ბ ა ს ი ა ნ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბ ა ს ი ა ნ ი |
G A B O |
Jun 14 2007, 11:22 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი "ბასიანი" შეიქმნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით. იგი გახდა ბირთვი თბილისში მშენებარე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა დიდი გუნდისა. "ბასიანი" ძირითადად ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებს, ხოლო სამების საკათედრო ტაძრის გუნდთან ერთად- ტრადიციულ ქართულ საგალობლებს. "ბასიანი" მგალობელთა გუნდის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებს კათოლიკოს- პატრიარქის მიერ შესრულებულ ყველა ღმრთისმსახურებასა და მომლოცველობით მოგზაურობაში, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ ( მათ შორის ისრაელში, რუსეთში, კვიპროსში, თურქეთში, საბერძნეთში). 2002 და 2003 წლებში "ბასიანმა" მგალობელთა გუნდთან ერთად გამართა კონცერტები თბილისში, ხოლო 2004 წელს პირველი დამოუკიდებელი კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ანსამბლის წევრთა უმრავლესობა აღიზარდა საბავშვო ანსამბლებში "ბიჭები", "მართვე" და "დარიალში".
ანსამბლს ხელმძღვანელობს გიორგი დონაძე. გამოცემული აქვს სამი დისკი. პირველი ხმები: ბეჟან მესხი ელიზბარ ხაჩიზე (ელიბო ) კრიმანჭული) გიორგი გაბუნია (გამკივანი ) ლუარსაბ ტოგონიძე მეორე ხმები: პაატა ცეცხლაძე (პირველი ხმა მეორე ხმა) გელა დონაძე (მეორე ხმა) სერგო ურუშაძე (პირველი მეორე ხმა) ნიკო გოგოლაძე (ბრწყინვალე მოცეკვავე) გიორგი დონაძე (მეორე ხმა, ბანი) ბანები: ზურა წკრიალაშვილი (წკრიალა) ლაშა მეტრეველი გოგა მექვაბიშვილი ზურა მექვაბიშვილი ბათუ ლომინაძე |
ვეშაპო |
Jun 17 2007, 01:48 AM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
Didgoreli
ციტატა კი მართალი ხარ , გეთანხმები მაიცა რა, რას ეთანხმები კაცო. აქამდე ვიკავებდი სიცილს და ეხლა უკვე აღარ შეიძლება. რა პრინციპია, ვერ გავიგე. სიმონიშვილის, ერქომაიშვილის, ბერძენიშვილის ანსამბლებზე ენაგადმოგდებულები ვლაქლაქებთ და "ბასიანზე" რო ორიოდ სიტყვა ვთქვათ, არ შეიძლება? ჩვენ, უღირსნი ესე, არა ვართ ღირს ზე აღხილვად თუალთა ჩუენთა და ხილვად ანსამბლისა მის "ბასიანისა". კაი რა. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი