდა რომ როგორმე დავეხმარო, კიდევ ის მამშვიდებს რომ ის ჯერკიდევ პატარა, 15 წლის იყო და პატიოსანი, მინდა რომ როგორმე დავეხმარო მაგრამ როგორ? მხოლოდ მოწყალებით? -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
ზებედე |
Jun 17 2007, 12:22 AM
პოსტი
#3
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ეეეხ ამაზე გამახსენდა 2 წელია რაც ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, (მამამისმა მოკლა ) სამწუხაროდ მოუნათლავი წავიდა ამ ქვეყნიდან თუმცა კი ძალინ უნდოდა მონათვლა მაგრამ ... მამამისი უშლიდა და ეშინოდა ხშირად გაპარულა ტაძარში და სანთლები აუნთია, ისე რომ მამამისმა არაფერი იცოდა, გარდაცვალების შემდეგ მის ნივთებში ხელით გადაწერილი დილა-საღამოს ლოცვები უპოვიათ, ჩემი მეგობრისგან გადაუწერია, და დამალული ჰქონია რომ არ ეპოვა ვინმეს დედაც მასთან ერთად გარდაიცვალა, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის მასთან განშორება რადგან ის მოუნათვლავი განშორდა ამ წუთისოფელს, ყველაზე მეტად ეს მტკენდა და მტკენს გულს, თუმცა კი გამოდის კათაკმეველი ყოფილა, მაგრამ სამწუხაროდ ლოცვებში ვერ ვიხსენიებ, ერთადერთი რაც შემიძლია მისი და დედამისის სულისთვის გავაკეთო ესაა მოწყალება, მაგრამ მე ეს არ მყოფნის, მინდა რომ როგორმე დავეხმარო, კიდევ ის მამშვიდებს რომ ის ჯერკიდევ პატარა, 15 წლის იყო და პატიოსანი, მინდა რომ როგორმე დავეხმარო მაგრამ როგორ? მხოლოდ მოწყალებით? უნათლავ ჩვილთა (მუცელში მომწყდარ) სულებზე ლოცვას გვასწავლის ნოვგოროდისა და პეტერბურგის ყოფილი მიტროპოლიტი გრიგოლი: "მოიხსენე, კაცთმოყვარეო უფალო, სულნი აღსრულებულთა მონათა შენთანი, ყრმათა, რომელნიცა წიაღთა შინა (მართლმადიდებელთა) დედათა თვისთა აღესრულნენ მოულოდებელთა და უცნაურთა მოქმედებათაგან, ანუ მძიმისაგან მშობიარობისა, ანუ რომლისამე გაუფრთხილებლობისაგან, მოწყალებათა და იხსენ გამოუთქმელითა სახიერებითა შენითა". არსებობს ამგვარი ლოცვაც მღვდელმონაზონ არსენი ათონელისა: "უფალო, შეიწყალენ წიაღსა შინა ჩემსა მომწყდარნი ყრმანი! სარწმუნოებისა და ცრემლთა ჩემთა გამო. მოწყალებისა შენისათვის ნუ დააკლებ მათ, უფალო, საღმრთოსა ნათელსა შენსა". კითხვაზე, თუ როგორ ვილოცოთ მკვდრადშობილთა და მოუნათლავთა ყრმათათვის ბეთლემის სავანის არქიეპისკოპოსი სტეფანე თაბორელი ამგვარად გვპასუხობს: "ნათელღებულნი, თუნდაც ანაზდეული სიკვდილისაგან გარდაცვლილიყვნენ, საუკუნო სიხარულს მიეცემიან ზეცაში, ისევე როგორც არ უნდა უგულებელვყოთ მკვდრადშობილნი ან მოუნათლავად აღსრულებულნი ყრმანი,-ისინი დამნაშავენი არ არიან, რომ ვერ მოინათლნენ, ზეციურ მამას კი სავანე მრავალი აქვს; ასეთ ყრმებს შორის უნდა ვიგულისხმოთ ისეთებიც, რომელნიც ამ სავანეს განისვენებენ თვისთა მართალთა მშობელთა სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის გამო, თუმცაკი, ჩვენთვის მიუწვდომელი საღმრთო განგების გამო, წმ. ნათლობას ვერ მიემთხვივნენ. ასეთი შეხედულება ჩვენს სარწმუნოებას არ ეწინააღმდეგება, რაზედაც ხორციელის შაბათის სვინანქსარში წმ. მამებიც მოწმობენ. ღვთის მოწყალებას მინდობილ მშობლებს შეუძლიათ სარწმუნოებით ასეთი ყრმებისათვის ლოცვა." -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი