სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ::სალომე:: |
May 8 2007, 05:35 PM
პოსტი
#1
|
![]() ფანცქვალა :D ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 |
აბა ხალხნო, აქ დავწეროთ ვის რომელი მეფე უყვარს განსაკუთრებით და რა მიზეზის გამო..
აი მე ძალიან ძალიან მიყვარს დავით აღმაშენებელი, გამორჩეულად... რა თქმა უნდა სხვა მეფეებიც ძალიან ძალიან მიყვარს, მაგალითად თამარი, ერეკლე, გიორგი ბრწყინვალე, დემეტრე და სხვა... მადლობა რმერთს სამშობლოსათვის თავდადებულებიც არ აკლდა საქართველოს, -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
![]() ![]() |
| ივერიელი |
Jun 17 2007, 05:43 AM
პოსტი
#2
|
|
დაურეგისტრირებელი |
ვეშაპო
აჰა, განსაკუთრებით ერეკლე II-ე რომელმაც ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის უმეთაურო ეკლესიის სინოდის მერვე წევრად გაამწესა. ისტორიის შელამაზება და ადამიანთა კერპად გქცევა ჩვევად გვაქვს ქართველებს და მხოლოდღა მათ კარგსა ვხედავთ ხოლმე. ერეკლემ 60 წელი ხმალი არ ჩააგო ქარქაშში, უდიდესი მხედართმთავარი იყო, მაგრამ როგორც პოლიტიკოსმა ბოლო მოუღო საქართველოს! არ მინდოდა მაგრამ ჯობია სიმართლე იცოდე: რუსეთიდან დაბრუნებული ანტონი აწ უკვე რუსიფიცირებული იყო და მან არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწია ერეკლე II-ს, რომელმაც 1784 წელს რატიფიკაცია გაუკეთა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლის მერვე არტიკულის თანახმადაც, რუსეთის იმპერატრიცა, ნიშნად უმაღლესი მოწყალებისა, საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსს ან/და არქიეპისკოპოსს (უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ სამომავლოდ საქართველოს ეკლესიას კათოლიკოსი აღარ ეყოლებოდა), ღებულობდა რუსეთის სინოდის წევრად მერვე ხარისხის პატივით. ხოლო რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის უფლება-მოვალეობებს, ამას დამატებით არტიკულით განსაზღვრავდა რუსეთის ხელმწიფე. აკი განსაზღვრა კიდეც, 1811 წელს ქართულად წირვა-ლოცვა აიკრძალა და კათოლიკოსი ეგზარხოსმა შეცვალა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის აქტით გაუქმდა. ეს აქტი ყოველი მისი ხელისმომწერისა თუ ნებისდამრთველის მხრიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გმობის აქტი იყო... სწორედ ამ აქტის წყალობით დაიკარგა საბოლოოდ ქართული სავანეებიც პალესტინასა თუ სინაზე. მაგალითად, ჯერ კიდავ 1810 წელს საქართველოს ეკლესიის წევრი იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი ვენედიქტე, მაგრამ 1811 წლის შემდეგ რუსი მღვდელი ქართულ მონასტერში აღარ შეუშვეს აღარც მუსლიმანმა ქართველმა ბეგებმა და აღარც ბერძნებმა. შესაბამისად, ქართული მონასტრები ბერძენთა ხელში გადავიდა. გეორგიევსკის ტრაქტატით რუსეთი საზეპურო საქართველოს მადლის მითვისებას შეეცადა. ეს იგივე ქმედება იყო, რაც ნაბუქოდონოსორმა ჩაიდინა იერუსალიმიდან წმინდა ჭურჭლის წამოღებით; უფრო მეტიც, ეს ისეთივე ქმედება იყო, რაც ბალთაზარმა ჩაიდინა, როდესაც მოიწადინა წმინდა ჭურჭლიდან ესვა ღვინო და ამით მიესაკუთრებინა სხვისი მადლი. საპასუხოდ, როგორც ცნობილია, ღვთაებრივმა ხელმა ოთხი სიტყვა დაწერა კედელზე: "მენე, მენე, თეკელ, უფარსინ" და დაიღუპა ბალთაზარი. დაიღუპა, დაემხო რომანოვთა დინასტიაც, რომელთა წარმომადგენელმა ეკატერინე II-მაც გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე არტიკულით, საქართველოს ეკლესიის "პრივატიზაცია" მოიწადინა, ხოლო მის შთამომავალთაგან არც ერთი არ შეეცადა წინაპრის ცოდვის გამოსწორებას. ანტონის დაბრუნების შემდეგ დაიღუპა საქართველო, ახდა თეიმურაზ II-ის წინასწარმეტყველება. თეიმურაზის სხეული დღესაც უხრწნელია და ზეთი სდის. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე არტიკული უფრო დიდი ტრაგედია იყო საქართველოსთვის, ვიდრე ერთად აღებული უხსოვარი დროიდან XVIIIს-ის ბოლომდე მომხდარი ყველა შემოსევა თუ კატასტროფა. ამიერიდან, საქართველოს სახელმწიფოებრიობაც კი კარგავდა აზრს. რელიგიურ პრობლემებს ფინანსურიც ემატებოდა. არამართლმადიდებელი ფინანსისტები და კომერსანტები (ვაჭრები, ხელოსნები და ა.შ.) სრულ საბოტაჟს უცხადებდნენ ერეკლე მეფის ქართულ პოლიტიკას. რეგულარული ჯარის შესაქმნელად არ აძლევდნენ თანხებს, ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს გაერთიანებას, აფინანსებდნენ მეფის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებებს (მაგ., 1765 წელს "მარკოზაშვილის დარბაზის" წევრთა გამოსვლის დროს), ხშირად გარეშე ძალებს ეხმარებოდნენ ქვეყნის აოხრებაში (მაგ., 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანს). ეჩმიაძინის პატრიარქმა 100 ათასი ოქროს მანეთი გადასცა სპარსეთის მბრძანებელს. თეიმურაზი და ერეკლე ცდილობდნენ ევროპის ქვეყნებიდან მიეღოთ სესხი. მაგრამ, სამწუხაროდ, ელჩთა ფუნქციასაც ისევ და ისევ არამართლმადიდებელი ვაჭრები ასრულებდნენ, რაც მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ევროპიდან ინვესტიციების მიღების მცდელობის ჩასაშლელად. არადა, მთელი XVIIIს-ის მანძილზე გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა ლეკიანობა. რუსეთის იმპერიის გაძლიერებამ ჩრდილოეთ კავკასიელ ტომებს ნადავლის შეძენის ერთადერთ გზად ამიერკავკასია დაუტოვა. ქართლ-კახეთის სოფლების ყაჩაღური დარბევით ლეკები თუ ქისტები თავიანთი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობდნენ. XVIIIს-ის 70-იან წლებში მეფე ერეკლე "მორიგე ჯარის" შექმნით შეეცადა აღეკვეთა მთიელთა თარეში, მაგრამ სტაბილური დაფინანსების გარეშე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მდგომარეობას სხვა გარემოებანიც ამძიმებდა: ერეკლე II და თეიმურაზ II კახელ ბაგრატიონთა შტოს ეკუთვნოდნენ, შესაბამისად, ქართლის თავადობის დიდი ნაწილი (ამილახვრები, ქსნისა და არაგვის ერისთავები, თაქთაქიშვილები, დიასამიძეები და ა.შ.) მათ ქართლის ტახტის უზურპატორებად მიიჩნევდნენ. სწორედ ამ საბაბით ბევრი შეთქმულება მოეწყო ერეკლე II-ის წინააღმდეგ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პაატა ბატონიშვილის შეთქმულება. ერეკლეს დედის ძმა, უფლისწული პაატა 1765 წელს მეფის ოჯახის ამოწყვეტას შეეცადა. ერეკლემ ქართლში ბევრი სათავადო გააუქმა და მათი მართვა საკუთარ შვილებს ჩააბარა. მაგრამ, სამწუხაროდ, გადამწყვეტ ჟამს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას (1795) შვილებმაც უღალატეს გმირ მამას. ასეთ ფონზე მართლაცდა წარმოუდგენელი სიქველე იყო ერეკლესგან 1740-50-იან წლებში ირანელ ხანთა (აზატ-ხანის, აჯი-ჩალაბის, ნურსალბეგის) მრავალგზის დამარცხება. რა თქმა უნდა, იყო წარუმატებლობებიც - საინგილო ისევ ლეკთა ხელში დარჩა, მაგრამ 50-იანი წლების მიწურულს ქართლ-კახეთმა არათუ სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია, არამედ მისი ხელქვეითი გახდა განჯის, ერევნისა და ნახიჭევანის სახანოები. 1770 წელს, მიუხედავად რუსეთის საექსპედიციო კორპუსის გერმანელი სარდლის, ტოტლებენის ღალატისა, ქართველებმა იმარჯვეს ოსმალების წინააღმდეგ ასინძის ბრძოლაში. 1774 წელს ოსმალეთმა და რუსეთმა ქუჩუკ-კაინარჯის ზავით საერთაშორისო დონეზე ცნეს ქართლ-კახეთის სამეფოს სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ერეკლე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა პრუსიაში, ეგვიპტეში და ა.შ. 1780-იანი წლების დასაწყისში ოსმალეთის სულთანმა ერეკლესთან სათანადო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც/ ოსმალეთი ცნობდა ერეკლეს სუვერენიტეტს დასავლეთ საქართველოზეც, იმ პირობით, თუკი საქართველოს მეფე არ დაუშვებდა რუსეთის შემოსვლას ამიერკავკასიაში. 1782 წელს ეკატერინე II-მ შეიტყო ხელშეკრულების პირობების შესახებ და რადიკალურ ზომებს მიმართა, რათა სამუდამოდ არ დაეკარგა კავკასია. ჩრდილოეთ კავკასიაში ტარკის შამხალთან გაგზავნეს რუსეთში გადახვეწილი ერეკლე II-ის ორი მოწინააღმდეგე: ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონი (ვახტანგ VI-ის შვილიშვილი, ერეკლეს ძირითადი კონკურენტი ქართლის ტახტზე) და ალექსანდრე ამილახვარი (1765 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილე). პარალელურად, ტარკის შამხალს პოტიომკინმა გადასცა დიდძალი თანხა და დირექტივა: დაეპატიმრებინა ალექსანდრე ბაქარის ძე, მაგრამ ხმები გაევრცელებინა, თითქოს მთელი ჩრდილოეთ კავკასია მოემართებოდა ერეკლე II-ის დასამხობად და ალექსანდრეს გასამეფებლად. ამასთან, პოტიომკინმა თავისთან დაიბარა ერეკლეს კარზე მყოფი გერმანელი ექიმი რეინეგსი, თავის აგენტად აქცია და დავალება მისცა ერეკლესთვის ჩაეგონებინა, რომ რუსეთის იმპერიის მფარველობა ეთხოვა. ალექსანდრე ბაქარის ძის გამოჩენით დაშინებული და რეინეგსისგან ჩაგონებული მეფე ერეკლე ალექსანდრე ბაქარის ძის შეპყრობის სანაცვლოდ რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლას დათანხმდა. 1783 წელს დაიდო გეროგიევსკის ტრაქტატი. საქართველოში რუსეთის ჯარის ნაწილები შემოვიდა, მაგრამ 1787 წელს რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომის დაწყებისთანავე რუსმა მხედრებმა მარტოდმარტო დატოვეს პატარა კახი აწ უკვე გადამტერებული ოსმალების წინააღმდეგ. რუსეთის იმპერიის მიზანი მიღწეული იყო: ერეკლეს ოსმალეთთან ხელშეკრულება დაარღვევინეს და კავკასიაში დასაყრდენი ასე თუ ისე შეინარჩუნეს. სხვა მხრივ, რუსეთის იმპერია, საქართველოს საკეთილდღეოდ, ჯერჯერობით არ აპირებდა მსხვერპლის გაღებას. 1787 წელს დაირღვა გეორგიევსკის ტრაქტატი. 1789 წელს ერეკლეს დასავლეთ საქართველოდან ეახლა იმერეთის მთელი სამღვდელოება, თავადაზნაურობა და საქართველოს გაერთიანება სთხოვა. ცოლის, დარეჯან დედოფლის შთაგონებით, რომელიც, თავის მხრივ, მონოფიზიტი ვაჭრის ოსეფა ყორფანაშვილის (შემდგომში სომხეთის კათოლიკოს იოსებ არღუთინსკის აგენტის) მოთხოვნებს ემორჩილებოდა, ერეკლემ უარი თქვა იმერეთის ტახტზე შვილიშვილის სოლომონ II-ის სასარგებოლოდ, ანუ უარი თქვა საქართველოს გაერთიანებაზე. მონოფიზიტთა წყალობით, საქართველო არ გაერთიანდა, რადგანაც: როგორც იოსებ არღუთინსკი თვლიდა, სომხეთის ხსნა, ანუ რუსეთის მფარველობის ქვეშ მოქცევა გამორიცხული იყო რუსეთის საქართველოში შესვლის გარეშე. ამასთან, ვინაიდან, დასავლეთ საქართველო ოსმალეთის გავლენის სფეროს წარმოადგენდა, საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში, ერეკლე ოსმალეთთან პარტნიორობას უნდა დათანხმებოდა. ოსმალეთი კი ერთადერთს ითხოვდა ერეკლესაგნ - რუსეთი საქართველოში არ შემოეშვა. საქართველოს გაერთიანება ავტომატურად ნიშნავდა რუსეთის იგნორირებას კავკასიური პოლიტიკიდან, რაც სომხეთისთვის დამღუპველად მიაჩნდა იოსებ არღუთინსკისა და მონოფიზიტებს. 1789 წელს იოსებ არღუთინსკისა და მონოფიზიტთა ნება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სრულიად საქართველოისა, რადგანაც ფინანსებს მონოფიზიტები აკონტროლებდნენ. სიცოცხლის ბოლოს ერეკლემ დაწერა ანდერძი, რომლის თანახმადაც ტახტი მისი უფროსი ვაჟიდან (ნაცვლად შვილიშვილ დავითისა) უმცროს ვაჟიშვილზე - იულონზე უნდა გადასულიყო. შემდეგ რიგრიგობით - ხუთ შვილზე, მათ ექვს პირმშოზე და ა.შ. - შვიდ თაობაში. ერეკლეს გარდაცვალებამდე გიორგი XIII პირობას დებდა, რომ მამის ანდერძის ერთგული იქნებოდა, მაგრამ გამეფებისთანავე რუსეთის იმპერატორს, პავლე I-ს წერილი მისწერა, სადაც სთავაზობდა, შეეეთებინა საქართველოს სამეფო, ოღონდაც უბრალო მმართველის (გენერალ-გუბერნატორის) სტატუსით მის მემკვიდრედ დავითი ეცნო და არა იულონი (სხვათაშორის, დავითი ვოლტერიანელი იყო). აი ეს არის ნამდვილი ისტორია. |
salome_tur საყვარელი მეფე May 8 2007, 05:35 PM
ქავთარაძე გიორგი ბრწყინვალე... May 8 2007, 05:44 PM
makuna7474 ერეკლე II., ლაშა-გიორ... May 8 2007, 05:52 PM
ილია დავითი და თამარი, დ... May 8 2007, 08:00 PM
მნათე კონსტანტინე დიდი :) May 8 2007, 08:04 PM
ketino ყველა მამულიშვილი,... May 8 2007, 09:54 PM
ლეონტი მეფე დავით მეფსალმ... May 8 2007, 09:55 PM
salome_tur ketino
არააა:( აბა სხვა ... May 8 2007, 09:56 PM
tinka დავით აღმაშენებელ... May 8 2007, 10:00 PM
shakuna_ ფარნავაზი და დავით... May 8 2007, 10:06 PM
ai gogoo დავით აღმაშენებელ... May 9 2007, 11:54 AM
ვალერი ვახტანგ გორგასალი,... May 9 2007, 03:19 PM
afxazi ketino
აბა ეს რა თქმაა, ... May 9 2007, 03:25 PM
makuna7474
ketino
აბა ეს რა თქმაა, ... May 9 2007, 08:14 PM
ნათია ისეთი ძლიერი არასო... May 9 2007, 04:32 PM
ქავთარაძე ketino
არ შეშლია არაფე... May 9 2007, 08:08 PM
მამფალი სვიმონ პირველი და ... May 9 2007, 09:42 PM
makuna7474
სვიმონ პირველი და ... May 9 2007, 09:52 PM
მამფალი makuna7474
საუფლისწულოე... May 9 2007, 09:58 PM
makuna7474
makuna7474
საუფლისწულოე... May 9 2007, 10:13 PM
მამფალი makuna7474
მეფის შვილებშ... May 9 2007, 10:20 PM
makuna7474
makuna7474
მეფის შვილებშ... May 9 2007, 10:30 PM
piligrimi ბევრი შეიძლება არ ... May 9 2007, 10:53 PM
makuna7474
ბევრი შეიძლება არ ... May 9 2007, 10:57 PM
geller04 გიორგი I, დემეტრე I დ... May 9 2007, 11:53 PM
თათი87 ყველა იმას ჩამოთვლ... May 10 2007, 12:08 AM
მამფალი თათი87
მართალი ხარ
ე... May 10 2007, 12:22 AM
ზესქვი_უჩა მე თამარ მეფე მიყვ... May 10 2007, 02:39 AM
marine
მე თამარ მეფე მიყვ... May 10 2007, 10:53 AM
lekso_zep ერეკლე მეორე May 10 2007, 10:17 AM
ketino "უშიშო ვითარცა უხ... May 10 2007, 11:51 AM
nini egriseli სიმონ მეფე ჩემი სა... May 10 2007, 06:48 PM
მხევალი ნინო დავით აღმაშენებელ... May 10 2007, 07:04 PM
adamis_nekni ვახტანგ გორგასალი May 10 2007, 07:06 PM
salome_tur არ შეიძლება ერეკლე... May 11 2007, 12:57 PM
ketino იცით კიდევ რომელი ... May 11 2007, 01:03 PM
თეკლა
იცით კიდევ რომელი ... Jul 10 2007, 12:19 PM
კანონისტი მეფე აფხაზთა,
ქართ... May 11 2007, 01:25 PM
ზესქვი_უჩა marine
გაიხარე.
მეც უზ... May 12 2007, 03:46 AM
marine
marine
ნახე თვითონ სახ... May 22 2007, 01:00 PM
ulvashi გიორგი VII თუ ახსენა ... May 23 2007, 04:41 PM
demetre_demetre დავით აღმაშენებელ... May 31 2007, 02:50 AM
შევრდომილი დვითი IV და თამარი_მ... May 31 2007, 01:43 PM
ვეშაპო სვიმონ I და ერეკლე II. Jun 17 2007, 02:06 AM
მნათე ივერიელი
მოვლენა ხ... Jun 17 2007, 11:19 AM
shakuna_ ივერიელი
საკმაოდ ... Jun 17 2007, 11:35 AM
Lenus ერეკლე II-ის ღვაწლს ... Jun 17 2007, 12:20 PM
ვეშაპო ივერიელი
ჯერ ერთი ... Jun 17 2007, 12:36 PM
Lenus
მოკლედ შტერად გამ... Jun 17 2007, 02:41 PM
ივერიელი ვეშაპო
ეჭვი შემეპ... Jun 17 2007, 04:39 PM
Sotiris
გიორგი VIII მოყოლებუ... Jun 18 2007, 06:12 PM
::სალომე:: ხალხნო, ერეკლეს მხ... Jun 17 2007, 05:17 PM
ვეშაპო ივერიელი
ჩათვალე, ... Jun 17 2007, 05:17 PM
kato_Bato იქნებ ყველაზე ძალი... Jun 17 2007, 05:24 PM
ქავთარაძე შევრდომილი
ეგეთი ... Jun 17 2007, 05:30 PM
ივერიელი ვეშაპო
ამან მომაბ... Jun 17 2007, 05:37 PM
ვეშაპო ივერიელი
ჩემთვის ... Jun 17 2007, 05:49 PM
ივერიელი ვეშაპო
სამშობლოს ... Jun 17 2007, 06:08 PM
ვეშაპო ივერიელი
ავგიორგი... Jun 17 2007, 06:31 PM
likita ყველაზე მეტად დემე... Jun 18 2007, 11:15 AM
Lenus
საინტერესოა. აგვი... Jun 18 2007, 11:25 AM
likita ბავშვებო იცით რა მ... Jun 18 2007, 11:33 AM
likita ისტორიკოსი ვარ, სა... Jun 18 2007, 11:52 AM
likita ძალიან დიდი სულისკ... Jun 18 2007, 12:03 PM
Lenus
ოო, ჩემი საყვარელი... Jun 18 2007, 12:46 PM
ილია
რამდენი მეფეაა? და ... Jun 18 2007, 12:48 PM
ვეშაპო Lenus
მეფე, მე როგორც მ... Jun 18 2007, 01:21 PM
მარიტა ბავშვობაში ლაშა-გი... Jun 18 2007, 03:27 PM
Lenus
სიმართლე რომ გითხ... Jun 18 2007, 03:52 PM
მარიტა Lenus
თავადებზე არ გვა... Jun 18 2007, 03:55 PM
likita ამ დღეებში მამა-და... Jun 18 2007, 04:54 PM
Lenus ის თუ იცით, კარის ეკ... Jun 18 2007, 05:33 PM
Lenus
Sotiris
ცუდი ჩვევა მაქ... Jun 18 2007, 06:51 PM
kiki ბაგრატ III მიყვარს გ... Jun 18 2007, 07:35 PM
xevsuri ფარნავაზი
გორგასა... Jun 19 2007, 07:37 PM
::სალომე::
ფარნავაზი
გორგას... Jun 23 2007, 07:42 PM
giogio თამარი და დავით აღ... Jun 26 2007, 12:15 PM
stch ერეკლე მეორე :) ჩემი... Jul 4 2007, 11:19 AM
GOKA
ბატონო ლენუს ხომ ვ... Jul 5 2007, 01:06 AM
Lenus
არა, ეგ არ მაქვს მხ... Jul 5 2007, 08:40 AM
კოლხი როდესაც მეკითხები... Jul 7 2007, 08:35 PM
მართა დავითი და თამარი რ... Jul 10 2007, 02:01 AM
meleqse ძნელია ერთის დასახ... Jul 10 2007, 03:46 AM
stch კახეთი შეიძლება ყვ... Jul 13 2007, 08:13 PM
lingvo ვახტანგ გორგასალი
... Jul 15 2007, 11:34 AM
gvantsi დავით აღმაშენებელ... Jul 16 2007, 02:47 PM
di_onise გიორგი I
რავიცი მაი... Jul 17 2007, 04:50 PM
დავით ივერიელი გიორგი V (ბრწყინვალ... Jul 17 2007, 05:04 PM
di_onise
di_onise
გამსახურდიას მ... Jul 17 2007, 08:30 PM
Tatarashvili დავით აღმაშენებელ... Jul 17 2007, 09:31 PM
Ismail [b][size=7]გიორგი V
ბრწყინ... Aug 5 2007, 10:45 PM
SaD-GhosT წმიდა კეთილმსახურ... Sep 16 2007, 03:22 PM
jevrie ლაშა-გიორგი ... "ნა... Sep 19 2007, 04:26 PM
Misha_kartveli საქართველოს მრავა... Sep 23 2007, 08:21 PM
daviTi 22 დავით აღმაშენებელ... Sep 27 2007, 12:23 AM
t.d დავითი უძლიერესი მ... Sep 29 2007, 09:35 PM
თათი87 ბაგრატ III არის პირვ... Sep 29 2007, 09:38 PM
neo დემეტრე თავდადებუ... Sep 30 2007, 05:26 PM
makuna7474
დემეტრე თავდადებუ... Sep 30 2007, 06:10 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st December 2025 - 07:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი