![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თათი87 |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ეს თემა ალბათ უფრო იმათთვისაა ვინც საქართველოდან წასულია და იცის რა არის როცა გენატრება სამშობლო.
მაინტერესებს რამდენად შეიცვალა თქვენი წარმოდგენა საქართველოზე?! არის თუ არა რამე ისეთი, რაც თქვენ წასვლის შემდეგ აღმოაჩინეთ, ან მანამდე ყურადღებას არც კი აქცევდით და რაც ემიგრანტები გახდით შემდეგ გააანალიზეთ და დაინახეთ?! ის რაც ყველაზე მეტად გენატრებათ და რაც ყველაზე ხშირად გახსენდებათ საქართველოზე. რასთან ასოცირდება თქვენთვის სამშობლო და ა.შ. რაღაც რო დააფასო შესადარებელი ობიექტი უნდა გქონდეს. ვისაუბროთ იმაზეც რას შეცვლიდით თქვენ საქართველოში ან მინიმუმ რის შეცვლას შეეცდებოდით მაინც ![]() ხო არ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამშობლოზე მას შემდეგ რაც მისგან შორს აღმოჩნდით? მოკლედ დააფრქვიეთ აზრები ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
![]() ![]() |
mariam1 |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 24-March 07 წევრი № 1,480 ![]() |
თათი87
რა დავინახე ??? ის რომ ყოველთვის უსაზღვროდ მიყვარდა საქართველო და დღემდე უსაზღვროდ მიყვარს ! რამოდენიმე წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ სამწუხაროდ და მართლა ძალიან მიჭირს სამშობლოსაგან შორს ყოფნა ! ეგ ვინც საზღვარგარეთ არის ყველამ კარგად იცის ... მე ახალსა და უცხოს არაფერს ვამბობ ... მეამაყება ის , რომ ჩემს 2 უფროს ბიჭს , უსაზღვროდ უყვარს საქართველო და ეს მასულდგმულებს ! მე–3–ე , რომელიც აქ დაიბადა ამბობს „ საქართველო ჩემი სამშობლოა “ – არის რაიმე ამაზე დიდი ბედნიერება ? სამშობლოს სიყვარულს ვუნერგავ უმცროსსაც , რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს ტიტინს . Marabella გენაცვალე როგორ კარგად ამოიოხორე გული ![]() ![]() თუმცა ეგ მოუწესრიგებელი საქართველო ვაი ქართველების დამსახურებაა და არა საქართველოსი , იმ ხალხის რომლებიც მხოლოდ პირად გამდიდრებაზე ფიქრობენ და არა მათ სამშობლოსა და მის თანამემამულეებზე ! სამწუხაროდ ეს მათ საქართველოსადმი უსიყვარულობაზე მიუთითებს . |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd July 2025 - 12:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი