![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თათი87 |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ეს თემა ალბათ უფრო იმათთვისაა ვინც საქართველოდან წასულია და იცის რა არის როცა გენატრება სამშობლო.
მაინტერესებს რამდენად შეიცვალა თქვენი წარმოდგენა საქართველოზე?! არის თუ არა რამე ისეთი, რაც თქვენ წასვლის შემდეგ აღმოაჩინეთ, ან მანამდე ყურადღებას არც კი აქცევდით და რაც ემიგრანტები გახდით შემდეგ გააანალიზეთ და დაინახეთ?! ის რაც ყველაზე მეტად გენატრებათ და რაც ყველაზე ხშირად გახსენდებათ საქართველოზე. რასთან ასოცირდება თქვენთვის სამშობლო და ა.შ. რაღაც რო დააფასო შესადარებელი ობიექტი უნდა გქონდეს. ვისაუბროთ იმაზეც რას შეცვლიდით თქვენ საქართველოში ან მინიმუმ რის შეცვლას შეეცდებოდით მაინც ![]() ხო არ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამშობლოზე მას შემდეგ რაც მისგან შორს აღმოჩნდით? მოკლედ დააფრქვიეთ აზრები ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
![]() ![]() |
Marabella |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ႫႠႩႠ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 146 რეგისტრ.: 17-June 07 მდებარ.: Aachen წევრი № 2,215 ![]() |
ძალიან კარგი თემაა! ქართველებს რო სამშობლო გვიყვარს და ყოველივეს გვირჩევნია ეს არ-ახალია
![]() მეც მენატრება საქართველო, თუმცა რაც უნფრო მეტ კულტურას თუ ქვეყანას ვეცნობი, მით უფრო გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენთან გაცილებით უკეთესობა შეიძლება იყოს ვიდრე რო გვაქვს... არ მეთანხმებით ? ყველაზე ძვირფასიდან დავიწყებ - ჩვენ ჩვენს კულტურასა და სიძველეებს ისე არ ვუფრთხილდებით როგორც სხვები, მაგ. : სომხები, ბერძნები (რამდენი რამე გადაათავისეს ჩვენი ამათმა, რატომ ? ჩვენი უთავობისდა გამოისობით!), მთელი ცენტრალური ევროპა, თურქები და ა.შ. ახლა უნგრეთში ვარ და ისეთი ლამაზია აქაურობა სასწაული... ისეთი მოვლილია ბუდაპეშტი - ყველა შენობა გაწმენდილია და ქალაქის ფონის და სტილის შესაბამისად შეღებილი ან შელამაზებული. და აბა თბილისში რას აკეთებენ ? ვინ ზრუნავს ქალაქის დიზაინზე, მის სტილზე ? მოკლედ მე სამწუხაროდ იმისთანა შეგრძნება მეუფლება ნელ-ნელა, რომ ჩვენ მარტო "ჭარტალა" ხალხი ვართ, გაკეთება საქმისა გვეზარება და მხოლოდ ჩვენი წარსულით ვცხოვრობთ, იმ წარსულით რომელიც არ პოპულარიზდება ისე რომ იცოდეს მსოფლიომ (სომხებს რომ საკუთარი ენა და ანბანი აქვთ ეს იცის ლამის ყველამ, აბა ქართულზე ვინ რა იცის ???). უნდა გავანძროით ხელი და მივხედოთ დღევანდელობას და მომავალს, მხოლოდ წარსულით ცხოვრებადა ნაშაულია ჩემს თვალში. აი ასე... -------------------- არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
-- თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს -- ...უცდომელი მხოლოდ ღმერთია! -- “და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ” -- ...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 10:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი