რა არის ჯოჯოხეთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ჯოჯოხეთი |
ილია |
May 2 2007, 10:45 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი? ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
KAIROS |
Jun 17 2007, 11:43 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რატომ იხსენიება ლოცვებში? მოდი ახლა ალექსანდრე მშვიდად ვისაუბროთ, ვიცი შენ არ ხარ ამ ნეოსწავლებებით მოწამლული, ამიტომ ლოგიკურად ამოვიდეთ მაგ სიტყვებიდან: რა იგულისხმება "აბრაამის წიაღში", პასუხი ორია 1) ის აბრაამის წიაღი, რომელიც მართალთა დროებითი სამყოფელი იყო, ვიდრე მაცხოვრის გამომსყიდველ მსხვერპლამდის, რომლის შემდეგ გაუქმდა და აღარ არსებობს 2) ერთერთი ზედმეტსახელი სამოთხისა, სასუფევლისა. მივყვეთ პირველს, თავიდანვე იდიოტიზმი იქნებოდა ვინმემ იფიქროს, რომ ვინმემ იფიქროს, რომ მღვდელი წესის აგებისას ადამიანის სულს ჯოჯოხეთში მოხვედრას უსურვებს ( რადგან "აბრაამის წიაღი" პირველი მცდარი გაგებით ადგილია ჯოჯოხეთში, სადაც არ იტანჯებიან, სრული აქრისტიანიზმი), აქ ყველაფერი ნათელია და ალოგიზმითან ერთად სასაცილოცაა, " წიაღსა შინა აბრაამისათა (ანუ წიაღთა ჯოჯოხეთისა) განუსვენე", როგორ ჟღერს არა? წყევლაა, წესის აგება კი არა მეორეს მიხედვით კი ყველაფერი ლაგდება, მოძღვარი ადამიანის სულის ცხონებაზე ლოცულობს და ამასვე ევედრება უფალს, რომ მართალათა თანა დაამკვიდროს და სადაა მართლები? ადრე იყო სწორედ აბრაამის წიაღში ( შეიძლება ამ კონტექსტშიც წერია აბრაამის წიაღი), და მერე აბრაამთან ერთად უფლის მიერ იქნენ აღმოყვანილნი და არიან სამოთხეში, ასე რომ მართალთა თანა დაამკვიდროს იგივეა რაც აბრაამის წიაღში განსვენება, მოძღვარი ადამიანის ცათა სასუფეველში დამკვიდრება-განსვენებაზე ფიქრობს და სხვა რამის დანახვა აქ, მხოლოდ სუბიექტურად განწყობილ ულტრა მიმართულების ბნელ ძალებს უნდათ! იხარე! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი