![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Andria |
![]()
პოსტი
#1
|
God bless Georgia ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 71 რეგისტრ.: 29-August 06 მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA წევრი № 120 ![]() |
დედამიწაზე არის მილიონობით ადამიანი, რომლებმაც არ იციან რა არის ცხოვრები არსი, არ იციან თუ რისთვის ცხოვრობენ. ბევრს აზრადაც არ მოსდის, რომ თავის თავს ეს შეკითხვა დაუსვას, მაგრამ თუ გინდა გაიგო ჭეშმარიტება, თუ ვინ ხარ და რისთვის მოხვედი ამ ქვეყანაზე, მაშინ აუცილბლად მოგიწევს ღრმად ჩაწვდე საკუთარ თავს და ცხოვრებას...
უამრავი ცნობილი და ძლევამოსილი ხალხიც კი ხანდახან ვერ სცემდნენ პასუხს შეკითხვას: "რისთვის ვცხოვრობთ?" და ვერც მე გავეცი ამ შეკითხვას პასუხი სანამ უფალმა არ მიპოვა და არ ამომიყვანა ცოდვის და სიცრუის ჭაობიდან, რომელშიც ჩემი ფეხით შევედი... "ყველაზე დიდი მცნება არის, გიყვარდეს უფალი შენი, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და გიყვარეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი." "რას მოიგებს კაცი თუ მთელს მსოფლიოს დაიპყრობს და მე კი დამკარგავს" უფალი იესო ქრისტე, მაცხოვარი ... ერთი ძალიან პოპულალური მუსიკალური ჯგუფის, "Queen"-ის წევრები, რომლებმაც მთელი მსოფლიო დაიპყრეს თავიანთი მუსიკით და რომლებსაც ყველაფერი ჰქონდათ ცხოვრებაში, ვერ სცემდნენ პასუხს, ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე თუ რისთვის ცხოვრობნენ. მათ სცადეს ყველაფერი (ცისფერობა და ნარკოტიკებიც კი, დარ რა ვიცი რაღა აღარ), მაგრამ ვერაფერი გამოუვიდათ. მათ ერთ-ერთ სიმღერაში, "The Show Must go on" კარგად არის აღწერილი, პრობლემა, რომ მსოფლიოს სუპერ მუსიკოსები ერთ მთავარ კითხვას What are we living for? პასუხს ვერ უძებნიდნენ. (თუ ვინმეს დაგაინტერესდებათ ამ სიმღერის ტექსტი, ინგლისურ ვერსიას დავდებ ფორუმზე ქართული თარგმანით) როცა ეს სიმღერა მოვისმინე, უფალი იესოს სიტყვები:"რას მოიგებს კაცი თუ მთელს მსოფლიოს დაიპყრობს და მე კი დამკარგავს" და ჩემი თავი გამახსენდა, მეც თითქმის არფერი მაკლდა, მაგრამ უფალს უარვყოფდი და ცხოვრებისათვის აზრის მიცემას სწავლაში ვარჯიშში და სხვადასხვა გართობასა თუ ცოდვებში ვცდილობდი, მაგრამ რომ ვერ ვიპოვე, მერე უფალს დავუწყე ძებნა და როცა ღმერთმა თვითონ მიპოვა, აი მაშინ აღმოვაჩინე ცხოვრების აზრიც და მიზანიც... -------------------- |
![]() ![]() |
shota1 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 ![]() |
ციტატა საინტერესო განმარტებებს წავაწყდი ვიკიპედიაში, რამაც საბოლოოდ დამაბნია Индивид выражает общие свойства человека как экземпляр. Индивидуальность выражает специфику отдельного человека, причем специфика эта может носить наследственный или случайный характер. Личность результат процесса воспитания и самовоспитания. Личностью не рождаются, а становятся. Дети не обладают личностью, поскольку ответственность за их поступки вменяется их родителям. Вместе с тем у шизофреников может наблюдаться раздвоение личности, а у олигофренов её отсутствие. კარგი განმარტებაა, სწორია, ცხოველები არიან ინდივიდები მაგრამ არ არისნ პიროვნებები, ბავშვები ნაწილობრივ პიროვნებები არიან მაგრამ ჩამოყალიბების პროცესში, ასევე პიროვნების გაორებაც შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ შესაძლოა ეს გაორება ეშმაკების ახალი პიროვნებების დამატებით იყოს გამოწვეული... მოკლედ ეს საკითხი ბოლომდე არცერთს არ გვესმის, და ცხოვრების აზრთან მიმართებში კი პრინციპულად მნიშვნელოვანია... მთავარი მუღამი მაინც ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ პიროვნებას შეუძლია თავისი თავის გაცნობიერება, აღქმა... რაც ცხოველებს ნაკლებად შეუძლიათ... ეს კავშირშია ასევე ცნება ,,სულთან" და ,,გონებასთან" რადგან ამ ცნებებით განსხვავდებიან ასევე ცხოველები ადამიანებისაგან, თუმცა როგორია ეს კავშირი არ ვიცი... კითხვები კიდევ შემდეგია გააჩნია თუ არა პიროვნება ეშმაკს, ან ანგელოზს? კიდევ პიროვნების აუცილებელი ნიშნები ხომ არ არის ნების თავისუფლება, რწმენის უნარი, ან კიდევ სხვა... ქრისტიანობის ფუნდამეტური ქვაკუთხედი ჯვარი, ანუ ღმერთისა და მოყცვასის სიყვარულია... კი მაგრამ იქ გარკვევით წერია გიყვარდეს უფალი ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალიათა... ეს სიტყვები თითქოს მარტივი გასაგებია ერთი მხრივ მაგრამ მეორე მხრივ ... რა არის გული? აქვს თუ არა სულს გული? რით განსხვავდება გული გონებისგან? რა კავშირია გონებასა და სულს შორის? რას ნიშნავს ,,ძალა"? კარგი იქნებოდა მა კითხვებზე ვინმე ნათელ პასუხებს თუ მოიძიებდა და აქ განათავსებდა... ამ კითხვებზე პასუხებს რომ ვიპოვით შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო კითხვები მაქვს და იმათაც დავსვავ ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 03:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი